შვედი აქტივისტი, გრეტა თუნბერგი 11 ნოემბერს თბილისში აქციას გამართავს
ფოტო: რადიო თავისუფლება
შვედი კლიმატის აქტივისტი, გრეტა თუნბერგი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ 11 ნოემბერს, 19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე (პუშკინის პარკი) შეიკრიბონ. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ X-ში წერს.
"გავერთიანდეთ ავტორიტარიზმისა, ექსპლუატაციის, გრინვოშინგის, ომისა და კაპიტალისტური ექსპლუატაციის წინააღმდეგ!“, — წერს აქტივისტი პლატფორმა X-ზე.
თავის ტექსტში აქტივისტი ძირითად აქცენტს აზერბაიჯანზე და ბაქოში დაგეგმილ გაეროს კლიმატის კონფერენციაზე (COP29) აკეთებს, რომელიც 11 ნოემბერს გაიხსნება, თუმცა ამბობს, რომ "ავტორიტარული ტენდენცია რეგიონის მასშტაბით იზოლირებული არაა — ივანიშვილის, პუტინის, ერდოღანის და ირანის თეოკრატიული რეჟიმები აძლიერებენ კონტროლს და ავიწროებენ მათ, ვინც განსხვავებულად ფიქრობს".
"შემოგვიერთდით აქციაზე, რომლითაც გავერთიანდებით ავტორიტარიზმისა და ექსპლუატაციის ტალღის წინააღმდეგ, რომელიც ვრცელდება კავკასიის რეგიონში. აზერბაიჯანი, რომელიც COP29-ს ფასადად იყენებს, აძლიერებს კონტროლს ყალბი "მწვანე" დღისწესრიგით, ამკაცრებს ძალაუფლებას და ესკალაციას უწევს რეგიონულ დაძაბულობას.
20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, აზერბაიჯანში ალიევის რეჟიმს ხალხი ჰყავდა დაჩაგრული, ხელს უწყობდა სიღარიბეს, შიშს და დუმილს. ეს ავტორიტარული ტენდენცია არ არის იზოლირებული რეგიონის მასშტაბით — ივანიშვილის, პუტინის, ერდოღანის, ირანის თეოკრატიული რეჟიმები აძლიერებენ კონტროლს, ავიწროებენ მათ ვინც განსხვავებულად ფიქრობს, ომსა და ეთნიკურ წმენდას იყენებენ სომხების, უკრაინელების, ქურთების და სხვა ეთნიკურ უმცირესობებს წინააღმდეგ, რომ გაამართონ თავიანთი სასტიკი პოლიტიკა.
მათზე, ვინც ხმამაღლა საუბრობენ — ჟურნალისტებზე, აქტივისტებსა და მეცნიერებზე, ხშირია ძალადობა და მათ ხშირად აპატიმრებენ. ამ სისტემის მიხედვით, კლიმატისადმი ქმედებები დაყვანილია კორპორაციული მოგების სქემებამდე, რის გამოც ხალხის საჭიროებები იგნორირებულია და საზოგადოებები განადგურებული.
კავკასიის ფემინისტური ანტი-ომის მოძრაობა ითხოვს მომავალს, რომელიც თავისუფალი იქნება ავტორიტარიზმის, ომისა და კაპიტალისტური სიხარბისგან. ჩვენ მხარს ვუჭერთ ნამდვილ თავისუფლებას, თანასწორობას, სამართლიანობას და რეგიონს, სადაც ხალხი პირველ ადგილზეა და არა მოგება, — წერს შვედი აქტივისტი.
ცნობილი შვედი აქტივისტი თბილისში 4 ნოემბერს ჩამოვიდა. ის რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზეც გამოჩნდა. ჟურნალისტის კითხვაზე, ეკოლოგიასთან და კლიმატთან დაკავშირებული პრობლემების გასაპროტესტებლად ჩამოვიდა, თუ პოლიტიკით დაინტერესდა, აქტივისტმა უპასუხა, რომ ეს პრობლემები ერთმანეთთანაა კავშირში და მისთვის ერთი და იგივეა.
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
კომენტარები