არქი უკვე რუსთავშია — არქიმ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი წარადგინა
ფოტო: არქი
29 ივლისს ლიდერმა დეველოპერულმა კომპანია არქიმ საზოგადოებას ახალი საცხოვრებელი კომპლექსი არქი რუსთავი წარუდგინა, რომელიც თავისი მრავალფეროვნებით, თანამედროვე ექსტერიერით რუსთავში ურბანულ განვითარებას შეუწყობს ხელს და ქალაქში ახალ სიცოცხლეს შეიტანს. პროექტის წარდგენის ღონისძიებას არქის პარტნიორები, ქალაქ რუსთავის მერიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სიტყვით გამოვიდნენ არქის დამფუძნებელი ილია წულაია, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მაჟორიტარ-დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი გიორგი დარჩიაშვილი. ღონისძიება კაფსულის ჩაგდების სიმბოლური ცერემონიალით დასრულდა.
ფოტო: არქი
“ქალაქ რუსთავის განვითარებამ დაგვანახა დიდი პოტენციალი და შესაძლებლობა დაგვეწყო ისეთი მასშტაბური პროექტის მშენებლობა, როგორიც „არქი რუსთავია“. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტი თავისი გამწვანებით, ინფრასტრუქტურითა და ექსტერიერით.“ — არქის დამფუძნებელი ილია წულაია.
არქი რუსთავი მასშტაბური კომპლექსია, რომლის პირველი საცხოვრებელი სახლი 10 სართულსა და 168 ბინას მოიცავს. კომპლექსი ახალ რუსთავში, ლეონიძისა და ჩერკასკის ქუჩების კვეთაზე, კეთილმოწყობილ ლეონიძის სკვერთან შენდება. არქი რუსთავიდან რამდენიმე წუთის სავალზეა ყველაზე მოთხოვნადი და საჭირო ობიექტები: რუსთავის ცენტრალური პარკი, სუპერმარკეტები, სავაჭრო ცენტრი რუსთავი მოლ“, ორი საჯარო სკოლა, საცურაო აუზი, აგრარული ბაზარი. მდებარეობას მოსახერხებელს ხდის ისიც, რომ კომპლექსიდან გადაადგილება მარტივია, როგორც რუსთავში, ისე თბილისის მიმართულებით.
“ძალიან გვიხარია, რომ რუსთავის მიმართ ინტერესი იზრდება და ჩვენს ქალაქში მშენებლობას იწყებს ისეთი კომპანია, როგორიც არქია. ინტერესის გაზრდა გამოიწვია იმან, რომ მერიის გუნდი აქტიურად მუშაობს ქალაქის განვითარებაზე და გვჯერა, მალე რუსთავი ევროპული დონის ქალაქი იქნება. რუსთავის მერიის გუნდი წარმატებებს ვუსურვებთ და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ არქის.“ — რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე
ფოტო: არქი
საცხოვრებელ კომპლექსში არქი რუსთავი წარმოდგენილი იქნება ბინების მრავალფეროვანი არჩევანი. კომპლექსი 10 000 კვ.მ. რეკრეაციულ სივრეს მოიცავს, რაც სიმწვანეში ცხოვრების შესაძლებლობაა. გამწვანებულ სივრცეში განთავსებული იქნება საბავშვო გასართობი ზონები, სავარჯიშო სივრცეები და სპორტული მოედნები. არქი რუსთავის კომერციულ სივრცეებში კი განთავსდება არქელებისთვის ყოველდღიურად საჭირო სხვადასხვა ობიექტი.
“არქის და ჩვენი პარტნიორობა მრავალი წელია გრძელდება. ამ წლების განმავლობაში არაერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ ერთად და დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და კიდევ ბევრ ისეთ მასშტაბურ, განსაკუთრებულ პროექტზე ვითანამშრომლებთ, როგორიც არქი რუსთავია.“ — თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი გიორგი დარჩიაშვილი.
კომპლექსი არქი რუსთავი, როგორც არქის ყველა პროექტი, უმაღლესი ხარისხის მასალებით შენდება: გერმანულ ბრენდ YTONG-ის ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკი, ჩვეულებრივ ბლოკთან შედარებით 6-ჯერ ნაკლებად თბოგამტარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ბლოკით აშენებული სახლი უფრო დიდი ხნით ინარჩუნებს ოთახში ტემპერატურას, შენობის გასათბობად თუ გასაგრიებლად 40%-ით ნაკლები ენერგია იხარჯება და კომუნალური ხარჯები მცირდება; უმარლესი ხარისხის HPL პანელები და მიუნხენური ლესვა. არქი რუსთავი გამორჩეული იქნება როგორც მაღალი ხარისხითა და ინფრასტრუქტურით, ისე დახვეწილი ექსტერიერით.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
კომენტარები