ევროპარლამენტმა რეზოლუციის პროექტი გამოაქვეყნა, რომელსაც 9 ოქტომბერს უყრიან კენჭს
ფოტო: Getty Images
ევროპარლამენტმა რეზოლუციის პროექტი გამოაქვეყნა, რომელსაც 9 ოქტომბერს უყრიან კენჭს.
რეზოლუციის პროექტის თანახმად, ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, პერსონალური სანქციები შემოიღოს ბიძინა ივანიშვილისა და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას. დოკუმენტში საუბარია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზეც.
რეზოლუციის პროექტის ტექსტს ინტერპრესნიუსი ავრცელებს:
მყარად გმობს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ კანონების მიღებას, ისევე როგორც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს;
მიაჩნია, რომ ეს არის ინსტრუმენტები, რომლებსაც მთავრობა იყენებს გამოხატვის თავისუფლების დასარღვევად, მედიის ცენზურისთვის, სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთავრობო სექტორში კრიტიკულ ხმებზე შეზღუდვების დაწესებისთვის ან დაუცველი ხალხის წინააღმდეგ დისკრიმინაციისთვის;
ხაზს უსვამს, რომ ეს შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს, აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას;
ხაზს უსვამს, რომ სანამ ზემოთქმული კანონმდებლობა არ გაუქმდება, საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებში პროგრესის მიღწევა შეუძლებელია;
მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველო, ოდესღაც ევროატლანტიკური მისწრაფებების მქონე დემოკრატიული პროგრესის ჩემპიონი, მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში დემოკრატიული გაუარესების "თავისუფალ ვარდნაში" იმყოფება.
[ევროპარლამენტი] გმობს მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში და, რუსეთისკენ გადახვევისთვის, ქვეყნის ევროატლანტიკური ორიენტაციისთვის ძირის გამოთხრაში ქართველი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის პერსონალურ როლს, რომელიც 2023 წლის 30 დეკემბერს დაბრუნდა აქტიურ პოლიტიკაში, როდესაც ქართული ოცნების პარტიის საპატიო თავმჯდომარე გახდა;
[ევროპარლამენტი] კიდევ ერთხელ მოუწოდებს [ევროპულ] საბჭოს და ევროკავშირის დემოკრატიულ პარტნიორებს, დაუყოვნებლივი და მიზნობრივი პერსონალური სანქციები დაუწესონ ივანიშვილს საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლისთვის;
[ევროპარლამენტი] მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს პასუხისმგებლობა დააკისრონ და პერსონალური სანქციები შემოიღონ ყველა მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ვინც თანამონაწილეობა პოლიტიკური ოპონენტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში, და ვინც ანტი-დასავლურ დეზინფორმაციას ავრცელებენ; [ევროპარლამენტი] მიესალმება აშშ-ის მიერ ქართული ოცნების ოფიციალური პირების წინააღმდეგ შემოღებულ პერსონალურ სანქციებს.
[ევროპარლამენტი] აღნიშნავს, რომ 2023 წლის 14 და 15 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმ გაგებით მისცა, რომ 2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებზე შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმებოდა;
[ევროპარლამენტი] ხაზს უსვამს, რომ ბოლო დროს მიღებული კანონები ნათლად ეწინააღმდეგება ამ ამბიციას და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია შეაჩერა.
[ევროპარლამენტი] ხელახლა მოუწოდებს ევროკომისიას, რომ სწრაფად შეაფასოს თუ რა გავლენას ახდენენ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნების მიმდინარე შესრულებაზე, განსაკუთრებით ფუნდამენტური უფლებების მოთხოვნაზე, რომელიც ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის საკვანძო კომპონენტია, უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის კანონები, გენდერული კვოტების გაუქმება და საარჩევნო კანონმდებლობაში სხვა ცვლილებები, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება და არჩევნების მიღებულ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად ჩატარება.
[ევროპარლამენტი] ხელახლა იმეორებს მოთხოვნას, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებულ იქნას ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული პირობების საფუძველზე, რათა სამედიცინო დახმარება საზღვარგარეთ გაეწიოს;
[ევროპარლამენტი] ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობას სრული და უდავო პასუხისმგებლობა აკისრია ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, უსაფრთხოებისთვისა და კეთილდღეობისთვის, და სრულად პასუხისმგებელი უნდა იყოს თუ მას ნებისმიერი ზიანი მიეყენება.
-
უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა
გადახედვა
-
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა
გადახედვა
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
კომენტარები