ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს სურსათის უვნებლობის რეფორმირების პროცესში
ფოტო: Freepik
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად სურსათით ადამიანის მოწამვლის ან დაავადების დაახლოებით 40 000 შემთხვევა აღირიცხება. თუმცა, რეალური რიცხვები გაცილებით მეტია. სურსათი შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებას, რომლის მოხმარების შედეგადაც ადამიანი შეიძლება ერთბაშად არ მოიწამლოს, მაგრამ ამ ნივთიერებების სისტემატური მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, მას რაიმე მძიმე დაავადება განუვითარდეს.
სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა ეფუძნება მინდვრიდან სუფრამდე პრინციპს, რომელშიც თითოეულ რგოლს, დაწყებული მწარმოებლიდან და დამთავრებული მომხმარებლით, თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს. ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტო არის ის მთავარი მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც ავლენს მწარმოებლების დარღვევებს და საჭიროების შემთხვევაში, აჩერებს მათ საქმიანობას.
ევროკავშირი მრავალი წელია მხარს უჭერს საქართველოს სურსათის უვნებლობის სტანდარტების განვითარებასა და შესაბამისი რეფორმების გატარებას. აღნიშნული სტანდარტები დანერგილია ყველა განვითარებულ ქვეყანაში და ეფუძნება სურსათის უვნებლობის უნივერსალურ პრინციპებს. მათი დანერგვა ეხმარება ჩვენს ქვეყანას, არა მხოლოდ უზრუნველყოს უვნებელი სურსათის წარმოება, არამედ აწარმოოს საექსპორტო პროდუქტი ევროკავშირის 27 ქვეყნის 500 მილიონზე მეტი მომხმარებლისთვის.
სხვადასხვა მასშტაბური პროექტის ფარგლებში, ევროკავშირი ეხმარება ჩვენს ქვეყანას სახელმწიფო ინსტიტუტების, აგრო-სასურსათო ლაბორატორიების, სურსათის ბიზნესოპერატორებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერებაში. ამასთან, მხარს უჭერს სურსათის უვნებლობისა და მომხმარებლების უფლებების დაცვის თემაზე საინფორმაციო კამპანიებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
მწარმოებლის და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფაში
საქართველოში სურსათის უვნებლობის კონტროლზე მთავარი პასუხისმგებელი სურსათის ეროვნული სააგენტოა, რომელიც აკონტროლებს მეწარმეებსა და სურსათს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, გამოვლენილი დარღვევებისა და საფრთხეების შესახებ საზოგადოებისთვის შესაბამის ინფორმაციას ავრცელებს.
ყველა ბიზნესოპერატორს, მისი საქმიანობის პროფილიდან გამომდინარე, აქვს სპეციფიკური მოთხოვნები, რას უნდა მიაქციოს ყურადღება იმისთვის, რომ მის მიერ წარმოებული სურსათი იყოს უვნებელი. ზოგადი ვალდებულებები მოიცავს ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვას ყველა ეტაპზე: წარმოება, გადამუშავება და მიწოდება. სურსათის წარმოების პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს HACCP-ის პრინციპის დაცვას, რაც გულისხმობს საფრთხის ანალიზსა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების განსაზღვრას. ამასთან, არსებობს მოთხოვნები იმ ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებითაც, რომლის გამოყენებაც ნებადართულია წარმოებაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესოპერატორებს ამოწმებს პროაქტიულად, საკუთარი გეგმის ფარგლებში, გამოვლენილ საფრთხეებზე დაყრდნობით, ასევე რეაქტიულად –მომხმარებლის ან ამა თუ იმ ორგანიზაციის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, სააგენტო ბიზნესოპერატორს აუცილებლად შესასრულებელ რეკომენდაცი(ებ)ს აძლევს. თუ გამოვლენილი დარღვევა დათქმულ ვადაში არ გამოსწორდება, შესაძლებელია ვადის კიდევ გაგრძელება, თუმცა, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია დააჯარიმოს მეწარმე. თუკი საქმე გვაქვს ისეთ დარღვევასთან, რომლის აღმოფხვრა შეუძლებელია საწარმოო პროცესის შეჩერების გარეშე, სააგენტოს ამის უფლებამოსილებაც აქვს, რაც პარალელურად დაჯარიმებასაც ითვალისწინებს.
სააგენტოს კონტროლის შედეგები ქვეყნდება ვებსაიტზე https://nfa.gov.ge/Ge/StateControl. აქ შესაძლებელია გაეცნოთ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერი საწარმოს ან პროდუქტის შემოწმების შედეგებს.
მოქალაქეების როლი სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფაში
სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა ეფუძნება “მინდვრიდან სუფრამდე” პრინციპს, რაც ნიშნავს, რომ სურსათის უვნებლობაზე პასუხისმგებლობა იწყება მეწარმიდან და მთავრდება თავად მომხმარებლით.
სურსათი, რომელიც თავდაპირველად უვნებელია, შეიძლება საფრთხისშემცველი გახდეს გადამუშავების, გადაზიდვის, გაყიდვის ან არასწორად შენახვისა და მომზადების პროცესში. მომხმარებლის პასუხისმგებლობა მოიცავს პროდუქტის რეგისტრირებულ სავაჭრო ობიექტში შეძენას, ეტიკეტზე ვადების შემოწმებას, მალფუჭებადი პროდუქტის მაცივარში შესაბამის ტემპერატურაზე შენახვას და სხვ. ბუნებრივია, როგორც მწარმოებელმა, ისე მომხმარებელმაც უნდა დაიცვას ჰიგიენისა და სანიტარული ნორმები.
მნიშვნელოვანია მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზიარებაც. 2023 წელს ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა ჩაატარა სოციოლოგიური გამოკითხვა იმისთვის, რომ დაედგინა რამდენად ინფორმირებულია საზოგადოება სურსათის უვნებლობის მნიშვნელობის შესახებ. მოქალაქეებს ჰკითხეს, მოუხდენიათ თუ არა რაიმე რეაგირება სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, რომელზეც უმეტესობამ უარყოფითი პასუხი გასცა. თუმცა, იმ გამოკითხულთა ნახევარმა ვისაც მოუხდენია რეაგირება, აღნიშნა, რომ დადებით შედეგს მიაღწიეს. ამ რეაგირებების 99% ბიზნესოპერატორთან პრეტენზიის დაფიქსირებით გამოიხატა უშუალოდ მაღაზიაში ან კვების ობიექტში და აღმოჩნდა, რომ სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, უშუალოდ კომუნიკაციის შედეგად ბიზნესოპერატორსა და მომხმარებელს შორის პრობლემა მოგვარდა. აღნიშნული არის დასტური იმისა, რომ მომხმარებლის აქტიურობას სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფაში დიდი როლი აქვს.
ცალკე აღნიშვნის ღირსია სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზი – 15 01, რომელზე დარეკვაც კონფიდენციალურია და ნებისმიერ მოქალაქეს სურსათის უვნებლობის კუთხით დარღვევის აღმოჩენისას შეუძლია დაკავშირება. სააგენტო ვალდებულია ოპერატიულად მოახდინოს რეაგირება ასეთ მიმართვებზე და შედეგის შესახებ აცნობოს მომხმარებელს.
ფოტო: Freepik
ევროკავშირის მხარდაჭერის როლი სურსათის უვნებლობის სფეროში
2008 წელს საქართველოში ევროკომისიის სპეციალური მისიის სტუმრობის შემდეგ, სურსათის უვნებლობის სფეროში რეფორმების გატარება ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთ წინაპირობად განისაზღვრა. შესაბამისად, ქვეყანამ აქტიურად დაიწყო სფეროში საჭირო რეფორმებზე ზრუნვა: შემუშავდა სტრატეგია, ქვეყანამ მიიღო ჩარჩო კანონი, რასაც მოჰყვა კიდეც ასოცირების შეთანხმების დადება.
ასოცირების შეთანხმებით გაიწერა ევროკავშირთან დაახლოების გრძელვადიანი ამბიციური გეგმა, რომელიც 2028 წლის ბოლომდე ითვალისწინებს ყოველწლიურად საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის ნორმატიულ აქტებთან. 2024 წლის 10 ივნისის მონაცემებით, ჩვენი კანონმდებლობა 200-დან 134 აქტთან იყო დაახლოებული, თუმცა ყველა ეს ნორმატიული აქტი ჯერ არ ამოქმედებულა – აღნიშნულს სჭირდება გარკვეული დრო, თუმცა პროცესი დაწყებულია.
