მთავარეპისკოპოსი ზენონი

21 Oct. 2024, 13:14

„საქართველოსთვის თავდადებული ჩვენი წინაპრები საქართველოსთან ერთად ადრე ევროპის უსაფრთხოებისთვის იბრძოდნენ, ახლა ევროპა იბრძვის ჩვენთვის, ჩვენი წინაპრების შთამომავლებისთვის. დიახ, ჩვენთან ერთად ევროპა იბრძვის საქართველოსთვის, მისი კეთილდღეობისთვის, მშვიდობისთვის, უსაფრთხოებისა და საზღვრების დაცვისთვის.

დღეს იმისთვის მიმდინარეობს ბრძოლა, რათა ევროპასა და დასავლეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები არ დაშორდნენ თავის სამშობლოს, ხოლო სამშობლო თავის შვილებს.

ცივილიზებული გონის კარნახით მოქმედნო, საქართველოს მოქალაქენო,

ერთმანეთისგან გაუცხოებით არ დაასუსტოთ ერთმანეთი და სამშობლო!

ახალგაზრდებო,

თქვენ ის თაობა ხართ, რომელსაც არ ესაჭიროება შეხსენება, რომ სხვისი დამცირებით არავინ განდიდებულა. თქვენ პატივს სცემთ ადამიანის არსებობას, ადამიანის სიცოცხლეს! ასე, ერთმანეთის სიყვარულითა და პატივისცემით წინ გაუძეხით დაღლილ უფროს თაობებს ამქვეყნიურ მშვიდობის სახლში.

უპიროვნო სამყაროში განკაცებულმა ღმერთმა თქვა, რომ ის თავად არის პიროვნება და მისი შემოქმედების გვირგვინი-ადამიანიც პიროვნებაა, რომელიც ქმნილი სამყაროს უპირველესი ფასეულობაა. მაშ, თუ ღმერთი ჩვენკენ არის, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ?!

მშვიდობით გევლოთ ამქვეყნიური მომავლისთვის ბრძოლის გზაზე მედგარი სულით მებრძოლო, საქართველოს შვილებო, ჩვენი სამშობლოს დღე-ღამის მანათობელნო, საქართველოს ახალგაზრდებო!

ევროპის კარი ღიაა და უძველესი კავკასიურ-ევროპული ცივილიზაციის შემოქმედი საქართველოდან მასთან შემტკიცების ქართულ აისს ელოდება.

მივდივართ არჩევნებზე საქართველოს ევროპული მშვიდობისთვის, განაცხადისთვის, რომ საქართველო არის ხიდი ევროპისკენ თვით აზიისთვის".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. EU-ში გაწევრიანების შემთხვევაში დსთ-ს და ქართველ მძღოლებს რუსეთში შეღავათი გაუუქმდებათ — რა წერია კანონპროექტში?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კრისტა პაიკი, რომელიც აშშ-ში სასიკვდილო ინექციის 2 დოზას გადაურჩა, გონზეა და საუბრობს — ადვოკატები

აშშ-ის ტენესის შტატში, პატიმარი კრისტა პაიკი, რომელიც სიკვდილით დასჯისას ლეტალური ინექციის 2 დოზას გადაურჩა,…