მთავარეპისკოპოსი ზენონი

15 Mar. 2023, 12:10

ორასწლიანმა რუსულმა ოკუპაციამ იმდენად ნეგატიური გავლენა იქონია საქართველოს განვითარებაზე და იმდენად დააზიანა ქართველის გენეტიკური კოდი, რომ დღეს მავანისთვის გაუგებარია, რას ნიშნავს ევროპული მისწრაფება და ევროპული ღირებულებები — თითქოს სადღაც უცხო გარემოსკენ მივისწრაფოდეთ და არა ჩვენს წიაღში.

ევროპული ღირებულებების ფორმირებაში საქართველოს ისტორიულად აქვს მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი. სწორედ, ამიტომ მიმაჩნია საგანგაშოდ ევროკავშირის დროშის ხელყოფა. დროშის, რომელიც საქართველოს ისტორიული განვითარებისა და მისი მენტალური ღირებულებების სიმბოლოც გახლავთ. [...]

მას შემდეგ,რაც საქართველო საერთაშორისო იზოლაციიდან გამოვიდა და შესაძლებლობა მიეცა, წარდგეს ფართო საერთაშორისო ასპარეზზე, მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა და ისტორიული მეობა საშუალებას იძლევა მოქმედებდეს, როგორც ევრაზიული კონტინენტის ევროპული და აზიური ნაწილების გამაერთიანებელი არტერია. ამისათვის მას ესაჭიროება ევროკავშირის და ზოგადად დასავლეთის მყარი მხარდაჭერა და თანადგომა. მით უმეტეს, იმ მოცემულობაში, რაშიც დღეს საქართველოს სახელმწიფო იმყოფება, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას. ასევე, ადგილი აქვს საეკლესიო ოკუპაციას რუსეთის ეკლესიის მხრიდან. [...]

ევროკავშირის დროშის ხელყოფა, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოს სახელმწიფოს უმაღლეს საკანონმდებლო შენობასთან წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებას. [...]

საქართველომ მისი ისტორიული და რელიგიური არჩევანი საუკუნეების წინ გააკეთა და ეს იყო დასავლური ვექტორი. ვიმეორებ, მით უფრო, იმ ფაქტის გააზრებით, რომ ქრისტიანობა ჩვენთან სწორედ დასავლეთიდან გავრცელდა. ქვეყნის განვითარების ცალკეულ ისტორიულ ეტაპზე კი სახელმწიფო პოლიტიკური წყობის არაერთი ელემენტით მსოფლიოსთვის სამაგალითონიც კი ვიყავით და ვართ დღემდე.

ამ ფონზე საერთოდ გაუგებარია კითხვა: სად უნდა ვიყოთ და ვისთან? ამ ფონზე უადგილოა გეოპოლიტიკურ არჩევანზე საუბარი, რადგან ჩვენ ისტორიულად ვართ ევროპა და ახლა რაც მოგვეთხოვება, არის ის, რომ მოვახდინოთ ჩვენი სამშობლოს მენტალური დეოკუპაცია რუსეთისგან, რაც საქართველოს ბუნებრივ წიაღში დაბრუნების საფუძველი და საქართველოს სრული ტერიტორიული დეოკუპაციის საფუძველიც გახდება.

არანაირი "ან" არ არსებობს. ყველაფერი ისტორიულად არის განსაზღვრული და ახლა რა ვალდებულებაც გვაქვს ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, არის ქართველი ხალხის ისტორიული ნების აღსრულებისთვის რუდუნება. მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ამის განუმეორებელი შესაძლებლობა გვეძლევა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქუთაისის ინოვაციური საგანმანათლებლო ცენტრი "თუმო ქუთაისი" ოფიციალურად გაიხსნა. ცენტრმა…