დაიბრუნე 30% AmEx საკრედიტო ბარათით გადახდისას — VELI.store | American Express
ფოტო: Veli.Store
American Express და VELI.store ახალ ერთობლივ აქციას გთავაზობს. 9 ოქტომბერს AmEx საკრედიტო ბარათით გადახდისას, შეგიძლია 30% ქეშბექი დაიბრუნო, MR ქულების სახით. ქულები დაგერიცხება სამი სამუშაო დღის განმავლობაში, მაქსიმუმ 150 ლარის MR ქულა.
VELI.store ონლაინ პლატფორმაა, რომელიც დაარსებიდან მომხმარებლებს გამორჩეული ხარისხის მრავალფეროვან პროდუქტებს სთავაზობს, მათი სურვილების გათვალისწინებით. ის საშუალებას გაძლევს შეარჩიო წამყვანი მწარმოებლების ექსკლუზიური პროდუქტები. ამასთანავე, ველიზე შეგიძლია დეტალური ინფორმაცია მიიღო პროდუქტის აღწერის მიხედვით, რაც უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარება.
გარდა ამისა, ველის ციფრულ თაროებზე შეარჩევ როგორც ტექნიკას, ასევე სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებებს, ყოველდღიური საჭიროების ნივთებს. იშოპინგე ველიზე, ისარგებლე აქციით და დაიბრუნე თანხა ქეშბექის სახით.
ფენი – Gama
ფოტო: Veli.Store
თმის სწრაფად გაშრობისა და დელიკატურად მოვლისთვის შესანიშნავი იქნება Gama PH6080.PK, რომელიც 1600 W სიმძლავრის პროფესიონალური თმის საშრობია. ის აღჭურვილია IQ3 Lite მსუბუქი კორპუსით და ინოვაციური ტექნოლოგიებით. ფენს ტემპერატურის 4 და სიჩქარის 3 პარამეტრი, ასევე ტურბო რეჟიმი აქვს.
მოწყობილობა Oxy-Active ტექნოლოგიით არის აღჭურვილი, რომელიც თმას დაზიანებისგან იცავს. ის ასევე აღჭურვილია eSystem-C და Stand-by ტექნოლოგიებით, რაც ფილტრის გაწმენდის შეხსენებასა და ავტომატურ გამორთვას უზრუნველყოფს.
Venturi ეფექტის მეშვეობით, ფენი ჰაერის უფრო ძლიერ ნაკადს გამოყოფს დამატებითი ენერგიის მოხმარების გარეშე. კომპლექტში შედის სხვადასხვა ტიპის კონცენტრატორები, დიფუზორი, სათადარიგო ფილტრები და სმარტ პედი.
ყავის აპარატი – Cecotec
ფოტო: Veli.Store
დილის ენერგიულად დასაწყებად შეუცვლელი ნივთი იქნება Cecotec 1575 ყავის აპარატი, რომელიც ყავის სწრაფად და მარტივად მომზადების საშუალებას მოგცემს მინიმალური ძალისხმევითა და დროით. მოამზადე ორი ფინჯანი ყავა ერთდროულად, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით. აპარატს შეუძლია მოამზადოს წინასწარ განსაზღვრული რეჟიმიდან ესპრესო და კაპუჩინო, ასევე აქვს ცხელი წყლის ფუნქცია. აპარატს აქვს 1.5 ლიტრი მოცულობის მოხსნადი წყლის კონტეინერი.
Cecotec 1575 ყავის აპარატი ამზადებს სრულყოფილ, შესანიშნავი კონსისტენციის რძის ქაფს, რაც საშუალებას გაძლევს ესპრესოსთან ერთად, კაპუჩინოც მიირთვა. 20 Bar წნევა უზრუნველყოფს ყოველ ჯერზე შეუდარებლად არომატული ესპრესოს მომზადებას. აპარატს აქვს ორი ფილტრი, 1 ან 2 ფინჯანი ყავის მომზადებისთვის, რომელსაც თავად ირჩევ.
Elizabeth Arden
ფოტო: Veli.Store
Elizabeth Arden ამერიკული საკულტო კოსმეტიკური ბრენდია, რომელიც სხეულის მოვლის ლეგენდარულ პროდუქტებს და უნიკალურ სუნამოებს გთავაზობს. ბრენდი საუკეთესო ხარისხის სხეულის მოვლის საშუალებებით გამოირჩევა, რომელთაგან Elizabeth Arden C Ceramide სახის შრატი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
კაფსულებში მოთავსებული სახის შრატი გაჯერებულია C ვიტამინით, აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება. ათანაბრებს კანის ფერსა და აუმჯობესებს მის სტრუქტურას, ამცირებს ლაქებს და კანს ანიჭებს ბზინვარებას. ამავდროულად, ის ხელს უშლის დაბერების ნიშნების წარმოქმნას, ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის ბუნებრივად გამოყოფას. იცავს კანს თავისუფალი რადიკალებისგან.
