ტეილორ სვიფტის მესიჯი მოძალადე კაცებს და $1-ის ღირებულების მოგებული სასამართლო
ფოტო: Getty Images
10 აგვისტოს, დენვერში გამართულ სასამართლოზე მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მაღალშემოსავლიანმა მუსიკოსმა, ტეილორ სვიფტმა, მისი სექსუალური შევიწროების საქმეზე ჩვენება მისცა.
მომღერლის თქმით, 2013 წელს, მისი ერთ-ერთი კონცერტის დროს, KYGO რადიოს ყოფილმა DJ-მ, დევიდ მიულერმა, ფოტოს გადაღებისას მას კაბა აუწია და ხელი უკანალზე წაავლო. ტეილორი მაშინ 23 წლის იყო.
აღსანიშნავია, რომ სასამართლოზე ბრალმდებლის სკამზე ტეილორ სვიფტი არ ზის. სავარაუდო თავდამსხმელი მომღერლისგან სახელის გატეხვისა და სამსახურის დაკარგვისთვის 3 მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა და მის სექსუალურ შევიწროებას უარყოფდა. მიულერმა სვიფტს 2015 წელს უჩივლა.
მხოლოდ ამის შემდეგ შეიტანა სარჩელი ყოფილი დიჯეის წინააღმდეგ სვიფტმა და მისგან ერთი დოლარი მოითხოვა. მომღერლის ეს ნაბიჯი ფემინისტურ ნაბიჯად შეფასდა, როგორც სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ქალების თანადგომა, ამ საკითხზე ღიად ლაპარაკი და არა - ბრძოლა ფულისთვის.
თავად მომღერალმა განაცხადა სარჩელის შეტანაზე განაცხადა, რომ სურს ეს მაგალითი იყოს იმ ქალებისთვის, რომელიც მსგავსი დამამცირებელი მოპყრობის გასაჯაროებას ერიდებიან.
11 აგვისტოს მოსამართლემ სვიფტს მიულერის ბრალდებები მოუხსნა.
ბრძოლა ქალების უფლებებისთვის
როგორც Billboard წერს, ხუთშაბათს, 10 აგვისტოს გამართულ სასამართლოზე, სვიფტმა, მოწმის სკამიდან, დენვერელი დიჯეისგან მის სხეულზე არასასურველი შეხება აღწერა და დაკითხვისას თავი საკმაოდ მტკიცედ ეჭირა.
"ისევე როგორც მისი სიმღერების ექსპერტის დონეზე დახვეწილი ტექსტები, ტეილორ სვიფტი ზუსტი, აკურატული და თავდაჯერებული იყო" - წერს გამოცემა.
ფოტო: Jeff Kandyba
BuzzFeed-ის რეპორტიორი, კლაუდია როზენბაუმი სასამართლოს ესწრებოდა და მას ტვიტერზე აშუქებდა. გთავაზობთ ტეილორ სვიფტის პასუხებს იმ კითხვებზე და შენიშვნებზე, რომლებსაც მას დიჯეის ადვოკატი უსვამდა.
ადვოკატის შენიშვნაზე, ხომ არ ჯობდა თავისი მცველი გაეკრიტიკებინა, როცა მიულერისგან მისი დაცვა ვერ შეძლო, სვიფტმა უპასუხა, რომ ის თავის დაცვის წევრს არ ადანაშაულებს:
"მე ვადანაშაულებ თქვენს კლიენტს, რადგან მან შეყო ხელი ჩემი კაბის ქვეშ და უკანალზე მან მომიჭირა".
მიულერი ასევე ირწმუნება, რომ ის ტეილორს ნეკნებზე მოხვია ხელი, თუმცა ფოტოში, რომელმაც მედიაში გაჟონა, ეს არ დასტურდება.
"ის არ შემხებია ნეკნებზე, ან ხელზე. ის უკანალზე შემეხო და მე დარწმუნებული ვარ იმაში, რასაც ვამბობ" - ამბობს ტეილორი.
კითხვაზე, იქნებ ეს ვინმე სხვა იყო, ტეილორმა უპასუხა, რომ დამნაშავე სწორედ ბრალმდებელის სკამზე მჯდომი იყო.
ამაზე მიულერმა გაიხსენა, რომ სვიფტი ფოტოს გადაღების შემდეგ ცივი და გულგრილი იყო, მომღერალმა კი უპასუხა:
"ამას არ გავუოცებივარ, მე კრიტიკის ახალი სახეობების მიმართ გამძლეობის საიდუმლო უნარი მაქვს".
როდესაც მიულერის ადვოკატმა ჰკითხა, რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც მიულერი სამსახურიდან გაათავისუფლეს, სვიფტმა უპასუხა:
"უფლებას არ მოგცემთ თქვენ და თქვენს კლიენტს, თავი დამნაშავედ მე მაგრძნობინოთ, რადგან მომხდარი ჩემი არჩევანი არ ყოფილა. მე მსაყვედურობთ იმ წარუმატებელი მოვლენების გამო, რაც თქვენი კლიენტის გადაწყვეტილებების შედეგი იყო და არა ჩემი".
კითხვაზე, დაინახა თუ არა ზუსტად რა მოხდა, სვიფტმა უპასუხა:
"მე ეს ვერ დავინახე, რადგან უკანალი სხეულის უკანა მხარეს მაქვს".
სასამართლოზე ასევე მოწმედ გამოვიდნენ ტეილორის დაცვის წევრი და ფოტოგრაფი, რომელმაც 2013 წელს სვიფტს, მიულერს და მის იმდროინდელ შეყვარებულს ფოტო გადაუღო. ფოტოგრაფმაც და დაცვის წევრმაც სასამართლოზე მიულერის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადასტურეს.
მიულერის ყოფილი შეყვარებულმა კი თქვა, რომ მას არ დაუნახავს სექსუალური შევიწროების ფაქტი, თუმცა მოგვიანებით დასძინა, რომ ის უბრალოდ უკან არ იყურებოდა.
ფოტო, რომელიც საქმეში მთავარი მტკიცებულება იყო, ტეილორს სურდა არ გავრცელებულიყო, თუმცა მან მედიაში მაინც გაჟონა.
სასამართლოს გადაწყვეტილება
პარასკევს, 11 აგვისტოს, დენვერში გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლე უილიამ მარტინეზმა განაცხადა, რომ მიულერმა ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომლითაც ის დაამტკიცებდა, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლებაზე პასუხისმგებელი ტეილორის გუნდი იყო.
ეს ტეილორ სვიფტის გადამწყვეტი გამარჯვება იყო მიულერთან. მიულერის სარჩელის განხილვა უკვე 2 წელია მიმდინარეობს.
სასამართლოებს, რომლებზეც სვიფტი წარსდგა, მისი ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. ადგილზე მყოფი რეპორტიორების თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ, ტეილორმა გაიღიმა, შემდეგ კი ცრემლები გადმოსცვივდა და თავის ძმას ჩაეხუტა.
ამჯერად სასამართლო განიხილავს მიულერის ანალოგიურ ბრალდებას თავისი ყოფილი დამსაქმებლის და ტეილორ სვიფტის დედის მიმართ.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა

კომენტარები