ნახეთ: My Brilliant Friend-ის ბოლო, მე-4 სეზონში ახალი სახეები ჩნდებიან (თიზერი)
ფოტო: HBO
HBO-ის გახმაურებული იტალიური სერიალი ჩემი არაჩვეულებრივი მეგობარი (My Brilliant Friend) დასკვნითი სეზონით მაყურებელთან შესახვედრად ემზადება. მწერალ ელენა ფერანტეს ნეაპოლური რომანების სერიის ეკრანიზაცია მე-4 სეზონით დასრულდება. ეს სეზონი, რომლის პრემიერაც 9 სექტემბერს შედგება, სწორედ ამ ციკლის ბოლო წიგნს, დაკარგული ბავშვის ამბავს, ეფუძნება.
ჩემი არაჩვეულებრივი მეგობრის მე-4 სეზონში კი ახალ სახეებსაც ვიხილავთ. სამსახიობო გუნდს შეუერთდა ალბა რორვაკერი, რომელიც აქამდე მხოლოდ ამბის მთხრობელი იყო. ლილას ამჯერად ირენე მაიორინო განასახიერებს, ნინო სარატორეს როლში კი ფაბრიციო ჯიფუნი გამოჩნდება.
მეოთხე სეზონის ოფიციალური თიზერი ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
ჩემი არაჩვეულებრივი მეგობარი ორი საოცარი ინტელექტის მქონე გოგოს მეგობრობას გვიჩვენებს ბავშვობიდან ხანდაზმულ ასაკამდე. ლილა და ელენა ნეაპოლის ღარიბ უბანში იზრდებიან 1950-იან წლებში, სადაც ყოველი დღე ძალადობით, სექსიზმითა და მიზოგინიითაა სავსე. გოგოების გულწრფელი მეგობრობა პირველად მაშინ განიცდის გარდატეხას, როცა ელენას ოჯახი სწავლის გაგრძელების უფლებას აძლევს დაწყებითი კლასების შემდეგ, ლილას — კი არა. ამის შემდეგ მათი გზა იყოფა და თუმცა კიდევ დიდხანს ინარჩუნებენ ბავშვობის მეგობრების სტატუსს, მათ ურთიერთობაში ფარული ქიშპი და შური იპარება; გმირებს შორის დაძაბულობა კი კიდევ უფრო საინტერესოსა და დრამატულს ხდის სერიალს.
რაც შეეხება ნეაპოლური რომანების ციკლს, იმავე ნეაპოლურ კვარტეტს, წიგნების ეს სერია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში. სერიის წიგნები 40 ქვეყანაში 10 მილიონზე მეტ ეგზემპლარადაა გაყიდული. ასეთი აღიარების მიუხედავად, ელენა ფერანტე, რომელიც ლიტერატურულ ასპარეზზე 1992 წელს გამოჩნდა ფსევდონიმით, დღემდე იდუმალ ფიგურად რჩება: მწერლის ვინაობა უცნობია, მის შესახებ ინფორმაცია კი — ძალიან მწირი.
ჟურნალმა Time-მა 2016 წელს ელენა ფერანტე მსოფლიოში 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. ნეაპოლური რომანების პირველი წიგნი, ჩემი არაჩვეულებრივი მეგობარი, The New York Times-მა ახლახან 21-ე საუკუნის საუკეთესო წიგნების ასეულში პირველ ადგილზე დააყენა. ამ ჩამონათვალში მოხვდა სერიის მეოთხე წიგნიც და ასევე ფერანტეს სხვა, დამოუკიდებელი რომანი, მარტოობის დღეები, რომელიც ქართულადაცაა ნათარგმნი.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
კომენტარები