რამდენად ახლოს ვართ კვანტურ ინტერნეტთან — კვლევა
კვანტურ ინტერნეტს უზარმაზარი პოტენციალი აქვს, მაგრამ მისი ჩვეულებრივ ინტერნეტთან სინქრონიზირება რთულია. და, აი, ახლა მკვლევრებმა აჩვენეს ის, თუ როგორ შეიძლება ამ ორის ერთმანეთთან დაკავშირება.
ჰანოვერის ლაიბნიცის უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, თუ როგორ შეიძლება კვანტური ინფორმაციისა და კლასიკური მონაცემების (1-ები და 0-ები) ერთ ოპტიკურ ბოჭკოზე გადატანა.
პოტენციურად, ეს ნიშნავს ინტერნეტს, რომელიც ჰაკერული თავდასხმებისგან სრულად არის დაცული და მისი კვანტური კომპიუტერების ქსელებში დასაკავშირებლად გამოყენება შეიძლება.
კვანტური კომუნიკაციისთვის მჭიდროდ დაკავშირებული სინათლის ტალღების იზოლირებულად გაგზავნაა საჭირო. ეს ყველაფერი მათი გადახლართულობისგან დასაცავად, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ცალ-ცალკე უნდა გადაიცეს. ეს საქმეს ძალიან ართულებს.
"კვანტური ინტერნეტის რეალობად ქცევისთვის, ჩვენ გვჭირდება გადახლართული ფოტონების გადაცემა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების მეშვეობით. ამ მხრივ ჩვენი კვლევა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია", — ამბობს ფიზიკოსი მაიკლ კუესი, ჰანოვერის ლაიბნიცის უნივერსიტეტიდან.
ჯგუფმა გამოიყენა სპეციალურად შექმნილი მოწყობილობა, რომელიც ცვლის სიგნალების ფაზას ოპტიკურ ბოჭკოში, რათა კვანტური და კლასიკური მონაცემები იმავე სიხშირის არხზე მოთავსდეს.
ამასთან, ეს ხდება, რომ მონაცემთა ნაკადები არ აირიოს ერთმანეთში, ინარჩუნებს რა კვანტური ნაკადის გადახლართულ მდგომარეობას. ქსელის მეორე ბოლოში, ნაკადები შეიძლება კვლავ განცალკევდეს, ასე რომ ორივე ტიპის მონაცემების გაგზავნა და მიღება შესაძლებელია. ეს ერთგვარი ჰიბრიდული მიდგომაა.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მეცნიერებმა შეძლეს გადახლართული მონაცემებისა და კლასიკური ინფორმაციის ერთი სიხშირით გადაგზავნა. მსგავსი ოპტიკური ბოჭკოები უკვე ფართოდ გამოიყენება, რაც იმას ნიშნავს, რომ კვანტური ტექნოლოგიები უფრო სწრაფად შეიძლება შევიმუშაოთ.
"გადახლართული ფოტონები ბლოკავს მონაცემთა არხს ოპტიკურ ბოჭკოში, რაც ხელს უშლის მის გამოყენებას ჩვეულებრივი მონაცემთა გადაცემისთვის. თუმცა, მსგავსი ტექნოლოგიით შეიძლება ეს დაბრკოლება გადავლახოთ", — ამბობს ფიზიკოსი იან ჰეინი, ჰანოვერის ლაიბნიცის უნივერსიტეტიდან.
მეცნიერები კვლევების გაგრძელებას გეგმავენ, რათა მსგავსი ინფორმაცია უფრო დიდ დისტანციაზე გაგზავნონ. თუ მკვლევრები ამას შეძლებენ, ეს ყველაფერს შეცვლის და ინტერნეტი, რომელსაც ახლა ვიყენებთ, აღარასდროს იქნება ასეთი. ის ბევრად უფრო სწრაფი, დაცული და მძლავრი გახდება.
კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები