ოქროს გლობუსის მფლობელი ფილმი AI-ის გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა
ფოტო: Universal Pictures
ოქროს გლობუსის სამგზის ლაურეატი ფილმი The Brutalist კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა. რეჟისორ ბრედი კორბეის ისტორიული დრამა, რომელიც გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ფილმი იყო, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გამო ცხარე განხილვის საგნად იქცა.
ფილმის მემონტაჟემ, დავიდ იანჩომ, ცოტა ხნის წინანდელ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობების, ედრიენ ბროუდისა და ფელისიტი ჯოუნსის, შესრულების "გასაუმჯობესებლად" უკრაინული AI ტექნოლოგია, Respeecher, გამოიყენეს. უფრო ზუსტად, იანჩოს თქმით, ხელოვნური ინტელექტით მსახიობების უნგრულენოვანი დიალოგების ჟღერადობა დახვეწეს. თუმცა, ინტერვიუს გამოქვეყნებიდან მალევე ინტერნეტსივრცე ფილმის კრიტიკამ მოიცვა და ბევრმა ისიც კი განაცხადა, რომ ბრუტალისტი ყველა კინოდაჯილდოებიდან უნდა მოხსნილიყო.
კრიტიკული გამოხმაურების შემდეგ, ფილმის რეჟისორს განმარტების გაკეთება მოუწია. მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტით ედრიენისა და ფელისიტის შესრულება არ შეუცვლიათ.
"ისინი თვეების განმავლობაში მუშაობდნენ სპეციალისტთან, რათა აქცენტი გაეუმჯობესებინათ. ინოვაციური ტექნოლოგია კი მხოლოდ უნგრულენოვანი დიალოგების დასამუშავებლად იქნა გამოყენებული, უფრო ზუსტად, კონკრეტული ხმოვნებისა და ბგერების დასახვეწად. ინგლისურენოვანი ნაწილი არ შეცვლილა", — აღნიშნავს კორბეი, — "ეს ყველაფერი პოსტფროდაქშენის ეტაპზე ხელით გაკეთდა, ხმის დიზაინზე მომუშავე გუნდის მიერ და ტექნოლოგიის გამოყენებით. ჩვენი მიზანი კი სხვა ენაზე შესრულებული დიალოგის ავთენტიკურობის დაცვა გახლდათ".
ამავეს ამტკიცებს ფილმის მემონტაჟე. იანჩო, რომლისთვისაც უნგრული მშობლიური ენაა, ამბობს, რომ ანგლოსაქსური წარმომავლობის ადამიანებისთვის უნგრული სიტყვების წარმოთქმის სწავლა განსაკუთრებით რთულია, შეზღუდული დროისა და ბიუჯეტის პირობებში კი, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ოპტიმალური არჩევანი იყო. პროცესის უფრო თვალნათლად წარმოსაჩენად, მემონტაჟე ჰყვება, რომ მსახიობებმა დიალოგები ჯერ საკუთარი ხმებით ჩაწერეს, მოგვიანებით კი, იანჩომ AI ტექნოლოგიას მოდელად თავისი უნგრულენოვანი საუბარი მიაწოდა.
"მსახიობების ნამუშევარს დიდი სიფრთხილით მივუდექით, [მათ დიალოგებში] მხოლოდ ბგერები შევცვალეთ. ამის გაკეთება თავადაც შეგიძლიათ ProTools-ში", — ამბობს იანჩო, — "ფილმში უნგრულენოვანი დიალოგების სიუხვის გამო კი, პროცესის დაჩქარება მოგვიწია, სხვა შემთხვევაში, ჯერ ისევ პოსტფროდაქშენის ეტაპზე ვიქნებოდით".
იანჩომ ისიც აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტი ფილმის დასასრულს ნაჩვენები ნახატების ინსპირაციის წყაროდაც გამოიყენეს. თუმცა, თავად ესკიზები ხელით შესრულდა.
"კინოინდუსტრიაში ხელოვნურ ინტელექტზე საუბარი საჩოთიროდ ითვლება, მაგრამ ასე არ უნდა იყოს", — აცხადებს მემონტაჟე, — "ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებზე ღიად უნდა ვლაპარაკობდეთ. AI კინოში ისეთს არაფერს აკეთებს, რაც აქამდე არ გაკეთებულა. უბრალოდ, პროცესს აჩქარებს. ჩვენ კი ხელოვნურ ინტელექტს ისეთი მცირე დეტალებისთვის ვიყენებთ, რომლებისთვისაც დრო და ფული არ გვყოფნის".
ამასობაში, ბრუტალისტი ოსკარის არაერთი ნომინაციის მთავარ პრეტენდენტად მოიაზრება. ფილმმა რამდენიმე დღის წინ ოქროს გლობუსზე სამი ჯილდო აიღო: საუკეთესო მხატვრული ფილმის, საუკეთესო მსახიობი კაცისა (ედრიენ ბროუდი) და საუკეთესო რეჟისორის (ბრედი კორბეი) ნომინაციებში.
ფოტო: Polk / GG2025 / Penske Media / Getty
ბრუტალისტი აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და უნგრეთის კოპროდუქციაა. ფილმის მთავარი გმირი გამოგონილი არქიტექტორი, უნგრელი ებრაელი ლასლო ტოტია, რომელიც ჰოლოკოსტს გადაურჩება და აშშ-ში "ამერიკული ოცნების" ასახდენად გაემგზავრება. კორბეის ნამუშევრის პრემიერა გასული წლის ვენეციის კინოფესტივალზე შედგა, სადაც რეჟისორმა ვერცხლის ლომის ჯილდო დაიმსახურა, თავად ბრუტალისტი კი ამერიკულმა კინოინსტიტუტმა 2024 წლის 10 საუკეთესო ფილმს შორის დაასახელა.
ასევე იხილეთ:
თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
კომენტარები