9 ანდაზა, რომლებიც ქართული ოცნების მმართველობისას გამოვცადეთ
ფოტო: freepik
შეგახსენებთ 9 ანდაზას, რომლებშიც ქართული ოცნება გვაცხოვრებს.
1. ავი ძაღლი არც თვითონ შეჭამს, არც სხვას აჭმევსო
ფოტო: tenor
ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო რესურსები და ძალაუფლება, რომ მათ ხელშია ყველამ ვიცით. აგერ უკვე, მეთორმეტე წელი იწურება და არც თავად იყენებენ რესურსებს, არც სხვებს აძლევენ სივრცეს ინოვაციებისა და პროგრესისთვის და ვართ ესე, სტაგნაციაში.
2. ამღვრეულ წყალში თევზს ადვილად იჭერენ
ფოტო: tenor
ეს ანდაზა არაჩვეულებრივად ერგება იმ ქაოსს, რომელშიც ქართული ოცნება გვაცხოვრებს. იწვევენ არეულობას, რითაც შემდეგ თვითონვე სარგებლობენ. კარგად ასამღვრევად კი, კონსპირაციის თეორიებსა და პოლარიზაციას იყენებენ.
3. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს
ფოტო: tenor
ისე, ამათგან აღარაფერი გვაკვირვებს. ერთს, რომ იძახიან და მეორეს აკეთებენ, აი მაგ მირაჟში ვცხოვრობთ წლებია უკვე. დიდზე აქვთ დატანილი ევროკავშირის ვარსკვლავები პლაკატზე და სინამდვილეში რუსეთში მიგვაქანებენ. ამით, ნამდვილად, მამლის ქურდის მდგომარეობაში იგდებენ თავს.
4. კაი კაცს ბევრი ეპატიჟება, ცუდს – არავინო
ფოტო: tenor
ეს ანდაზა პირდაპირი მნიშვნელობითაც აკვდება ზოგზოგიერთს. მე ცოტას შევცვლიდი იმიტომ, რომ ეგ ზოგზოგიერთი მაინც დადის აქეთ-იქით შეხვედრებზე. ვფიქრობ, უფრო დამკვდარი ვერსიაა: კაი კაცს ბევრი ეპატიჟება, ცუდს – უარესებიო.
5. სხვა სხვისა ომსა ბრძენია
ფოტო: tenor
ირონიულად ნათქვამი ეს ოთხ სიტყვიანი ანდაზა არაჩვეულებრივად ერგება დღევანდელი მთავრობის არაკომპეტენტურობასა და მათ უტიფარ განცხადებებს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. ერთი რიჟვაძე აღმოჩნდა, ვინც თქვა, მე არ ვიცი, დარგის ექსპერტს მიმართეთო.
6. ერთი დამპალი ვაშლი ერთ კალათა ვაშლს დაალპობსო
ფოტო: tenor
ეს ანდაზა კარგად აღწერს მოღალატე ადამიანს, რომელმაც გარშემო სხვა ადამიანებიც მოღალატეებად აქცია. ერთ დროს ვინც იყო საამაყო ფეხბურთელი, საამაყო მომღერალი, საამაყო მწერალი და ა.შ., ახლა საამაყოს მაგივრად მოღალატის სტატუსს ატარებენ.
7. გამშველებელს მეტი მოხვდებაო
ფოტო: tenor
ამ ანდაზით, უბრალოდ, ბოდიში მინდა მოვუხადო ჩვენი ქვეყნის ყველა იმ მეგობარს, ვისაც დეპოლარიზაციის მცდელობისას მმართველი პარტიის ლანძღვა მოხვედრიათ. მათ მეტი ხვდებათ, თუ ნაკლები მაგაზე შეგვიძლია ვიდავოთ, მაგრამ დაუმსახურებლად რომ ხვდებათ ეგ უთუოა.
8. ცა და მიწა იქცეოდა, ტურა ქორწილს მართავდაო
ფოტო: tenor
ქოცები უკრაინაში სოლიდარობის გამოსაცხადებლად ერთხელაც ვერ ჩავიდნენ, მაგრამ ამერიკაში კერძო ფრენებით დადიან და გორდონ რამზის გაკეთებულ საჭმელს მიირთმევენ, ბიუჯეტის ხარჯზე, სხვათა შორის. შეგვიძლია ამ მასშტაბებზეც არ გავიდეთ და ლოკალურად გავიხსენოთ. ჯერ მარტო ის რად ღირს, სასამართლო სისტემა თავზე რომ ჩამოგვექცა და მურუსიძე ხოხობს აფრთხიალებდა ალაზანზედ.
9. რასაც თვალს შეაჩვევ, საშიში აღარ გეჩვენებაო
ფოტო: tenor
ამ სამწუხარო რეალობაში დიდი ხანია ვცხოვრობთ. წლებია თვალი შევაჩვიეთ ყველა იმ უბედურებასა და ხიფათს, რასაც ამ მთავრობამ გადაგვყარა. ჩვენს ამჟამინდელ, ფსევდო სიმშვიდით შეფუთულ, საშიშ, ცხოვრებას ეს ანდაზა იდეალურად ერგება.
თუ ფიქრობ, რომ ეს მოცემულობა შესაცვლელია, გახსოვდეს: თუ გინდა გეშველოს, ხელი უნდა გაანძრიო.
-
"მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში? "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით? ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?
გადახედვა
-
კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები
გადახედვა
-
ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
-
OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
გადახედვა
-
საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს
გადახედვა
-
რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა
გადახედვა
-
ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
-
ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ? ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ?
-
როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
-
ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან
გადახედვა
-
დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო
გადახედვა
-
"მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს "მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
გადახედვა
კომენტარები