პროექტორი – Xiaomi
ფოტო: Veli.Store
სახლისთვის, გამორჩეულად დახვეწილი და ამასთანავე, პრაქტიკული ნივთი იქნება Xiaomi-ის პროექტორი. მისი მეშვეობით კომფორტულად და რაც მთავარია, ნებისმიერ ადგილას შეძლებ საყვარელი ფილმების ნახვას. Xiaomi Mi Smart Projector 2 Pro 220 ვატიანი პროექტორი მარტივად უკავშირდება სმარტფონს და თამაშების, ვიდეოების, ფილმებისა თუ ნებისმიერი სხვა გამოსახულების ჩვენებას შესაძლებელს ხდის დიდ ეკრანზე.
მინი პროექტორი თითქმის ყველგან ხდის შესაძლებელს კინოთეატრის მოწყობას, თუნდაც მოგზაურობისას. ფილმის სანახავად მხოლოდ WiFi ქსელთან დაკავშირება და ონლაინ კინოთეატრის ვებგვერდის ჩართვაა საჭირო. პროექტორის 1920 x 1080p გამოსახულება, 1300 ANSI Lumen სიკაშკაშე და 2 x 10 W სტერეო დინამიკები გთავაზობს სრულიად ემერსიულ გამოცდილებასა და კინოთეატრის ეფექტს.
Yamazaki Tosca – სარკე აქსესუარების სათავსოთი
ფოტო: Veli.Store
Yamazaki ველის ექსკლუზიური ბრენდია, რომელიც სკანდინავიური დიზაინითა და იაპონური ხარისხით ქმნის სახლის აქსესუარებს.
იმისთვის, რომ შენი თავით ტკბობა მუდმივად შეძლო, შესანიშნავი არჩევანი იქნება Yamazaki Tosca, სარკე აქსესუარების სათავსოთი. Yamazaki-ს მაკიაჟის სარკე აქსესუარების უჯრით მოსახერხებელი, პრაქტიკული და ელეგანტური ნივთია. ის მკაფიო ასახვის უნარით გამოირჩევა და მოძრაობს 360 გრადუსით მოძრაობს.
Polaroid
ფოტო: Veli.Store
ასევე, არჩევანი შეგიძლია შეაჩერო ყველასთვის საყვარელ ფოტოკამერაზე, რომლის მეშვეობითაც დასამახსოვრებელ მომენტებს ორიგინალურად აღბეჭდავ. ამაში Polaroid შეუცვლელი იქნება, კამერა, რომელიც იღებს სურათს და რამდენიმე წამში ბეჭდავს.
ეს კამერები განსაკუთრებული პოპულარობით, 90-იან წლებში სარგებლობდა, როდესაც ის ერთადერთი კამერა იყო, რომლის გადაღებული სურათის მყისიერად ნახვა შეგეძლო. თუმცა, საქართველოში მაშინ ბევრს არ ჰქონდა საშუალება, თავისი თავისთვის ასეთი ფუფუნების უფლება მიეცა.
მოგვიანებით, ციფრული ფოტოგრაფიის გაჩენასთან ერთად, მისმა პოპულარობამ დროებით იკლო. თუმცა არ განელებულა დაბეჭდილი სურათების სიყვარული, ალბათ სწორედ ამიტომ, Polaroid კვლავ აღორძინდა.
Polaroid ასევე შესანიშნავი საჩუქარი იქნება. VELI.store-ზე ნახავ პოლაროიდის, მრავალფეროვან მოდელებს, რომლებიც ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება როგორც ფასით, ასევე ფუნქციებითა და შესაძლებლობებით.
კარგი არჩევანი იქნება შეუდარებლად დახვეწილი და ფუნქციონალური Polaroid I-2 Instant Camera. ის აღჭურვილია უწყვეტი ავტოფოკუსის 3 ლინზიანი სისტემით მკვეთრი კადრებისთვის.
შეიძინე ნივთები ონლაინ American Express-ისა და VELI.store ერთობლივი აქციით. დაიბრუნე - 30% ქეშბექი MR ქულების სახით AmEx საკრედიტო ბარათით გადახდისას.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები