TI-ის შეფასებით, 2023 წელს, პარლამენტი კიდევ უფრო დახურული და გაუმჭვირვალე უწყება გახდა
ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო (TI) შეფასებით, 2023 წელს საქართველოს პარლამენტი, სამოქალაქო საზოგადოებისა და კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის, კიდევ უფრო დახურული და გაუმჭვირვალე უწყება გახდა.
"პარლამენტის შენობაში შესვლასა და კომიტეტის სხდომაზე დასწრებაზე უარის თქმა დაუსაბუთებლად, მხოლოდ პარლამენტის უსაფრთხოების წესებზე ზოგადი მითითებით ხდებოდა. პარლამენტი აღარ გასცემს იმ საჯარო ინფორმაციას, რომელიც დეპუტატების კრიტიკის საფუძველი შეიძლება გახდეს", — წერს TI.
მისივე თქმით, პარლამენტმა, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ფარგლებში, მათ არ მიაწოდა ინფორმაცია პარლამენტის წევრთა სიტყვით გამოსვლის რაოდენობაზე, დეპუტატების მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობებზე და კომიტეტების საქმიანობის შესახებ.
ძირითადი მიგნებები
TI-ის თქმით, 2023 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საქართველოსთვის, ვინაიდან ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, ხოლო ევროინტეგრაციის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარლამენტის როლი.
2023 წლის თებერვალში უმრავლესობის წევრებმა ხალხის ძალის სახით, პარლამენტს წარუდგინეს რუსული კანონი, რომელსაც პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. კანონპროექტების განხილვას დიდი მღელვარება მოჰყვა საზოგადოებაში. აქციები 2-8 მარტის ჩათვლით გრძელდებოდა.
"საპროტესტო აქციების შემდეგ, მმართველმა პარტიამ ინიციატივების უკან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. ხალხის ამ წინააღმდეგობამ და ევროპული არჩევანისთვის ბრძოლამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება", — წერს TI.
მისივე თქმით, საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე იმ 9 პირობიდან ერთ-ერთია, რომლის შესრულებაც ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების სანაცვლოდ განუსაზღვრა:
"საქართველოსთვის განსაზღვრული ცხრა პირობიდან ნაწილი 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციის გაგრძელება იყო, ზოგიერთი კი სრულიად ახალი. საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან შეასრულა მხოლოდ 3".
სტატისტიკური მონაცემები
TI-ის ინფორმაციით, 2023 წელს, საქართველოს პარლამენტში12 მინისტრის საათი და 6 ინტერპელაცია ჩატარდა.
- კომიტეტის სხდომაზე ანგარიშვალდებული პირები 6-ჯერ დაიბარეს (5 შემთხვევაში ინიციატორი ოპოზიცია იყო, 1 შემთხვევაში კომიტეტი). ანგარიშვალდებული პირი 5-ჯერ დაესწრო სხდომას;
- 73 საკანონმდებლო პაკეტთა (245 კანონის პროექტი) პროექტზე ვადის გაგრძელება 111-ჯერ იქნა გამოყენებული;
- შემცირდა სადეპუტატო კითხვების რაოდენობა, პარლამენტის 47 წევრმა სულ 2997 კითხვა გაუგზავნა მინისტრებსა და ანგარიშვალდებულ პირებს, აქედან 77 უმრავლესობის დეპუტატების, ხოლო ოპოზიციის 2920 კითხვა იყო. ყველაზე მეტი კითხვა ოპოზიციის დეპუტატმა თინათინ ბოკუჩავამ გააგზავნა (582 კითხვა).
- ასევე, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ 3 მოთხოვნა დარეგისტრირდა პარლამენტში, ყველას ინიციატორი ოპოზიცია იყო. საგამოძიებო კომისია არც ერთ შემთხვევაში არ შექმნილა.
პარლამენტის წევრთა აქტიურობა
TI-ის მიხედვით, საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 98 წევრზე დაიხარჯა 1 836 033 17 ლარი.
- ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორია უმრავლესობიდან ირმა ზავრადაშვილი (105 კანონის პროექტი), ხოლო ოპოზიციიდან ალექსანდრე რაქვიაშვილი (74 კანონის პროექტი);
- პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტჯერ გააცდინა ოპოზიციიდან ცეზარ ჩოჩელმა (23 გაცდენა), ხოლო უმრავლესობიდან ელისო ბოლქვაძემ ( 13 გაცდენა);
- კომიტეტის სხდომა არასაპატიო მიზეზით ოპოზიციიდან ყველაზე მეტჯერ გააცდინა გიორგი გოდაბრელიძემ (16 გაცდენა), ხოლო უმრავლესობიდან მარიამ ლაშხმა (10 გაცდენა).
მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები
TI-ის თქმით, პროგრესულად შეფასებულ კანონთა შორისაა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი, კორუფციის შესახებ კანონში ცვლილება, რომლითაც პროკურორები ვალდებული არიან ქონებრივი დეკლარაცია წარადგინონ.
ასევე, ნეგატიურადაა შეფასებული შემდეგი საკანონმდებლო ცვლილებები: შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების წინასწარი აკრძალვის შესახებ ინიციატივა, სიძულვილის ენის რეგულირებასთან დაკავშირებით მაუწყებლის შესახებ ცვლილებები, რეგლამენტში ცვლილებები ანგარიშვალდებულების და კონტროლის შესახებ.
ძირითადი გამოწვევები
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო წერს, რომ 2023 წელს განსაკუთრებით გაუარესდა პარლამენტის ღიაობა და გამჭვირვალობა, რადგან ამოქმედდა მედიის აკრედიტაციის განახლებული რეგულაციები, რომელმაც პარლამენტი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კიდევ უფრო დახურული და გაუმჭვირვალე უწყება გახადა.
- TI-ს შეფასებით, პარლამენტის რეგლამენტით გაუარესდა საპარლამენტო კონტროლი, ანგარიშვალდებული ორგანოს ანგარიშების უმრავლესობის პლენარულ სხდომაზე განხილვა აღარ არის სავალდებულო;
- უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის განხორციელება სუსტია. ნდობის ჯგუფი კვლავ არასრული შემადგენლობით ახორციელებს საქმიანობას;
- პარლამენტში არ იქმნება დროებით საგამოძიებო კომისია. უმრავლესობა ხელოვნურად უშლის ხელს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას:
- "უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტის კენჭისყრა არ შედგა, რადგან უმრავლესობის დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს სხდომის წინ. როგორც განაცხადეს, ეს იყო სანქცირებული მოსამართლეების "სოლიდარობის აქტი", — წერს TI.
- მინისტრები და სხვა ანგარიშვალდებული პირები დროულად და სრულად არ პასუხობდნენ სადეპუტატო კითხვებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კითხვის ავტორი ოპოზიციონერი დეპუტატი იყო:
- "პასუხგაუცემელი სადეპუტატო კითხვებიდან 791 ავტორი იყო ოპოზიცია (რაც ოპოზიციის მიერ დასმული კითხვების 27%-ს წარმოადგენს), ხოლო უმრავლესობის მიერ დასმულ 5 კითხვას არ გაეცა პასუხი (რაც უმრავლესობის მიერ დასმული კითხვების 6%-ს წარმოადგენს)".
- TI წერს, რომ ეთიკის კოდექსის მიღების მიუხედავად, დღემდე არ არის ჩამოყალიბებული ეთიკის საბჭოს შემადგენლობა. შედეგად, ვერ ხდება ეთიკის კოდექსის მოთხოვნების აღსრულება, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის წევრები ხშირად არღვევენ ეთიკურ ნორმებს, პარლამენტში კვლავ არ მოქმედებს ეთიკის კომისია;
- გამოწვევად რჩება დაჩქარებული წესით კანონპროექტების განხილვის პრაქტიკა. პარლამენტმა ამ წესით 122 კანონის პროექტი მიიღო: "საკანონმდებლო წინადადების განხილვას ფორმალური ხასიათი გააჩნია".
TI-ის რეკომენდაციები:
საპარლამენტო ზედამხედველობა: უნდა გაძლიერდეს უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობა, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სრულფასოვანი ზედამხედველობისათვის პარლამენტში შეიქმნას სპეციალიზებული სტრუქტურა, რომელთანაც უნდა არსებობდეს ექსპერტთა დამოუკიდებელი საბჭო;
- უნდა არსებობდეს საპარლამენტო ზედამხედველობის სათანადო გარანტიები რეგლამენტში, კერძოდ უზრუნველყოფილი იყოს ოპოზიციის სრულფასოვანი მონაწილეობა.
- სავალდებულო უნდა იყოს დამოუკიდებელი ორგანოების მიერ პარლამენტისათვის წარდგენილი საქმიანობის ანგარიშების პლენარულ სხდომაზე განხილვა. უმრავლესობა ხელოვნური ბერკეტებით არ უნდა აფერხებდეს ოპოზიციის მიერ კონტროლის მექანიზმების გამოყენებას;
- გარდა ამისა, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების ხელმძღვანელების დანიშვნისას, პოლიტიზებული გადაწყვეტილების თავიდან ასაცილებლად, სავალდებულო უნდა იყოს ოპოზიციურ ფრაქციებთან კონსულტაცია და რეგლამენტში უნდა გაიწეროს მათთან შეთანხმების გზით გადაწყვეტილების მიღების წესი.
კანონშემოქმედებითი მიმართულება: TI-ის მიხედვით, ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე საკანონმდებლო პროცესი ფართო დისკუსიისა და ექსპერტების ჩართულობის ფონზე უნდა მიმდინარეობდეს, პარლამენტის წევრები ამ პროცესში უნდა ითვალისწინებდნენ საზოგადოების აზრს, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების დროს უნდა კეთდებოდეს რეგულირების ზეგავლენის შეფასება.
- მხოლოდ საგამონაკლისოდ უნდა ხდებოდეს როგორც დაჩქარებული წესით კანონპროექტთა, ასევე მათი განხილვის ვადების გადაწევა;
- საკანონმდებლო წინადადებები სამოქალაქო ჩართულობის ფორმალურ ინსტრუმენტად არ უნდა იქცეს: "პარლამენტი საკანონმდებლო წინადადებებს დროულად უნდა იხილავდეს და ასევე აძლევდეს საშუალებას წინადადების ავტორებს კომიტეტზე წარადგინონ მოსაზრებები", — წერს TI.
ღიაობა და გამჭვირვალობა: პარლამენტი ხელს უნდა უწყობდეს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართულობას საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში და არ უნდა ქმნიდეს ხელოვნურ ბარიერებს.
- პარლამენტი უნდა უზრუნველყოფდეს სამოქალაქო საზოგადოების და მედიის ჩართულობას საპარლამენტო საქმიანობაში და არ ახდენდეს მათი მონაწილეობისა და ჩართულობის დაბლოკვას საკანონმდებლო ცვლილებების თუ არსებული წესების დარღვევის ხარჯზე;
- პარლამენტი კანონით დადგენილ ვადებში და წესით უნდა გასცემდეს საჯარო ინფორმაციას, რაც მისივე საქმიანობის გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას ემსახურება.
- პარლამენტის შენობაში შესვლა დაუსაბუთებლად არ უნდა ეზღუდებოდეთ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს;
- ეთიკის კოდექსის ამოქმედების მიზნით, პარლამენტმა დროულად უნდა შეძლოს ეთიკის საბჭოს დაკომპლექტება.
- TI-ის შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში, გახშირებულია დეპუტატებს შორის როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური დაპირისპირება, რაზეც სათანადო რეაგირების შესაძლებლობა არ არსებობს.
-
Global Finance: საქართველოს ბანკი რეგიონში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და დაკრედიტების მიმართულებით Global Finance: საქართველოს ბანკი რეგიონში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და დაკრედიტების მიმართულებით
-
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში — მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში — მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
-
აღმოაჩინეს "ცხელი ყინულის" ფორმა, რომელიც შეიძლება ურანისა და ნეპტუნის წიაღში არსებობდეს აღმოაჩინეს "ცხელი ყინულის" ფორმა, რომელიც შეიძლება ურანისა და ნეპტუნის წიაღში არსებობდეს
გადახედვა
-
კობახიძის აცხადებს, რომ "უფრო მეტად ჩაჰყვება" ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს კობახიძის აცხადებს, რომ "უფრო მეტად ჩაჰყვება" ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს
გადახედვა
-
შესაძლოა, ახალგაზრდა მზემ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა შთანთქა შესაძლოა, ახალგაზრდა მზემ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა შთანთქა
გადახედვა
-
საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 177 ლარით გაიზარდა — რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურება? საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 177 ლარით გაიზარდა — რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურება?
გადახედვა
-
კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა
გადახედვა
-
როგორ იქცა NB Dental ორთოდონტიული ცენტრიდან მულტიდისციპლინურ სტომატოლოგიურ კლინიკად? როგორ იქცა NB Dental ორთოდონტიული ცენტრიდან მულტიდისციპლინურ სტომატოლოგიურ კლინიკად?
-
ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე — STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე — STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ
-
ირანისათვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის პროცესში მონაწილეობის გამო აშშ-მა "ვითიბი ბანკი" დაასანქცირა ირანისათვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის პროცესში მონაწილეობის გამო აშშ-მა "ვითიბი ბანკი" დაასანქცირა
გადახედვა
-
ემი 2026-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია — იხილეთ სია ემი 2026-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია — იხილეთ სია
გადახედვა
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
-
გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წელს ულოცავს გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წელს ულოცავს
გადახედვა
-
გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
კომენტარები