სალომე ზურაბიშვილი

5 Oct. 2024, 20:49

"ის რაც ქართული ოცნებისგან საარჩევნოდ გვესმის, რომ მმართველი გუნდი, ყველაფრის მიუხედავად, მიდის ევროპისკენ, ისეთივე ტყუილია, როგორი ტყუილიც იყო, როცა საბჭოთა კავშირი ირწმუნებოდა, რომ თვითონ იყო დემოკრატიული, თვითონ იყო ყველაფერი ის, რაც რეალურად დასავლეთში იყო და საკუთარ თავზე იბრალებდა. იგივეა დღეს — "ჩვენც მივიყვანთ ქვეყანას ევროკავშირისკენ". სად მიიყვან, როცა ყველა გეუბნება, რომ ამ ფორმით, რუსული კანონით და სხვა კანონებით, ამ მიდგომით, პარტნიორების ყოველდღიური ლანძღვით, მოგონილი რაღაც "ომის პარტიით", ვერანაირად ვერ შემოხვალთ ევროკავშირში, მაგრამ ეს ფანჯარა ქართველი ხალხისთვის ღიაა, რომელსაც აქვს შანსი, როგორც ამას დემოკრატია ითხოვს, საკუთარი სათქმელი არჩევნებზე თქვას.

[...] პარტნიორებს ბევრი კითხვა აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მომენტში შეიცვალა ის ხელისუფლება, რომელიც მოვიდა 2012-ში და როგორ გახდა რეალურად მოსკოვის, არ ვიცი, ბრძანებების თუ ინსტრუქციების გამტარებელი, ყოველ შემთხვევაში, იმათ მუსიკაზე როგორ უკრავს და ცეკვავს. ეს ძნელი ასახსნელია.

[…] მე არ ვიცი, ვის თავში რა ტრიალებს, ვინ ვისზეა დამოკიდებული ან რატომ, ან რა არის ის უხილავი ძაფები, რაც აკავშირებთ ვიღაცებს მოსკოვთან, თუ მოსკოვის ზოგიერთ წრეებთან, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო, უკვე (ორ-ნახევარი წელიწადია) მიჰყვება რუსულ სცენარებს".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას

2024 წლის დეკემბრის აქციების დროს დაკავებული არტემ გრიბული ციხიდან წერილს ავრცელებს და აცხადებს, რომ მასსა და ანასტასია…