ევროპის საბჭო გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და ჯანსაღ დემოკრატიულ დებატებს მხარს უჭერს, — ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე სოციალურ ქსელში წერს.

"ინსტიტუციური შეხვედრების წინ სამოქალაქო საზოგადოებასთან აზრთა ღია და სიღრმისეულ გაცვლას ჰქონდა ადგილი. ევროპის საბჭო გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და ჯანსაღ დემოკრატიულ დებატებს მხარს უჭერს", — წერს ალენ ბერსე.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე თბილისში დღეს ჩამოვიდა.