არქიმ ახალი ელიტარული კომპლექსი ლისი სანრაიზი წარადგინა
ფოტო: არქი
15 ნოემბერს ლიდერმა დეველოპერულმა კომპანია არქიმ საზოგადოებას ელიტარული საცხოვრებელი კომპლექსი „ლისი სანრაიზი“ წარუდგინა. პრეზენტაცია ლისის ტბასთან, მაჭავარიანის 11 ნომერში გაიმართა. პრესტიჟულ და გამწვანებულ ადგილას, ლისის ტბიდან 1კმ., ხოლო სამედიცინო უნივერსიტეტიდან 1.5 კმ.-ში შენდება არქის ახალი ელიტარული კომპლექსი. წარდგენის ღონისძიებას არქის პარტნიორები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ არქის დამფუძნებელი ილია წულაია, გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი და თიბისი ბანკის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების დაფარვის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი დარჩიაშვილი.
„არქის პროექტები ფაქტობრივად თბილისის ყველა უბანშია. მოხარულები ვართ, წარმოგიდგინოთ ახალი ელიტარულ კომპლექსი, რომელიც ამ გამორჩეულ ადგილას აშენდება. ლისი სანრაიზის დახვეწილი ექსტერიერი ქალაქის იერსახეს დაამშვენებს და არქელებისთვის სრულყოფილად ცხოვრების შესაძლებლობას შექმნის .“- არქის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.
კომპლექსი 6 დაბალსართულიან საცხოვრებელ სახლს და მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას აერთიანებს. კომპლექსში არქელებს დახვდებათ: 15 000 კვ.მ. კეთილმოწყობილი ეზო, ღია საცურაო აუზი და ფიტნეს დარბაზი, კინოთეატრი და საბავშვო გასართობი ზონა, ხოლო კომფორტული ბინებიდან ულამაზესი პანორამული ხედები გადაიშლება თბილისზე.
„არქის ელიტარული პროექტი ლისი სანრაიზი თბილისში იქნება ერთ-ერთი განსაკუთრებული პროექტი. კომპლექსი მოიცავს ექვს ხუთსართულიან შენობას და გამოირჩევა ფანტასტიკური ხედებით, ლისი სანრაიზის ბინებიდან პანორამული ხედები გადაიშლება თბილისზე და განსაკუთრებით ლამაზი იქნება მზის ამოსვლა. კომპლექსში გათვალისწინებულია ღია აუზი, კინოთეატრი და ყველა ის ინფრასტრუქტურა, რაც ასეთ ელიტარულ პროექტშია საჭირო. ლისი სანრაიზი რამდენიმე ეტაპად განვითარდება, პირველი ეტაპი დასრულდება 1.5, ხოლო საბოლოო ეტაპი 3 წელიწადში.“ - არქის დამფუძნებელი ილია წულაია.
„თიბისის და არქის მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებთ. 10 წელიწადზე მეტია ვთანამშრომლობთ და ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი ერთობლივი პროექტი განვახორციელეთ. რაც შეეხება ლისი სანრაიზს, არქის პორტფელში ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი იქნება. ეს პროექტი გამორჩეულია რამდენიმე კომპონენტით: არის დაბალი განაშენიანების, ძალიან ლამაზი არქიტექტურის და საუკეთესო მდებარეობის. ლისზე ჯანსაღი გარემო და სუფთა ჰაერია, ამასთან ერთად, კომპლექსში ყველაფერია ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის. მჯერა, რომ ეს პროექტი იქნება ძალიან წარმატებული და მაცხოვრებლებს შესთავაზებს განსხვავებულ, გამორჩეულ საცხოვრებელ პირობებს.“ - თიბისი ბანკის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების დაფარვის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი დარჩიაშვილი.
ელიტარული საცხოვრებელი კომპლექსი ლისი სანრაიზი ევროპული სტანდარტის, ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური მასალებით შენდება. კომპლექსში მომხმარებლებს მშენებარე ბინები შეუძლიათ მათზე მორგებული, გადახდის საუკეთესო პირობებით შეიძინონ.
ღონისძიებაზე დამსწრეებს დეტალურად წარუდგინეს ახალი ელიტარული კომპლექსი და ცოცხალი მუსიკის თანხლებით ფურშეტით გაუმასპინძლდნენ. არქის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანია მომავალში საზოგადოებას კიდევ არაერთ მასშტაბურ და გასაოცარ პროექტს წარუდგენს.
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სალომე სამადაშვილის თქმით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურაში დაკითხვაზე, პირველ რიგში, კობახიძე და მდინარაძე უნდა დაებარებინათ სალომე სამადაშვილის თქმით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურაში დაკითხვაზე, პირველ რიგში, კობახიძე და მდინარაძე უნდა დაებარებინათ
გადახედვა
კომენტარები