ტორონტოსა და ნიუ იორკში მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციები გაიმართა
ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციების გეოგრაფია საქართველოს გასცდა. 19 იანვარს, კანადაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა ქალაქ ტორონტოში გამართეს მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია.
"თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება თავისუფალ სიტყვას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს," — ეწერა საპროტესტო პლაკატებზე.
"სანამ გვეგულება ქვეყანაში თავისუფალი სიტყვისთვის მებრძოლი მამაცი ადამიანები, მანამ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! თავისუფლება მზია ამაღლობელს!" — აცხადებს აქციიდან ჟურნალისტი ქეთი დუმბაძე.
აქცია ტორონტოში
მზია ამაღლობელის მხარდამჭერი კიდევ ერთი აქცია ნიუ იორკში ჟურნალისტებმა და ქართველმა ემიგრანტებმა გამართეს, სადაც აქციის მონაწილეები მარია რესას იმ წიგნით მივიდნენ, რომელიც 14 იანვარს გამართულ სასამართლოზე მზია ამაღლობელს ხელში ეჭირა და მზია ამაღლობელი უკანონო დაკავებას აპროტესტებდნენ.
აქცია ნიუ იორკში
აქციაზე მყოფი ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ყოფილი თანამშრომელი, ნათია როყვა ამბობს, რომ მზია ამაღლობელი ქართული ოცნების ტყვეა.
"ჩემი აზრით, მზია პატიმარი კი არა ტყვეა ქართული ოცნების, მძევლად აიყვანეს ქალი ჟურნალისტი, მენეჯერი, რადგან ზუსტად იციან, რა საფრთხეს წარმოადგენს დამოუკიდებელი, კრიტიკული მედია კორუმპირებული მთავრობისთვის.
რუსული კანონი ამოქმედდა და ტყვედ პირველი ჟურნალისტი აიყვანეს. ფიქრობენ, რომ მზიას დაკავებით ორ დამოუკიდებელ მედიას ბათუმელებს და ნეტგაზეთს საფრთხეს უქმნიან. ასე ფიქრობდა წინა ხელისუფლებაც. ხელისუფლების ცვლილების დროს მხოლოდ ძალადობის ფორმები იცვლება.
თუმცა, ეს პირველი შემთხვევაა, როცა დაუსაბუთებელი ბრალდებით დააკავეს ბათუმელების ოპერატორი, გურამ მურვანიძე. 9 დღით გამოკეტეს საკანში ადამიანი, პოლიციელების ყალბი ჩვენების საფუძველზე. მოსამართლემ ვიდეო მტკიცებულებებს არ დაუჯერა, გადაწყვეტილების მიღების დროს ცრუ ჩვენებები გაიზიარა.
მზიამ ხელი კი არ გაარტყა პოლიციელს, მან სილა გააწნა ადამიანს, რომელმაც სილის გაწნამდე რამდენიმე წუთით ადრე აგინა, შეურაცხყოფა მიაყენა და დამამცირებლად მოექცა ქალ ჟურნალისტს, რომელიც მანამდე დააკავეს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების – გამოხატვის თავისუფლებისთვის. მზიამ სტიკერი "იფიცება საქართველო" გააკრა ადმინისტრაციულ შენობაზე და ამის გამო დააკავეს ის პირველად.
საქართველოში აამოქმედეს რუსული კანონი და დაიწყეს ადამიანების დევნა. თუ ჩვენ გავჩუმდებით, ყველას მოგვადგებიან.
იმედი მაქვს, სააპელაციო სასამართლო გაითვალისწინებს სახალხო დამცველის შუამდგომლობას, მის არგუმენტებს და მზიას აღკვეთის სახით მოსამართლე გირაოს შეუფარდებს. სხვათა შორის, იმის იმედიც მაქვს, რომ პროკურატურაც დაეთანხმება. მადლობა მზიას, ეთერს, გურამს, ყველა ყოფილ და ახლანდელ თანამშრომლებს, მუდმივად დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად ბრძოლისთვის", — ამბობს ნათია როყვა.
ნათია როყვა
უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტის მხარდამჭერი აქციები დღეს თბილისში გაგრძელდა. 20 იანვარს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, მთავრობის სხდომის პარალელურად, მედიის სფეროს წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია, ლოზუნგით — "თავისუფლება ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელს მზია ამაღლობელს" გამართეს. აქციის მონაწილეები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს საკითხით დაინტერესებისა და მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი პოლიციამ 11 იანვარს ორჯერ დააკავა. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, მეორედ კი ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისთვის პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. მან დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე. დაცვის მხარე მზად იყო, გირაოს სახით უზრუნველეყო 100 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონების მობილიზება.
მზია ამაღლობელის გამოკითხვას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე დაესწრო. მისი თქმით, პოლიციის განყოფილებაში ადგილი ჰქონდა მზია ამაღლობელზე არაადამიანურ მოპყრობას.
"დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა.
ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება", — განაცხადა ქურდოვანიძემ.
"ბათუმელების" ინფორმაციით, მოსამართლე ნინო სახელაშვილი, რომელმაც "ბათუმელების" დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, 2 თვეში უვადო მოსამართლედ გამწესებას ელოდება. ნინო სახელაშვილს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს, რაც, იურისტების განმარტებით, ნიშნავს, რომ შუამდგომლობა განიხილა არაკანონიერმა შემადგენლობამ.
ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორისთვის, მზია ამაღლობელისთვის, პატიმრობის შეფარდების საკითხზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლო იმსჯელებს.
მზია ამაღლობელის აღკვეთის ღონისძიების შესახებ მოსაზრება წარუდგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სახალხო დამცველის აპარატმაც. ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, მსგავსი ფორმით თავისუფლების შეზღუდვა დაუშვებელია.
"დოკუმენტში საუბარია აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის დასაბუთების ხარვეზებზე და უფლებრივი სტანდარტების ანალიზის ფონზე, განხილულია, რომ დაუშვებელია მხოლოდ აბსტრაქტულ და პოტენციურ საფრთხეებზე დაყრდნობით პირისთვის თავისუფლების ამგვარი ინტენსიური შეზღუდვა", — აცხადებს სახალხო დამცველის პრესსამსახური.
აშშ-ის "ჰელსინკის კომისიის" თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე დაწერა:
"მზია ამაღლობელი და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები".
მზია ამაღლობელის დაკავებას გამოეხმაურა Women Press Freedom-ი. ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ნოემბრის აქციების შემდეგ პოლიციის მხრიდან ათობით ჟურნალისტი ქალი შევიწროებისა და ძალადობის მსხვერპლი გახდა.
"ამაღლობელი და მისი კოლეგები აშუქებდნენ, როგორ უსამართლოდ აკავებდა [დემონსტრანტებს] ბათუმის პოლიცია. ვითხოვთ, მოეხსნათ ბრალი და შეწყდეს დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნა საქართველოში", — წერია განცხადებაში.
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
კომენტარები