მედიაექსპერტ ზვიად ქორიძეს დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე თავს დაესხნენ
მედიაექსპერტ ზვიად ქორიძეს ბათუმში, სასტუმრო შერატონის ფოიეში "ქართული ოცნების" დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე თავს დაესხნენ.
ზვიად ქორიძე იხსენებს, რომ ბათუმში, სასტუმრო შერატონის სასტუმროში მასთან მოვიდნენ ჯერ გიორგი მანველიძე, შემდეგ დიტო სამხარაძე, რომელიც "იგინებოდა და ფეხებს მაგიდას ურტყამდა". სახეში რაღაც ნივთი მოხვდა, რის გამოც გაუტყდა სათვალე და აქვს გარკვეული დაზიანებაც. ამის შემდეგ კი დიტო სამხარაძემ სასტუმროს ლობის მიმართულებით, სადაც ის იმყოფებოდა კერამიკის ქოთანი ესროლა.
"სასტუმროში მოვედი გვიან, ვიდრე ნომერში ავიდოდი აქ სასტუმროს ფოიეში ვიჯექი. ამ დროს, რამდენიმე მაგიდასთან იყვნენ ადამიანები, რომლებიც თავისთვის სვამდნენ, აღნიშნავდნენ. არანაირი კომუნიკაცია ჩვენს შორის არ იყო, ვიდრე ერთ-ერთი მაგიდიდან არ მოვიდა ახალგაზრდა კაცი, მოიტანა სასმელი და გილოცავ ახალ წელსო და სასმელი შემომთავაზა, ვუთხარი, რომ არ ვსვამ და მეც მივულოცე. თვითონ მითხრა, რომ მიცნობდა, გიორგი ვარ მანველიძეო, ამით დამთავრდა ჩვენი კომუნიკაცია და წავიდა, დაჯდა იქ.
დაახლოებით, 5-7 წუთში, ამ დროს მეუღლეს ვესაუბრებოდი, ჩამოვიდა დიმიტრი სამხარაძე, თანმხლებ ქალბატონთან ერთად, მოდის როიალთან, თითქოს უნდა დაკვრა, შემდეგ მიდის სუფრასთან და იქიდან უკვე მიზანმიმართულად მოდის ჩემთან, მეუბნება, რომ "მე გიცნობ, ხარ ზვიად ქორიძე, ვიცი, რაზეც ხარ ჩამოსული", შეიგინა ნაციონალური მოძრაობის მიმართ, მე ჩვეულებრივად გავატარე ეს გინება. შემდეგ წავიდა კარისკენ, მერე შემობრუნდა, დაიწყო ყვირილი — "რა თქვი შენ ქოცებზე? ვის აგინებ შენ". მე ვუთხარი — "ვინ ქოცებზე, ვის ვაგინებ". გადავიდა გინებაზე, შეურაცხყოფაზე, ურტყამდა ფეხს მაგიდას, აქ მართლა არ დაურტყამს არაფერი ჩემთვის და როცა დავინახე, რომ აიშალა ყველა მაგიდა და წამოვიდა ჩემი მიმართულებით, დავიძარი ლობისკენ, დაცვას ვთხოვე მხარდაჭერა, დაცვა ჩაერთო საქმეში, ამ დროს მე რაღაც ნივთი, რომელიღაც მათგანმა დამარტყა.
შემდეგ გიორგი მანველიძემ აიღო ქოთანი, რომელშიც იყო მიწა ისროლა, არ ვიცი საგანგებოდ თუ არა, ამაცილა. ამის შემდეგ დაცვამ გამიყვანა, იყო მუქარები ჩემი მიმართულებით, მე ავედი ნომერში და დაახლოებით 15-20 წუთში, როცა ჩემი მეგობრები და კოლეგები მოვიდნენ სასტუმროში, ვისაც მე შევატყობინე, მათ დაინახეს უკვე სხვა სურათი, დაინახეს საკმაოდ დაზიანებული და მძიმე ტრავმებით გიორგი გახარია", — იხსენებს ზვიად ქორიძე.
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ "ზვიად ქორიძეს ჯგუფურად თავს დაესხნენ რუსული რეჟიმის დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე". მისივე თქმით, ადგილზე პოლიცია დაგვიანებით მოვიდა.
"ჩვენი კოლეგის, მზია ამაღლობელის დატყვევების (დაპატიმრების) შემდეგ, ეთერის მოთხოვნით აქცია გვქონდა აჭარის საზმაუსთან, ბათუმში. აქციის მერე “ბათუმელების” ოფისში რამდენიმე აქტივობა დავგეგმეთ ტყვეობიდან მზიას გამოსახსნელად. ზვიადი (ქორიძე) დავტოვე "შერატონში" და მე წავედი სხვა სასტუმროში, სადაც ჯავშანი მქონდა. სასტუმროში მისვლიდან მალევე, ზვიად ქორიძეს ჯგუფურად თავს დაესხნენ რუსული რეჟიმის დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე. მათთან სხვებიც იმყოფებოდნენ. პოლიცია გვიან მოვიდა და არაფერს აკეთებს", — წერს გელა მთივლიშვილი.
თავდასხმის მომენტში ზვიად ქორიძე ტელეფონით ცოლს, ფსიქოლოგ და მწერალ მაია ცირამუას ესაუბრებოდა.
ჩვენთან საუბარში მაია ცირამუა იხსენებს, ის გახდა მოწმე, როგორ უნდოდათ ზვიად ქორიძის პროვოცირება, მაგრამ მან "მოითმინა საშინელი გინება, მუქარა და შეურაცხყოფა და მათ არ აჰყვა".
"ეს იყო ალბათ ღამის 2-ის ნახევარი. ჩვენ ვსაუბრობდით, ტელეფონით, ამ დროს მესმის, რომ ვიღაც მიუახლოვდა და ეუბნება [ზვიადს], რომ მე თქვენ გიცნობთ, ზვიად ქორიძე ხართ და ვიცი რატომაც ხართ აქ და შეიგინა და შთაბეჭდილება დამრჩა, რომ გაეცალა და რამდენიმე წამში მესმის, რომ მოუახლოვდა ისევ ეს ხმა და და ეუბნება — ახლა შენ შეიგინე "ქართული ოცნების" მისამართითო. ამ დროს მე ვარ მოწმე, რომ ეს არ მომხდარა. შემდეგ ეს ადამიანი მობრუნდა უკან. მე გავხდი მოწმე — რა მოითმინა ზვიადმა — საშინელი გინება, მუქარა. მერე ამ მას მეორე ხმაც აჰყვა. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ერთი არა, რამდენიმე ადამიანი ესხმოდა თავს ზვიადს. მან მოთმინება გამოიჩინა, ერთადერთი თქვა — სად ვარ, დაცვა არის სასტუმროშიო? და სწორედ დაცვის დახმარებით გაარიდეს ამ ალიაქოთს. მე გავხდი მოწმე, როგორ უნდოდათ მისი პროვოცირება, გამოწვევა ჩხუბში. ძალიან ნაკლებად მეგულება ადამიანი, რომელმაც ასეთი დამცირება შეურაცხყოფა, გინება, მუქარა მოითმინოს, მაგრამ ეს მოითმინა მართლა გმირულად. მოითმინა და არ აჰყვა ამათ", — აცხადებს NEWS.ON.ge-სთან მაია ცირამუა.
გავრცელებული ინფორმაციით, გახარიაზე თავდამსხმელებს შორის იყვნენ: "ოცნების" დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გიორგი მანველიძე. პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა დაუდგინდა.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
კომენტარები