Kuri - საყვარელი რობოტი, რომელიც თქვენი ცხოვრების საუკეთესო მომენტებს შეინახავს
ფოტო: LANCE ULANOFF / MASHABLE
სელფების, ვიდეოებისა და ჩვენი ცხოვრების საუკეთესო მომენტების გადაღება ყველას გვიყვარს. მაგრამ ხშირად, ისე ხდება, რომ საყვარელი ან სასაცილო მომენტები სპონტანურად დგება და თუ პერსონალური ფოტოგრაფი არ გყავს, შეუძლებელია ყველაფერი დააფიქსირო.
ფოტოგრაფი ან რეალითი შოუს გადამღები ჯგუფი ძვირიცაა და ნერვების მომშლელიც. მაგრამ მათი ჩანაცვლება უსაყვარლესი რობოტით შეიძლება. ის მთელი დღე თქვენთან ერთად იქნება, გადაიღებს ფოტოებს ვიდეოებს და სმარტფონში ან სხვა მოწყობილობაზე გამოგიგზავნით, თქვენ კი საუკეთესოებს აარჩევთ და ზოგს მეგობრებს გაუზიარებთ, ზოგსაც პირად არქივში შეინახავთ.
ამ ყველაფრის გაკეთება Kuri Vision-ს შეუძლია.
ფოტო: MAYFIELD ROBOTICS
ამერიკული კომპანია Mayfield Robotics-ის ახალი ქმნილება Kuri სახლის რობოტია და მისი სიმაღლე 50 სანტიმეტრია. ის ოთახებში დამოუკიდებლად დასეირნობს, 5-წამიან ვიდეოებს ან ფოტოებს იღებს და საუკეთესო ვარიანტებს მობილურში აგზავნის.
ფოტო: MAYFIELD ROBOTICS
თავდაპირველად, კომპანიის თანამშრომლები Kuri-ს საკუთარ სახლებში ამოწმებდნენ. Mayfield Robotics-ის გენერალური დირექტორის, მაიკ ბიბის თქმით, მათ შეამჩნიეს, რომ რობოტის მიერ გადაღებული ფოტოების ნაწილი სრულიად მოულოდნელი იყო. მაგალითად, ბავშვის ფოტო, რომელიც ცდილობს პატარა თითი რობოტს იმ თვალში ატაკოს, რომელშიც კამერაა განთავსებული.
Kuri-ს მფლობელს რობოტის ჩართვა და გამორთვა დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია. ასევე იმის მითითება, რომელ ოთახში შეიძლება გადაღება და რომელში არა.
რობოტმა ასევე იცის განსხვავება ადამიანსა და ძაღლს შორის. ის მისი პატრონისგან მიღებული გადაწყვეტილებების საშუალებით იმასაც კი სწავლობს, რა მოგწონს მეტად და რა ნაკლებად. თუ ყოველთვის იწონებთ მის მიერ ბავშვებზე ან ცხოველებზე გადაღებულ ვიდეოებს, Kuri მათ გადაღებას მეტ "ყურადღებას" უთმობს. თუ ვიდეოებს ხშირად შლით, რობოტი ამ მასალით უფრო და უფრო იშვიათად შეგაწუხებთ.
ფოტო: MAYFIELD ROBOTICS
Kuri შეიძლება მთელი დღე სახლში დაფუსფუსებდეს და ვიდეოებსა და ფოტოებს იღებდეს. სრული მასალა რობოტში ინახება, თუმცა თქვენ მხოლოდ 8 საუკეთესო ვარიანტს გიგზავნით. ფაილები cloud-ზე იტვირთება, რომლებზეც წვდომა iOS-ის ან Android-ის აპლიკაციით შეიძლება.
Kuri-სთან ერთად არასდროს მოიწყენთ, რადგან მასთან საუბარიც შეიძლება, რომელიც მარტივად, "ჰეი Kuri"-თ იწყება. მას შეგიძლიათ უთხრათ, რომ ოთახში შევიდეს, ან "სახლში წავიდეს" [Go Home], ამ შემთხვევაში რობოტი დასატენად დამოუკიდებლად მიდის.
რობოტს 2 საათის განმავლობაში უსასრულოდ შეუძლია კუდში გდიოთ, თუმცა შემდეგ 1 საათი დასვენება და ახალი ენერგიით დამუხტვა სჭირდება.
მაიკ ბიბი მოელის, რომ Kuri დამოუკიდებლადაც შეძლებს "სახლში წასვლას", დამუხტვას და დაბრუნებას.
Mayfield Robotics-მა რობოტი უკვე გადასცა რამდენიმე იღბლიან მომხმარებელს, თუმცა დანარჩენებს წლის ბოლომდე მოცდა მოგვიწევს. Kuri-ს ღირებულება $799 იქნება.
რთულია იმის წინასწარმეტყველება, გახდება Kuri ადამიანების ცხოვრების შეუცვლელი მეგზური თუ მომხმარებლებში დისკომფორტს გამოიწვევს. თუმცა ის ალბათ ძალიან პოპულარული იქნება იმ ოჯახებში, სადაც ბავშვები ან შინაური ცხოველები ჰყავთ.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა



კომენტარები