ტრამპი USAID-ის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის მიერთებას გეგმავს — რა ხდება
ფოტო: NEWS.On.ge
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ვებსაიტი 2 თებერვალს გაითიშა — სავარაუდოდ, ეს უკავშირდება იმას, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს, სააგენტო $42.8 მილიარდიანი ბიუჯეტით სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლს დაუქვემდებაროს.
ამის შესახებ Reuters ჯერ კიდევ 31 იანვარს წერდა.
ტრამპმა ჟურნალისტებს 2 თებერვალს, ღამით განუცხადა, რომ USAID-ის ბედს მას შემდეგ გადაწყვეტს, რაც გაუშვებს "რადიკალ გიჟებს", რომლებიც მას მართავენ.
რაც შეეხება მილიარდერ ბიზნესმენ ილონ მასკს, რომელიც დონალდ ტრამპმა ახალი, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელად დანიშნა, USAID-ს ისიც აკრიტიკებს — 2 თებერვალს მასკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ USAID "კრიმინალური ორგანიზაციაა" და ის "უნდა მოკვდეს".
გასულ კვირას ტრამპის ადმინისტრაციამ მოულოდნელად 90 დღით შეაჩერა საგარეო დაფინანსების უდიდესი ნაწილი და განაცხადა, რომ უნდა გადაიხედოს, რამდენად არის კონკრეტული პროგრამები ამერიკის ინტერესებთან შესაბამისობაში.
USAID-ის მოქმედმა და ყოფილმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ კადრობრივი ცვლილებები, რომლებიც სააგენტოში განხორციელდა, მიმართული იყო ყოველგვარი წინააღმდეგობის თავიდან ასარიდებლად და რომ სააგენტოს სახელმწიფო დეპარტამენტისათვის მიერთება ძალიან მასშტაბური ცვლილებაა.
"ეს აშშ-ის მთავრობას აყენებს მდგომარეობაში, სადაც ჰუმანიტარული ხმა მაღალი დონის პოლიტიკურ დისკუსიებში აღარ გაისმება", — განაცხადა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, რომელიც, სავარაუდოდ USAID-ს პირადად გააკონტროლებს, The Wall Street Journal-ს კომენტარი მისცა, რომელშიც აშშ-ის დიპლომატიის ცვლილებაზე ესაუბრა.
რუბიომ განაცხადა, რომ მისი, როგორც სახელმწიფოს მთავარი დიპლომატის პირველი ვიზიტი სალვადორში, გვატემალაში, კოსტა-რიკაში, პანამასა და დომინიკიელთა რესპუბლიკაში განხორციელდება.
"ეს ერები იგნორირებულები იყვნენ წინა ადმინისტრაციების მიერ, რომელთაც ადგილობრივს გლობალური ერჩივნათ და აწარმოებდნენ პოლიტიკას, რომელიც ჩინეთის ეკონომიკურ განვითარებას აჩქარებდა, ხშირად სწორედ ჩვენი მეზობლების ხარჯზე", — განაცხადა რუბიომ.
3 თებერვალს ილონ მასკმა X-ზე დაწერა ისიც, რომ დაითანხმა ტრამპი ორგანიზაციის ლიკვიდაციაზე.
როგორც POLITICO წერს, რუბიომ ელ სალვადორში ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან შეხვედრისას თავი "USAID-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად" წარადგინა. მან ასევე განაცხადა, რომ სააგენტო მოქმედებდა უპასუხისმგებლოდ და რომ მისი საქმიანობა არ შედიოდა შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებში. ამასთან, მან აღნიშნა, რომ უწყების მთლიანად გაუქმებაზე საუბარი არ არის. სახელმწიფო მდივანმა განმარტა, რომ სააგენტოს ყოველდღიური კონტროლი სახელმწიფო დეპარტამენტის თანამდებობის პირს გადაეცა.
Reuters-ის ცნობით, თეთრი სახლი ამ ეტაპზე იკვლევს, რამდენად აქვს დონალდ ტრამპს იმ დირექტივის გაცემის უფლება, რომელიც USAID-ს, როგორც დამოუკიდებელ ინსტიტუტს, გააუქმებს.
სენატორმა ჩაკ შუმერმა ცნობებს ჭორი უწოდა და X-ზე დაწერა, რომ ასეთი ნაბიჯი "უკანონო და აშშ-ის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო" იქნება.
წარსულში USAID ისეთ ქვეყნებსაც ეხმარებოდა, რომელთაც აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობა არ ჰქონდათ — მათ შორის ირანს. შესაბამისად, სააგენტო ქმნიდა კავშირებს, რომლებიც პოლიტიკური კონტაქტით ვერ მყარდებოდა. როგორც ჩანს, ამიერიდან ეს ასე აღარ იქნება.
აშშ-ის საგარეო გრანტების გაუქმების შედეგს მსოფლიოს არაერთ ნაწილში უკვე გრძნობენ. დევნილთა ბანაკებში საველე საავადმყოფოების გამართვის, დანაღმული ველების გაწმენდისა და ისეთი დაავადებების საერთაშორისო მკურნალობის პროგრამები, როგორიც აივ ინფექციაა, არსებობის საფრთხის წინაშე დგას.
მხოლოდ 2023 წელს, მსოფლიოში ქალთა ჯანმრთელობის პროგრამების წახალისებით დაწყებული, კონფლიქტის ზონებში სუფთა წყლის მიწოდებით დამთავრებული, აშშ-მა 72 მილიარდი დოლარი დახარჯა — გაეროს მიერ 2024 წელს დათვლილი ჰუმანიტარული დახმარებების 42% სწორედ აშშ-ზე მოდიოდა.
წლების განმავლობაში, ტრამპი და რესპუბლიკელები აპროტესტებდნენ საგარეო დახმარებაზე თანხების "ფუჭად ხარჯვას" აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტების ბარაკ ობამასა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში. ტრამპმა მეორე ვადით არჩევიდან პირველივე დღეს, ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს ავალდებულებს, შეაჩეროს უცხოური დახმარების პროგრამები ყველგან, ეგვიპტისა და ისრაელის გარდა.
-
ნარუტოს სამყაროში სიახლეებია — ახალი მანგა და სერიალი გამოდის ნარუტოს სამყაროში სიახლეებია — ახალი მანგა და სერიალი გამოდის
გადახედვა
-
რამ გამოიწვია Yandex-ის სერვისების შეფერხება რამ გამოიწვია Yandex-ის სერვისების შეფერხება
გადახედვა
-
გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიჰა: რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია ანდრეი სიბიჰა: რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია
გადახედვა
-
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
გადახედვა
-
სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში? სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში?
გადახედვა
-
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა
გადახედვა
-
ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა
გადახედვა
-
ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
როგორ მოქმედებს ურბანული ქაოსი ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე? როგორ მოქმედებს ურბანული ქაოსი ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე?
-
NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა — აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა — აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები
-
დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა