"დროა!!!" — მერაია ქერი ტრადიციას არ ღალატობს და საშობაო სეზონს ხსნის (ვიდეო)
თუ უკვე ნაძვის ხის აწყობა გინდოდა და ნიშანს ელოდი, აი, ისიც — შობის დედოფალმა მერაია ქერიმ სადღესასწაულო სეზონი ოფიციალურად გახსნა!
ფოტო: Mariah Carey / X
რა დროს შობააო, იტყვი, მაგრამ თუკი მერაია ქერი ამბობს, რომ დროა, ჩვენ ვინ ვართ, შევეწინააღმდეგოთ?! ეგეც რომ არა, 1-ელ ნოემბერს ჰელოუინის გასტუმრება და შობა-ახალწლის სეზონის გახსნა მერაია ქერიმ უკვე ყოველწლიურად ტრადიციად აქცია.
ტრადიცია კია, მაგრამ ამერიკელი პოპვარსკვლავი ყოველ წელს ცდილობს, ორიგინალური გზა მონახოს თავისი საფირმო ფრაზის სათქმელად: "დროა!!!". მუსიკოსმა 2021 წელს ჰელოუინის გოგრები ბეისბოლის ჯოხით დაამსხვრია, 2022-ში — ჯადოქრიდან სანტად გადაიქცა, შარშან გადაწყვიტა, ცნობილი მიმი გაეცოცხლებინა, ამჯერად კი, არც მეტი, არც ნაკლები, მორტიშა ადამსის როლში მოგვევლინა.
მორტიშა, რასაკვირველია, ადამსების ცნობილი ოჯახის წევრი და ჰელოუინის ერთ-ერთი სიმბოლოა. ჰოდა, მერაიამაც ჰელოუინის გასაცილებლად მორტიშას გარდერობი შეუცვალა და საშობაო კოსტიუმი ჩააცვა. ვიდეოს დასაწყისში ვხედავთ, როგორ ცეკვავენ შავ-ბნელ ოთახში მორტიშა და მისი ქმარი, გომესი, მერე კი, ჩვენი მერაია სამოსს იცვლის, გომესს თოვლის პაპად აქცევს და წკრიალა ხმით გვახარებს, დროაო!
მერაია ქერი შობა-ახალწლის დედოფლის წოდებას უკვე სამი ათწლეულია, ამაყად ატარებს. მუსიკოსის უდავოდ ყველაზე ცნობილი სიმღერა, All I Want for Christmas Is You, ზუსტად ამდენი ხანია, ზამთრის დღესასწაულების კლასიკაა, რომლის პოპულარობაც წლიდან წლამდე არათუ არ ნელდება, იზრდება კიდეც.
All I Want for Christmas Is You ("ერთადერთი რამ, რაც საშობაოდ მინდა, შენ ხარ") მერაია ქერიმ 1994 წელს გამოუშვა თავის საშობაო ალბომთან ერთად. მას შემდეგ სიმღერის პოპულარობა ისე გაიზარდა, რომ პირველი საშობაო ტრეკი გახდა, რომელსაც ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციამ (RIAA) ბრილიანტის სტატუსი მიანიჭა. 2021 წელს ქერიმ რეკორდი მოხსნა და თავისი სიმღერით ზედიზედ მესამედ მოექცა ბილბორდის ასეულის სათავეში.
მხოლოდ ამ სიმღერამ მერაია ქერის $60 მილიონზე მეტი მოუტანა. თუმცა, როგორც მომღერალი ამბობს, თავად სულაც არ მოელოდა ასეთ წარმატებას მაშინ, როცა კომპოზიცია მსოფლიოში პირველად მოისმინეს.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
შეუძლია თუ არა გადანერგილ გულს ადამიანის გაახალგაზრდავება? — კვლევა შეუძლია თუ არა გადანერგილ გულს ადამიანის გაახალგაზრდავება? — კვლევა
გადახედვა
-
ციხეებში ადგილების 1.9% არის დარჩენილი — სტატისტიკა ციხეებში ადგილების 1.9% არის დარჩენილი — სტატისტიკა
გადახედვა
-
GASOLINE — Reckless-ისა და Tegeta-ს ლიმიტირებული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია GASOLINE — Reckless-ისა და Tegeta-ს ლიმიტირებული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია
-
Rapporteur: საქართველოს ეუთო-ს თავმჯდომარეობა სურს, თუმცა EU-ის ქვეყნები მის კანდიდატურას ეწინააღმდეგებიან Rapporteur: საქართველოს ეუთო-ს თავმჯდომარეობა სურს, თუმცა EU-ის ქვეყნები მის კანდიდატურას ეწინააღმდეგებიან
გადახედვა
-
"დაკავდით ნებისმიერი ხელოვნებით" — კურტ ვონეგუტის ცნობილი წერილი მოსწავლეებს "დაკავდით ნებისმიერი ხელოვნებით" — კურტ ვონეგუტის ცნობილი წერილი მოსწავლეებს
გადახედვა
-
მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან — საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან — საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
-
100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ — ცვლილება დამტკიცებულია 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ — ცვლილება დამტკიცებულია
გადახედვა
-
"სააკაშვილის გზით წახვედი" — "ოცნების" დეპუტატები ღარიბაშვილის წერილს ეხმაურებიან "სააკაშვილის გზით წახვედი" — "ოცნების" დეპუტატები ღარიბაშვილის წერილს ეხმაურებიან
გადახედვა
-
სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა — განათლების სამინისტრო სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა — განათლების სამინისტრო
გადახედვა
-
ამბოლი ზამთრის საბურავებზე უპრეცედენტო აქციას იწყებს! ამბოლი ზამთრის საბურავებზე უპრეცედენტო აქციას იწყებს!
-
დუბაი-თელ-ავივის რეისზე პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა — მედია დუბაი-თელ-ავივის რეისზე პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა — მედია
გადახედვა
-
1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
გადახედვა
-
პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ბადრა გუნბას გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ბადრა გუნბას გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გადახედვა
-
არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქთან მისასვლელი გზების პროექტირებისთვის ₾10.3-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქთან მისასვლელი გზების პროექტირებისთვის ₾10.3-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა
გადახედვა
-
"გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ლიდერი გვყავდა" — მაჭავარიანი ღარიბაშვილზე "გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ლიდერი გვყავდა" — მაჭავარიანი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
სინდისის პატიმრების მშობლებმა და ოჯახის წევრებმა საზმაუს ახალ შენობასთან 24-საათიანი აქცია დაიწყეს სინდისის პატიმრების მშობლებმა და ოჯახის წევრებმა საზმაუს ახალ შენობასთან 24-საათიანი აქცია დაიწყეს
გადახედვა
-
ხვალ "კათარზისში" კონკურსი "წლის ბებია და ბაბუა" გაიმართება ხვალ "კათარზისში" კონკურსი "წლის ბებია და ბაბუა" გაიმართება
გადახედვა
-
კინემატოგრაფიული გამოსახულება და შთამბეჭდავი ხმა — რატომ ირჩევენ ექსპერტები Samsung-ის 2026 წლის ტელევიზორებსა და აუდიო სისტემებს? კინემატოგრაფიული გამოსახულება და შთამბეჭდავი ხმა — რატომ ირჩევენ ექსპერტები Samsung-ის 2026 წლის ტელევიზორებსა და აუდიო სისტემებს?
-
დიდი ბრიტანეთის პრემიერი: "ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანებაც ერთ-ერთი ვარიანტია" დიდი ბრიტანეთის პრემიერი: "ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანებაც ერთ-ერთი ვარიანტია"
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით ისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით
-
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
კომენტარები