სახსრის ანთებითი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა — ინტერვიუ რევმატოლოგთან
ფოტო: თოდუას კლინიკა
სახსრის ანთებითი დაავადებები, იგივე ართრიტი 100-ზე მეტ პათოლოგიას აერთიანებს. მათ სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი აქვს, თუმცა თითოეული მათგანისთვის დამახასიათებელია სახსრების ანთება. ართრიტის ყველაზე გავრცელებული ფორმებია რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი, ფსორიაზული ართრიტი, მაანკილოზებული სპონდილიტი, ლუპუს ართრიტი და სხვა.
რა იწვევს ართრიტს? როგორია მისი სადიაგნოსტიკო და სამკურნალო საშუალებები? — ამ და სხვა კითხვებით თოდუას კლინიკამ ვერის ფილიალის რევმატოლოგს, თამთა კობახიძეს მიმართა.
რა იწვევს სახსრის ანთებით დაავადებებს?
მონოართრიტი ანუ მხოლოდ ერთი სახსრის ანთება შესაძლოა განვითარებული იყოს ლოკალურად გარკვეული სახის მექანიკური ზემოქმედებით, მაგალითად, ტრავმით, ზედაპირული დაზიანებით და ა.შ. ამ შემთხვევაში შეგვიძლია გავარკვიოთ, თუ რა არის პათოლოგიის მიზეზი. თუმცა გვაქვს ართრიტის სისტემური, აუტოიმუნური ფორმები, როგორებიცაა, მაგალითად, რევმატოიდული ართრიტი და ფსორიაზული ართრიტი, რომელთა ეტიოლოგიაც ჩვენთვის უცნობია. ამ შემთხვევაში ვვარაუდობთ, რომ ის გენეტიკური ფაქტორით არის განპირობებული და მათ მიზეზებს ოჯახურ ანამნეზში ვეძებთ.
რა კლინიკური ნიშნებით ვლინდება ართრიტი და როდის უნდა მიმართოს პაციენტმა რევმატოლოგს?
სახსრების ანთებისთვის დამახასიათებელია ტკივილი, შეწითლება, შეშუპება, ადგილობრივად ტემპერატურის მატება და ა.შ. რაც შეეხება მომართვიანობას, ცხადია, უმნიშვნელოვანესია ექიმს პირველივე ნიშნების დროს მიმართოთ. დროული დიაგნოსტირების შემთხვევაში მკურნალობა გაცილებით მარტივია და სასურველ შედეგებსაც უფრო სწრაფად ვიღებთ. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ასე იშვიათად ხდება და სანამ პოლიართრიტი ანუ რამდენიმე სახსრის ანთება არ განვითარდება, პაციენტები ექიმთა მისვლისგან თავს იკავებენ.
რა სადიაგნოსტიკო საშუალებებს მიმართავთ სახსრების ანთებითი დაავადებების დროს?
პირველ რიგში, ვაგროვებთ პაციენტის კლინიკური მონაცემებს, ვსინჯავთ მას და ვაფასებთ თითოეულ სახსარს. ასევე, უნდა შეგროვდეს დეტალურ ანამნეზი. ხშირად ამ პროცესში ძალიან ბევრი კითხვის დასმა გვიწევს პაციენტისთვის, რათა ვიპოვოთ პროცესის გამომწვევი მიზეზი. მას შემდეგ, რაც ზოგად სურათს შევქმნით, ვნიშნავთ ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებს.
ართრიტის დიაგნოსტიკაში უდიდეს როლს თამაშობს რენტგენოლოგიური გამოკვლევა. თუკი საჭირო გახდა, ასევე მივმართავთ კომპიუტერულ ტომოგრაფიას, მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას და ა.შ. ყველა ამ მონაცემის დახმარებით კი, ვახდენთ ართრიტის ფორმების დიფერენცირებას და ვსვამთ ზუსტ დიაგნოზს.
როგორ მკურნალობთ ართრიტს?
მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია ართრიტის ფორმაზე, მის სიმწვავეზე, კონკრეტული პაციენტის კვლევის შედეგებზე. მკურნალობაში შეიძლება გამოვიყენოთ მედიკამენტური თერაპია, სხვადასხვა სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროცედურები, მაგალითად, ფიზიოთერაპია. შორსწასული ფორმების დროს, როდესაც საქმე გვაქვს სახსრის შევიწროებასთან, მოძრაობის შეზღუდვასთან, ნაპრალის დეფორმირებასთან და ა.შ., შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა ანუ ენდოპროთეზირება. ენდოპროთეზირება დაზიანებული სახსრის იმპლანტით ჩანაცვლებას გულისხმობს.
უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ყველა რევმატოლოგიური დაავადება ქრონიკულია, ანუ ის ბოლომდე არ იკურნება. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, ვუმკურნალოთ ართრიტის მწვავე ფორმას, დავარეგულიროთ ანთებითი პროცესი, გავაუმჯობესოთ ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული მაჩვენებლები და მივაღწიოთ ხანგრძლივ რემისიას.
როგორ უნდა მართოს პაციენტმა ართრიტი? რამდენ ხანში ერთხელ არის საჭირო მონიტორინგი?
იმისათვის, რომ დაავადება არ გამწვავდეს, აუცილებელია გარკვეული რეკომენდაციების დაცვა, რომლებსაც რევმატოლოგი ინდივიდუალურად, კონკრეტული დიაგნოზის საფუძველზე გასცემს. რაც შეეხება მონიტორინგს, გადამოწმების მიზნით ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევები პაციენტს წელიწადში ორჯერ უნდა ჩაუტარდეს.
ართრიტის რა სადიაგნოსტიკო და სამკურნალო საშუალებებია ხელმისაწვდომი თოდუას კლინიკაში?
თოდუას კლინიკაში ხელი მიგვიწვდება ყველა იმ ინსტრუმენტულ თუ ლაბორატორიულ კვლევაზე, რაც სახსრის ანთებითი დაავადების სრულფასოვანი დიაგნოსტირებისთვის არის საჭირო. იგივე შემიძლია ვთქვა მკურნალობის მეთოდებზეც – ჩვენს ცენტრში შესაძლებელია ნებისმიერი სახის ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, ასევე, ხელმისაწვდომია სახსარშიდა ინიექციები, სხვადასხვა ტიპის ფიზიოთერაპიული პროცედურები, მათ შორის, ტარდება ფოტოფორეზი, ლაზეროთერაპია და ა.შ.
მოკლედ რომ ვთქვათ, თოდუას კლინიკაში ართრიტის ჩივილებით მოსულ პაციენტს შეუძლია მიიღოს ზუსტი დიაგნოზი და ჩაიტაროს მისთვის საჭირო ყველა სამკურნალო პროცედურა, თანაც უახლესი მიდგომებისა და ტექნოლოგიების საშუ
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები