ოპოზიცია აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლას არ აპირებს
ფოტო: ბათუმელები
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებს ოპოზიცია აპროტესტებს. უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბერს ჩატარებული აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგები დღეს გამოაცხადა. ინფორმაციას ბათუმელები ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომის პარალელურად, შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საპროტესტო აქციაში მონაწილეობს ოპოზიციაც, რომელიც აცხადებს, რომ არ აპირებს უმაღლეს საბჭოში შესვლას.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყველა წევრი, რომლებიც ამ მოპარული არჩევნების შედეგად გახდნენ უმაღლესი საბჭოს წევრები, რა თქმა უნდა, არ შევა უმაღლეს საბჭოში და არ დაჯდება ამ რუს მოღალატეებთან", —– ამბობს ენმ-ს წარმომადგენელი ელგუჯა ბაგრატიონი.
კოალიცია ძლიერი საქართველოს წარმომადგენელი გენო თებიძე ამბობს, რომ ეს არჩევნები ხელისუფლებამ მოიპარა, შესაბამისად, უმაღლეს საბჭოში შესვლას არც ისინი აპირებენ.
"ჩვენ ყველანი მოწმე გავხდით იმის, თუ როგორი სპეცოპერაცია ჩაუტარა ქართველ ხალხს რუსმა ივანიშვილმა, რათა ეს ქვეყანა ამცდარიყო იმ უმთავრესს, რასაც ევროპა ჰქვია. ჩვენ არ ვეგუებით და ამ ადამიანებს, ვინც დღეს აქ არიან, ამ მიზანს ვერავინ შეაცვლევინებს.
ჩვენ არ შევუქმნით ლეგიტიმაციას ქართულ ოცნებას, რადგანაც ეს იქნება ყველაზე დიდი შეცდომა არა მარტო ოპოზიციური პარტიების, არამედ თითოეული მოქალაქის. თავისუფლებისთვის იმიტომ არ გვიბრძოლია 30 წლის განმავლობაში, რომ ვიღაც ბიძინა ივანიშვილს მივცეთ საშუალება აკეთოს ის, რაც მას სჭირდება", — ამბობს გენო თებიძე.
აქციაზე იმყოფება პარტია გახარია საქართველოსთვის წარმომადგენელი გოჩა გუგუნავაც, რომელიც ასევე ამბობს, რომ უერთდება სხვა პარტიების განცხადებებს და უმაღლეს საბჭოში შესვლას არც ისინი აპირებენ .
"მე მგონი ეს მშვიდი მიმართვები ამათ ხელს არ უშლის, რადგან დღეს უსკო-ში კიდევ ერთ მოღალატეობრივ ოქმს აფორმებენ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, წაგვართვან მომავალი.
ეს ადამიანები არიან: პარმენ ჯალაღონია, ნოდარ მელაძე, ირაკლი გვარჯალაძე, მარიამ გუგუნავა, ციალა შავაძე, ზაალ ზალიშვილი, თამარ ქამადაძე და დავით ქარცივაძე. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც გაყიდეთ ქვეყანა და ახლა შიგნით, თბილად მოკალათებული ცდილობთ მოაწეროთ ხელი ოქმს, რომლითაც წაგვართმევთ მომავალს“, — ამბობს აქციაზე მყოფი აზა გაბუნია, კოალიცია ძლიერი საქართველოს წარმომადგენელი.
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები
გადახედვა
-
რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას? რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას?
-
Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ
გადახედვა
-
Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
გადახედვა
კომენტარები