კოჩისი: ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოში რუსეთის ოკუპაცია უნდა დაგმოს
ამერიკის ხმის ინტერვიუ ჰერითიჯის ფონდის მარგარეტ ტეტჩერის თავისუფლების ცენტრის ევროპის პოლიტიკის სპეციალისტ დენიელ კოჩისთან, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტზე საქართველოში, ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის დღევანდელობასა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ აშშ-ს როლზე:
რას ნიშნავს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსთვის და რა გზავნილს მიიღებს რუსეთი?
ვფიქრობ, ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი პრეზიდენტ ტრამპის ევროპული ტურნეს, განსაკუთრებით ვარშავის “სამი ზღვის ინიციატივის სამიტის” მნიშვნელოვანი გაგრძელებაა.
ამჯერად ვიცე-პრეზიდენტი ბალტიის, ადრიატიკისა და შავი ზღვის რეგიონების მოკავშირეებთან ჩადის. გზავნილი კი ის არის, რომ აშშ გულშემატკივრობს ამ ქვეყნებს, სურს მათი გაძლიერება და მათი მიტოვება არც კი უფიქრია. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ აშშ ამ ქვეყნების გრძელვადიანი განვითარებითაა დაინტერესებული და რუსეთის გამო აღნიშნულ სახელმწიფოთა ინტერესების დათმობას არ აპირებს.
საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე რას გვეტყვით? როგორ აფასებთ თბილისისა და ვაშინგტონის ურთიერთობის ხარისხს?
საქართველო აშშ-ის ძლიერი მოკავშირეა. თანამშრომლობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან დაიწყო და სხვადასხვა მთავრობების მიერ ქვეყანაში ეკონომიკის ლიბერალიზაციითა და დემოკრატიის ხელშეწყობით გაძლიერდა. აშშ-საქართველოს ურთიერთობის კიდევ ერთი მონაპოვარი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაა: საქართველო ნატოს სამშვიდობო მისიების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის გარდა, ის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ერთობლივ წვრთნებს (“ღირსეული პარტნიორი”) ატარებს. საქართველო გულმოდგინედ აგრძელებს სვლას ნატოსა და ევროკავშირისაკენ. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა უნდა განაცხადოს, რომ ამერიკა მის ძალისხმევას მხარს უჭერს და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაში დაეხმარება. თავის მხრივ, საქართველომ ინტეგრაციისკენ სვლა უნდა გააგრძელოს.
რა საგრძნობ შედეგს ელით ვიცე-პრეზიდენტის ევროპული ვიზიტისაგან?
ვფიქრობ, ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს მოუწოდებს, რომ მან ნატოში გაწევრიანებისათვის ძალისხმევა არ დაიშუროს. ასევე, ვიცე-პრეზიდენტმა რეგიონში რუსეთის ქმედებებს თავის სახელი უნდა დაარქვას და თქვას, რომ ესაა უცხო ქვეყნის ოკუპაცია. და ბოლოს, ვისურვებდი, რომ დაიწყოს საუბარი, უკრაინის მსგავსად, საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებაზე, რადგან საქართველო რუსეთის უკანონო ოკუპაციის პირობებში ცხოვრობს.
რა რეაქცია ექნება რუსეთს რეგიონში ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე?
ვფიქრობ, მოსკოვში უნდა გაიგონ, რომ აშშ ბალკანელ, ბალტიისპირელ და ქართველ მეგობრებთან აქტიურად ურთიერთობს. პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა ამ ადმინისტრაციის მუშაობის ხანმოკლე პერიოდში დაამტკიცეს, რომ მათ საამისო პოლიტიკური ნება გააჩნიათ. აშშ ევროპასთან ურთიერთობას ააქტიურებს ისეთი ხარისხით, რაც ათ წელზე მეტია, არ გვინახავს. ვგულისხმობ საბიუჯეტო ინიციატივებს, ჯარების გადაადგილებასა თუ ერთობლივ წვრთნებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აშშ მზადაა, მოკავშირეებს გვერდში დაუდგეს და მათი ინტერესები დაიცვას.
8 აგვისტოს საქართველო-რუსეთის ომის მეცხრე წლისთავი აღინიშნება. იმ დროს აშშ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი რომ ყოფილიყო, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა რუსეთის შემდგომი აგრესიის შეკავება უკრაინაში?
გეთანხმებით, მაშინ ამერიკა რუსეთის მყისიერი აგრესიით სახტად დარჩა. რუსეთის მიმართ საკმარისი სიმკაცრე ვერ გამოვიჩინეთ. იმ მოვლენებიდან ბევრი არც არაფერი ვისწავლეთ. რუსეთმა კი რამდენიმე წელიწადში ანალოგიური რამ გაიმეორა ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში. აშშ-მ მკაცრად უნდა დაგმოს რუსეთის ქმედებები, შეეწინააღმდეგოს რუსეთის აგრესიას და ეცადოს, თავიდან აიცილოს მისი მომავალი თავდასხმები. კონგრესის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციები ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.
რადგან სანქციები ახსენეთ, რა უნდა გააკეთოს შეერთებულმა შტატებმა სანქციების გარდა, რათა მომავალში რუსეთის დესტრუქციული ქმედებები გამორიცხოს?
კონგრესის ბოლო სანქციები რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ქმედებებით იყო შთაგონებული, თუმცა ნათელია, რომ ყველაფერი საქართველოზე თავდასხმით დაიწყო. შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს რუსეთის ძირგამომთხრელი ნაბიჯების, მათ შორის, პროპაგანდის დაგმობა და დაეხმაროს ჟურნალისტებს ყალბი ცნობების გამოაშკარავებაში.
როგორი იქნება ევროპელთა რეაქცია მკაცრ ამერიკულ სანქციებზე რუსეთის წინააღმდეგ?
სხვათა შორის, რუსეთი გაკვირვებული იყო, თუ რამდენ ხანს გაძლო ევროკავშირის სოლიდარობამ. მოსალოდნელია, რომ აზრთა ძირითადი განსხვავებები ენერგო სფერო საკითხში იქნება, თუმცა ძირითადად შეერთებული შტატები და ევროპა მხარდამხარ მივდივართ.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები