მამუკა ხაზარაძე

24 Sep. 2024, 13:42

"მინდა დავადასტურო ჩემი პატივისცემა პრეზიდენტის მიმართ. იცით, რომ ჩვენ ქარტიას შევუერთდით მაშინ, როგორც კი ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის. მთავარი ქარტიაში არის ის, რომ მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა მოახდინოს ამომრჩევლებთან ერთად "რუსული ოცნების" ხელისუფლებიდან გასტუმრება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანა — არჩევნების მოგება და ყველა რუსული კანონის გაუქმება. რაც შეეხება ტექნიკურ მთავრობას, ამ ქვეყანას რაც აკლია, ეს არის პროფესიონალები. რომ გადაავლოთ თვალი ქართული ოცნების მინისტრებს მიხვდებით, სრული ქაოსია. ელემენტარული განათლება არ აქვთ, თუ როგორ უნდა მართონ, მაგალითად, ჯანდაცვა ან ეკონომიკა. ამიტომ ვართ ამ დღეში. მთავრობის კომპლექტაცია მოხდება პრეზიდენტთან ძალიან მჭიდრო კონსულტაციით. დღეს რაც უნდა გავაკეთოთ, არის არჩევნების ძალიან დიდი უპირატესობით მოგება, რაც მოხდება 26 ოქტომბერს".

ამის შესახებ ძლიერი საქართველოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  3. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  4. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  5. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ?

ლელო-ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სამუშია მთავრობას საწვავზე აქციზის გადასახადის 2017 წლის ნიშნულზე…