იყო დრო, როცა ვამაყობდი, რომ ფორმა მეცვა, ახლა ვამაყობ, რომ ფორმა აღარ მაცვია და სწორ მხარეს ვდგავარ - შსს-ს ყოფლი თანამშრომელი
"იყო დრო, როცა ვამაყობდი, რომ ფორმა მეცვა, ახლა ვამაყობ, რომ ფორმა აღარ მაცვია და სწორ მხარეს ვდგავარ", — ამის შესახებ შსს-ს ყოფილი თანამშრომელი, ნინი გოგინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დროა, შსს-ში დასაქმებულმა გააცნობიერონ, რომ არ უნდა იყვნენ უკანონო ბრძანებების შემსრულებლები, "რომ მოვიდა დრო სწორ მხარეს დგომის".
"ყოველთვის თავს ვიკავებდი პოლიტიკურ საკითხებზე ჩემი შეხედულებების საჯაროდ და მკაფიოდ დაფიქსირებაზე, თავიდან სამსახური მაიძულებდა, მაიძულებდა რა, ასე პირდაპირ არავის არასოდეს უთქვამს, რომ არ უნდა გამომეხატა ჩემი შეხედულება, მაგრამ სხვა პასუხისმგებლობას ვგრძნობდი თითქოს და ამ პასუხისმგებლობას ფორმის ჩაცმამდეც კი ვაცნობიერებდი… ვაცნობიერებდი, რომ ბევრ რამეში შევიზღუდებოდი, პოლიციაში მუშაობის დაწყებისთანავე, მაგრამ რა თქმა უნდა მზად ვიყავი და დიდი ბრძოლის შემდეგ, სიამაყით დავიწყე მუშაობა.
ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა, ბასიანის თემები იყო აქტუალური იმ პერიოდში და ერთ-ერთ თათბირზე გაჟღერდა ფრაზა, "სამსახურის გარეთ, არავინ არაფრის კეთებას არ გიშლით, მაგრამ არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ პოლიციელები ხართ", — ამით ყველაფერი ნათქვამი იყო. მის შემდეგ ბევრი წელი გავიდა, მაგრამ ეს ფრაზა სულ მახსოვს.
სიმართლე რომ გითხრათ, როგორც პოლიციელის, ჩემი აქტიური ჩართულობა აქციების პროცესში არასოდეს ყოფილა, პირველი მიზეზი იყო სქესი და მეორე ის, რომ აეროპორტში ვმუშაობდი და აეროპორტის თანამშრომლები, მსგავს პროცესებში უკიდურეს სიტუაციებში ერთვებოდნენ.
იყო პერიოდი მეამაყებოდა ფორმა რომ მეცვა. იყო პერიოდი მრცხვენოდა.
მრცხვენოდა მაშინ, როცა იმ უმრავლესობაში ვითვლებოდი (მიუხედავად პირადად ჩემი არანაირი ჩართულობისა), რომელიც ხალხს გაფრთხილების გარეშე არბევდა, რომელიც ადამიანებს დამიზნებით ესროდა რეზინის ტყვიებს, მხედველობას აკარგვინებდა მშვიდობიან პროტესტანტებს, რომლებსაც, არაკანონიერი დავალებების შესრულება უწევდათ, მრცხვენოდა, მაგრამ ვერ ვბედავდი სამსახურის დატოვებას, რაც მეტხანს მუშაობ, უფრო და უფრო რთულია, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა როცა ყველაფერი სცდება ადამიანობას და მორალს და რაც მთავარია ირღვევა ყველა ის კანონი, რაზეც ხელი გაქვს მოწერილი, მანდ უკვე ბევრი ფიქრი აღარ არის საჭირო, რომელ მხარეს უნდა იდგეს ადამიანი.
სახელმწიფომ დაიწყო კანონებით ბრძოლა, ადამიანების მიმართ და სადაც ადამიანებს ამდენი რამ ეზღუდებათ, იქ ადამიანების უფლებების დაცვაზე ხომ ზედმეტია საუბარი…
ეს ის სახელმწიფოა, სადაც თანამოქალაქეებს გამეტებით სახეში წიხლს ურტყამენ, გონების დაკარგვამდე სცემენ, მხოლოდ იმიტომ, რომ მონობაში ცხოვრება არ სურთ.
ეს ის სახელმწიფოა, სადაც ადამიანებს უკანონოდ უსჯიან პატიმრობას…
ეს ის სახელმწიფოა, სადაც ადამიანებს ჯგუფურად ესხმიან თავს და მეორე დღეს, ჯგუფური ძალადობა მოქალაქისთვის დამამძიმებელი გარემოება ხდება.
ეს ის სახელმწიფოა, რომელსაც მთელი მსოფლიო ეუბნება, რომ არასწორია მათი ქმედებები, მაგრამ მაინც სწორი ჰგონიათ.
ეს ის სახელმწიფოა, სადაც სახლში უვარდებიან ადამიანებს, სადაც აღარ არსებობს არანაირი სამართალი, აღარ არსებობს არანაირი თავდაცვის მექანიზმები.
ეს ის სახელმწიფოა, სადაც ბევრ საჯარო მოხელეს და თანამდებობის პირს უნდა, წასვლა სამსახურიდან, რადგან ისინიც დაიღალნენ და მათთვისაც ყელშია ერთპიროვნული მმართველობა, მაგრამ იმდენად დასვრილნი და იმდენად გამილიონერებული არიან, რომ იძულებულები არიან დარჩნენ იქ სადაც არიან.
და ამ ყველაფრის შემდეგ რომელი სახელმწიფოს არსებობაზე უნდა ვისაუბროთ?
ყველაზე სამწუხარო ის არის რომ, ყველაფერი ტყდება დაბალ საფეხურზე მყოფ სახელმწიფო მოხელეებზე, დანარჩენნი კი რესტორნებში სხედან და ბრძანებებს გასცემენ…
დროა გააცნობიეროთ, რომ არ უნდა იყოთ უკანონო ბრძანებების შემსრულებლები, (თუმცა სადღა არსებობს საერთოდ რამე კანონი), რომ ის მბრძანებლები თქვენს გარეშე ვერაფერს გახდებიან.
დროა გააცნობიეროთ, რომ მოვიდა დრო სწორ მხარეს დგომის…
თქვენ გგონიათ სახელმწიფოს ემსახურებით? დაფიქრდით, სახელმწიფო თავზე გვენგრევა … სახელმწიფოს მსხვერპლი ვარ მეც და თქვენც, თითოეული აგრესორი…
ამხელა აგრესია, ამხელა უსამართლობა და ძალადობა ნუთუ ღირს იმ 2000 ლარად, რასაც გიხდიან? იქნებ ყოველ ერთ დაკავებულზე და ყოველ ერთ ნაცემ ადამიაზე დამატებითი პრემიები გაქვთ, მაგრამ თქვენი ადამიანობის დაკარგვა ღირს ამ ყველაფრად? და გგონიათ, ეგ აღებული 500 ლარები რამეში წაგადგებათ ? როგორ გძინავთ მშვიდად? როგორ არ ჩაგესმით ამდენი გამწარებული ადამიანის ხმა, როგორ ხართ მშვიდ მართლა ვერ ვხვდები, ან იქნებ არც ხართ. ყველამ საკუთარ გულში ჩაიხედეთ და მას მიენდეთ, ეს იქნება ყველაზე სწორი და გახსოვდეთ, რომ ყოველი არასწორი ნაბიჯი, თქვენს ცხოვრებაში, ისეთ დროს მოგიბრუნდებათ, როცა ყველაზე ნაკლებად ელოდებით, მე მჯერა, რომ ამ უსამართლო ხელისუფლების ხელში, სამყარო მაინც სამართლიანია და ყველა ჩვენი გადადგმული ნაბიჯი, ცუდიც და კარგიც ასმაგად დაგვიბრუნდება უკან…
იყო დრო, როცა ვამაყობდი, რომ ფორმა მეცვა …
ახლა ვამაყობ, რომ ფორმა აღარ მაცვია და სწორ მხარეს ვდგავარ.
მიყვარხართ ყველა და მეამაყებით, ვინც ამდენი დღეა გმირულად იცავთ ქვეყანას", — წერს შსს-ს ყოფილი თანამშრომელი, ნინი გოგინაშვილი სოციალურ ქსელში.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები