მამა გიორგი წეროძე ხარებას: ზვიად, თქვენ სცოდავთ როცა სასტიკად ექცევით პროტესტანტს, ყველა ვინც თქვენს გარშემო ასე იქცევა ასევე მძიმედ სცოდავს
მამა გიორგი წეროძის ღია წერილით მიმართავს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს, ზვიად ხარაზიშვილს. ის წერს, რომ გდდ-ს თანამშრომლები სცოდავენ, როცა სასტიკად ექცევიან პროტესტანტს. "ყველა ვინც თქვენს გარშემო ასე იქცევა ასევე მძიმედ სცოდავს. შეინანეთ, შეცვალეთ თქვენი ქმედებები და ისინი მინიმუმ კანონის მაქსიმუმ კი ღვთაებრივი სიმართლის ფარგლებში მოაქციეთ", — მიმართავს მამა გიორგი წეროძე ზვიად ხარაზიშვილს.
"ღია წერილი ზვიად ხარაზიშვილს
და ყველას ვინც მის გარშემოა. წერილი ღიაა ხელმოწერისთვის, კომენტარებში დასტურისთვის.
ამ წერილის ძირითად დებულებებს დაეთანხმება და მოიწონებს არა მხოლოდ ის ვინც ელოდება მკვდრეთით აღდგომას და მომავალ ცხოვრებას, იქნება ეს ებრაელი, მუსლიმი თუ ნებისმიერი ქრისტიანი, არამედ თუნდაც ურწმუნო. ამ წერილს ხელს მოაწერს და მოიწონებს სხვა მღვდელიცა და ეპისკოპოსიც.
ღმერთისთვის ძვირფასო ადამიანო, უფრო მეტიც ღმერთისთვის შეუცვლელად ძვირფასო ადამიანო, ზვიად! მეც როგორც ღმერთის მოყვარული ადამიანი ჩემს სიყვარულს გიდასტურებთ. ქათინაურს არ გეუბნებით, არამედ ეს ღმერთსა და ადამიანზე მართებული წარმოდგენა და ჩემი გულწრფელი პოზიციაა. ღმერთისთვის ყოველი ადამიანი შეუცვლელად ძვირფასია. ადამიანად კი ყველანი მას შემდეგ ვითვლებით, რაც ადამმა ღმერთს უპასუხა. ჩვენთვის ადამიანად ყოფნა ადამის საჩუქარია და ადამიანობის მიღწევა ღირსებით ან განვითარებით შეუძლებელია. ძალიან მოკლე ხნით ღმერთი და ადამიანი ერთად იყვნენ. მერე იყო ედემის ბაღში ის ცნობილი დაშორება. მას შემდეგ ღმერთიც უცხო გახდა ადამიანისთვის და მეორე და სხვა ადამიანიც. საუკუნეები გავიდა სანამ იესო ქრისტემ დაგვიბრუნა ღმერთი მამად ადამიანი კი ძმად. ახლა უკვე ვინც ამბობს, რომ ესა თუ ის ადამიანი არ იმსახურებს პატივისცემას, ან ღმერთთან პირისპირ ცხოვრებას გაურბის-არის ქრისტეს მოწინააღმდეგე და ღმერთის მტერი.
ნუ გეშინიათ ძველი ცოდვების, ადამიანი არ არის ცოდვის ტყვე, ცოდვებისაგან სრულად განწმენდა შესაძლებელია. საშიში არის ტყუილის მთქმელი, ტყუილის მამა-ეშმაკი, რომელიც ადამიანს ჩააგონებს, რომ რადგან შესცოდა ან თუნდაც მძიმედ შესცოდა, ახლა მას პატიება აღარ ეღირსება, ახლა ის თითქოს ვერასდროს შესწვდება სიწმინდესა და ღმერთის მისდამი გულწრფელ სიყვარულს. სისხლით გასვრილიც რომ იყოს ჩვენი ხელები, სინანულითა და ღმერთის ძალით უსპეტაკესად თეთრად შეიცვლება. მართალია ადამიანურ საზოგადოებაში ასეთ შემობრუნებას ღმერთივით სიხარულით ბევრი ვერ შეხვდება, მაგრამ ამან სინანულის გზაზე არავინ არ უნდა დააბრკოლოს. რა გვაქვს ჩვენ საკუთარ სულზე უტკბესი? არაფერი. ამიტომ სინანული თუნდაც სხვათაგან დაუფასებელი ჩვენთვის ძვირფასი და აუცილებელია. ყველა სცოდავს ვინც ადამიანისთვის ბოროტს ჩაიფიქრებს, ყველა სცოდავს ვინც სასტიკად ექცევა მეორე ადამიანს, უფრო შესცოდა მან, ვინც ადამიანს პირველად დააკარგვინა მეორე ადამიანისადმი მოწიწება და სიყვარული.
ზვიად, თქვენ სცოდავთ როცა სასტიკად ექცევით პროტესტანტს. ყველა ვინც თქვენს გარშემო ასე იქცევა ასევე მძიმედ სცოდავს. შეინანეთ, შეცვალეთ თქვენი ქმედებები და ისინი მინიმუმ კანონის მაქსიმუმ კი ღვთაებრივი სიმართლის ფარგლებში მოაქციეთ. ეს წერილი იქნება მოწმობა, რომ თქვენ იცოდით, რომ სცოდავდით და თუ არ შეინანებთ თავის მართლება უფრო გაგიჭირდებათ. ნუ შეგაშინებთ ის რომ სხვები არ დაგიფასებენ სინანულს. ვინც არ აძლევს მეორე ადამიანს ცოდვისაგან სიწმინდეში ასვლის უფლებას, თავად გახდება ღმერთის საყვედურის ღირსი.
ვცოდავთ თუ არა ისინი ვინც პროტესტზე გამოვდივართ? არა, არ ვცოდავთ, იმიტომ რომ ჩვენ უკეთესი ცხოვრება გვსურს. ვინც არ უნდა ამტკიცოს საპირისპირო, გჯეროდეთ, უკეთესი ცხოვრების სურვილი არ არის ცოდვა, პირიქით ღმერთის მოცემული კურთხევაა. ღმერთს სურს ყველა ადამიანმა (და არა "რჩეულებმა", მითუმეტეს არა უსამართლობის გზით) იცხოვროს სიკეთეში, უზრუნველობაში, სიმშვიდისა და პატივისცემით სავსე გარემოში. სცოდავს თუ არა თავისი ქმედებებით ზოგიერთი პროტესტანტი ამ უცოდველ გზაზე. სცოდავს მხოლოდ მაშინ, როცა სიძულვილით და ბოროტი განზრახვით მოქმედებს მოწინააღმდეგის მიმართ. ამართლებს თუ არა ძალის მქონე ადამიანებს ანუ თქვენს სისასტიკეს მათი შეცოდება. არა, არ ამართლებს. ცოდვაზე პასუხი მხოლოდ სიმართლე და სიყვარულია.
დაე, მალე დადგეს ჩვენი ღმერთთან ერთად ცხოვრება. ღმერთის პირისპირ ყველანი ერთმანეთს სიხარულით უნდა შევხვდეთ. ნურავინ ნუ მოტყუვდება, ყველა შესცოდავს ვინც ამ შეხვედრაზე მეორის მიმართ ბოროტი განზრახვით მოდის," — ნათქვამია წერილში.
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
კომენტარები