ლევან იოსელიანი

11 Oct. 2024, 16:13

"დღეს, როდესაც აღვნიშნავთ გოგოების საერთაშორისო დღეს, მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ თითოეული გოგოს უსაზღვრო შესაძლებლობებსა და მნიშვნელოვან როლს, რომელიც მათ ჩვენი საზოგადოების ფორმირებაში უჭირავთ. ეს დღე გლობალურ პლატფორმას წარმოადგენს გოგოების უფლებების მხარდასაჭერად და იმ პროგრესის შეფასებისთვის, რომელსაც მივაღწიეთ, მაგრამ ასევე იმ გამოწვევების ხაზგასმისთვის, რომელთა დაძლევაც აუცილებელია, რათა გოგოებს მიეცეთ მათი პოტენციალის სრული რეალიზების საშუალება დისკრიმინაციის, ძალადობისა და უთანასწორობისგან თავისუფალ გარემოში.

საქართველოში არსებული გენდერული ნორმებისა და სტერეოტიპების გამო, გოგოებს ჯერ კიდევ უწევთ ადრეული ასაკიდანვე სხვადასხვა უხილავ თუ ხილულ ბარიერებთან გამკლავება. განსაკუთრებულ გამოწვევად რჩება ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინება და ნიშნობის პრაქტიკა, რომელიც არსებითად ლახავს ბავშვის ფუნდამენტურ უფლებებს. ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინების გამო გოგოები წყვეტენ განათლების მიღებას, რაც შემდგომში მათ ეკონომიკურ თავისუფლებაზე აისახება და მათი ცხოვრების ხარისხზე ახდენს გავლენას.

მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ გოგოების როლი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის. საწყის ეტაპზე გოგოების მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრა მომავალში ქალებისთვის თანაბარი შესაძლებლობების გარანტია. ბოლო წლების განმავლობაში, ახალგაზრდა გოგოები, სულ უფრო მეტად აცხადებენ მზაობას მონაწილეობა მიიღონ ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ სივრცეებში. მოზარდი გოგოების ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობასა და შესაძლებლობებში ინვესტიცია სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ გოგოებს, არამედ მათ ოჯახებს და ქვეყანას, ამიტომ მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ მათ და გავიზიაროთ მათი ხედვა მომავლის შესახებ.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას, ხაზს უსვამს ამ დღის მნიშვნელობას და მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და გოგოების ჩართულობით მათი შესაძლებლობების გაზრდის უზრუნველსაყოფად".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  5. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ლევან მაჭავარიანი: თავი მოიჭრა იმ პატიმარმაც, რომელიც იბრალებს, თითქოს თითითაა გაუპატიურებული და მისმა ოჯახმაც

ოცნების დეპუტატი ლევან მაჭავარიანი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ის #6…