ზემოაღნიშნულ რეფორმებს ქვეყანაში მოჰყვა ინსტიტუციური განვითარება, უპირველესად, სურსათის ეროვნული სააგენტოსი, დაწყებული ინფრასტრუქტურის გამართვით, დამთავრებული სწავლებებით, ევროპული გამოცდილების გაზიარებით, რაც აუცილებელია ახალი მოთხოვნების შესასრულებლად. ეს მხარდაჭერა დღემდე გრძელდება.
აღნიშნულში დიდი წვლილი მიუძღვის ევროკავშირს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებებსა და იქ მოქმედ ორგანიზაციებს. საუბარია ათეულობით მილიონ ევროზე, საიდანაც სოლიდური ნაწილი მიმართულია სისტემურ დონეზე, სახელმწიფო უწყებების დასახმარებლად, შედარებით მცირე კი მეწარმეებისა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტების მხარდასაჭერად, რომლებიც სურსათის უვნებლობის სფეროში მუშაობენ.
სურსათის უვნებლობა ყველას პასუხისმგებლობა და უფლებაა!
სურსათის უვნებლობის დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში უმჯობესია აცნობოთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ცხელ ხაზზე 1501
წყაროები:
· ბუკლეტი „საქართველოს ევროინტეგრაცია და სურსათის უვნებლობა“, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, 2024.
· საქართველოს მოსახლეობის ცოდნის, დამოკიდებულებებისა და ქცევის შესწავლა სურსათის უვნებლობასთან და ამ მიმართულებით მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით (რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევების ანგარიშები), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, 2023.
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი „სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ENPARD IV“ თანადაფინანსებულია შვედეთის საელჩოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CzDA) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) მიერ. პროექტს ახორციელებენ ჩეხეთის განვითარების სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია.
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ჩეხეთის განვითარების სააგენტო და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო
გადახედვა
-
ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილებას გადახედავენ საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილებას გადახედავენ
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
-
მულტიმილიონერი ბრაიან ჯონსონი ამბობს, რომ საკუთარი "ჩვილი კლონი" შექმნა მულტიმილიონერი ბრაიან ჯონსონი ამბობს, რომ საკუთარი "ჩვილი კლონი" შექმნა
გადახედვა
-
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
-
ეს მოწყობილობა ორგანიზმში ცხიმის წვას სუნთქვის ანალიზით ამოწმებს ეს მოწყობილობა ორგანიზმში ცხიმის წვას სუნთქვის ანალიზით ამოწმებს
გადახედვა
-
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
-
იმედი L ავტოდაზღვევის საზაფხულო აქციას იწყებს იმედი L ავტოდაზღვევის საზაფხულო აქციას იწყებს
-
სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი ჯო უილსონი ვახო სანაიას დაპატიმრებას გმობენ სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი ჯო უილსონი ვახო სანაიას დაპატიმრებას გმობენ
გადახედვა
-
"პაციენტები თავად კარგად გრძნობენ, გადაიყვანეს პალატაში" — "ჰელსიკორეს" აღმასრულებელი დირექტორი ვერაზე დაჭრილ ბიჭებზე "პაციენტები თავად კარგად გრძნობენ, გადაიყვანეს პალატაში" — "ჰელსიკორეს" აღმასრულებელი დირექტორი ვერაზე დაჭრილ ბიჭებზე
გადახედვა
-
"საქართველო თანდათან მნიშვნელოვან ბიზნესჰაბად ყალიბდება, აუცილებლად დავბრუნდები" — პაველ დუროვი საქართველოზე "საქართველო თანდათან მნიშვნელოვან ბიზნესჰაბად ყალიბდება, აუცილებლად დავბრუნდები" — პაველ დუროვი საქართველოზე
გადახედვა
-
EU-მა სანქციების 21-ე პაკეტი მიიღო — ყულევის ნავთობქარხანას ტრანზაქციები 6 თვეში აეკრძალება, თუ EU-ს პირობები არ შესრულდება EU-მა სანქციების 21-ე პაკეტი მიიღო — ყულევის ნავთობქარხანას ტრანზაქციები 6 თვეში აეკრძალება, თუ EU-ს პირობები არ შესრულდება
გადახედვა
კომენტარები