DRI: კარბაიას მკვლელობაში მონაწილე პოლიციელები გათავისუფლდნენ, ეს ეთნიკური დისკრიმინაციის ინსტიტუციური დადასტურებაა
მოკლედ: დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) ინფორმაციით, გალის რაიონის სოფელ წარჩეს მკვიდრი, 44 წლის ვიტალი (თემურ) კარბაიას მკვლელობაში მონაწილე პოლიციელები გალის დე ფაქტო რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა.
- "ეს ფაქტი ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკური დისკრიმინაციის მორიგი ინსტიტუციური დადასტურებაა", — წერს DRI.
დეტალები: DRI-ის ინფორმაციით, 2024 წლის 28 მაისს, გალის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დახურულ რეჟიმში ჩატარებულ სასამართლო პროცესზე დაადგინა, რომ თემურ კარბაიას სიკვდილი მილიციის თანამშრომლების მიერ ჩადენილი არა წინასწარ განზრახული, არამედ დაუდევარი ქმედებების შედეგად დადგა.
მოსამართლემ, დაკავებული პოლიციელები ალბერტ ზარაკუა და ვიანორ აბშილავა, სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა.
- მკვლელობაში ბრალდებულებს ჯარიმის სახით ორმოცდაათი ათასი რუბლის (ათას ექვსასი ლარის ეკვივალენტი) გადახდა მოუწევთ. მათ, ასევე, ერთი წლის ვადით აეკრძალათ საჯარო თანამდებობების დაკავების უფლება.
- ვარაუდობენ, რომ თითოეულმა დაკავებულმა მოსამართლეს ასი ათასი რუბლის (დაახლოებით სამი ათას ორასი ლარი) ქრთამი გადაუხადა.
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტისთვის უცნობია საქმის განმხილველი მოსამართლის ვინაობა.
გარდა ამისა, თებერვალში, ზუგდიდში დააკავეს კარბაიას საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი — აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის თანამშრომელი, უმცროსი ლეიტენანტი დავით კვეკვესკირი.
- სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით კვეკვესკირი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის საფუძველზე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით.
- აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურის ინფორმაციით, კვეკვესკირის მიმართ გამოცხადებულია ძებნა, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალები აღნიშნულ საქმეზე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.
კონტექსტი: DRI-ის ცნობით, ვიტალი კარბაია 2023 წლის 9 დეკემბერს გალის დე ფაქტო მილიციის განყოფილების თანამშრომლების მხრიდან სასტიკი ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა. ის 2023 წლის 6 დეკემბერს გალის დე ფაქტო მილიციის თანამშრომლებმა შეპასუხების გამო სასტიკად სცემეს.
- კლინიკაში მიყვანილ ვიტალი კარბაიას ჩამტვრეული ჰქონდა ნეკნები, ჰქონდა ტვინის შერყევა და სისხლს აღებინებდა. მოგვიანებით, უგონო მდგომარეობაში მყოფი სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოში გადაიყვანეს.
- კარბაიას სიკვდილის თარიღად გაფორმებულია 9 დეკემბერი.
"თავდაპირველად, გალის დე ფაქტო მილიცია და აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო გარდაცვალების მიზეზად დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას და დაკავებისას მის ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ქვეშ ყოფნას ასახელებდა", — წერს DRI.
- მისივე თქმით, აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიერ მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად:
- "კარბაია უცენზურო სიტყვებით მიმართავდა პოლიციის თანამშრომლებს და მათ შენიშვნებზე არ რეაგირებდა. კარბაიას შემოწმებისა და იდენტიფიცირების შემდეგ, ის გადაყვანილი იქნა გალის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც გამეტებით ცდილობდა საკუთარ სხეულზე მიეყენებინა დაზიანებები, რის შემდეგ ის გადაყვანილი იქნა რაიონის საავადმყოფოში მედიკამენტური ჩარევის მიზნით".
DRI წერს, რომ კარბაიას თვითდაზიანების მიყენების შედეგად გარდაცვალების შესახებ თავდაპირველ ვერსიას საზოგადოებაში დიდი მღელვარება მოყვა.
- გარდაცვლილის ოჯახის ახლო ნათესავების ჩარევითა და მოსახლეობის ზეწოლის შედეგად კი, აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდა კარბაიას დაკავებაში მონაწილე მილიციელების წინააღმდეგ გამოძიება დაეწყო.
- გამოძიებას ხელი შეუწყო აფხაზეთის დე ფაქტო სახალხო დამცველის ანას ქიშმარიას დროულმა ჩარევამ, რომელმაც აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კარბაიას საქმეზე შემოწმების მიზნით მიმართა.
- "მოგვიანებით, საქმეში ჩართული მილიციელების დაკავებამ და მათმა სასამართლო პროცესმა, სამართლიანობის აღდგენის იმედი გააჩინა. თუმცა, მოლოდინი არ გამართლდა.", — წერს DRI.
DRI-ის შეფასებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურ ქართველებს საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა მხოლოდ აფხაზი ნათესავების გამოსარჩლებით და საშუალებით შეუძლიათ.
- სწორედ ასე შებრუნდა გალის დე ფაქტო მილიციის განყოფილების თანამშრომლების ალბერტ ზარაკუას და ვიანორ აბშილავას საქმე აფხაზეთის დე ფაქტო სასამართლოში. თუმცა, შესაბამისი შედეგის გარეშე.
- "ოკუპირებულ გალში მაცხოვრებელი ქართველებს ყოველდღიური ყოფითი შეხება აფხაზურ დე ფაქტო ადმინისტრაციასთან ან მილიციასთან კიდევ უფრო მეტად აუცხოებს მათ აფხაზებისგან, რაც რუსეთის მედიატორულ და პროტექტორულ როლს ზრდის, განსაკუთრებით, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს ხელისუფლების პასიური, სტრატეგიული ხედვის არმქონე პოლიტიკის ფონზე", — წერს DRI.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია
გადახედვა
-
ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს
გადახედვა
-
"არა პატიმრების წამებას" — პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს "არა პატიმრების წამებას" — პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
გადახედვა
-
მომიტინგეების 71%-მა ორი ან მეტი ქიმიური საშუალების ზემოქმედება განიცადა — ეუთოში კვლევა წარადგინეს მომიტინგეების 71%-მა ორი ან მეტი ქიმიური საშუალების ზემოქმედება განიცადა — ეუთოში კვლევა წარადგინეს
გადახედვა
-
იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში
-
მალე Gemini-ის უფასო ვერსიით სარგებლობა შეგვეზღუდება — რა იცვლება მომხმარებლებისთვის მალე Gemini-ის უფასო ვერსიით სარგებლობა შეგვეზღუდება — რა იცვლება მომხმარებლებისთვის
გადახედვა
-
ყირგიზეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო საზღვარზე კონტროლი გააძლიერეს ყირგიზეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო საზღვარზე კონტროლი გააძლიერეს
გადახედვა
-
ყოფილი პრინცი ენდრიუ პოლიციას მისი ჩხრეკისა და დაკავებისთვის უჩივის ყოფილი პრინცი ენდრიუ პოლიციას მისი ჩხრეკისა და დაკავებისთვის უჩივის
გადახედვა
-
ზურაბ აბაშიძე ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ჩრდ. მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს ელჩად დაინიშნა ზურაბ აბაშიძე ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ჩრდ. მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს ელჩად დაინიშნა
გადახედვა
-
ელიფ შაფაქის ახალი რომანი გუსტავ ფლობერის ცხოვრებაზეა ელიფ შაფაქის ახალი რომანი გუსტავ ფლობერის ცხოვრებაზეა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას— მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას— მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე
-
7 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე დებატები გაიმართება 7 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე დებატები გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
-
რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები? რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები?
-
"მეთადონი", "სუბოქსინი", "კეტამინი", "ჰაშიში", "მარიხუანა" — ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს "მეთადონი", "სუბოქსინი", "კეტამინი", "ჰაშიში", "მარიხუანა" — ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა" აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა"
გადახედვა
-
ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა
გადახედვა
-
პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საგანმანათლებლო ცენტრი დაიხურა პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საგანმანათლებლო ცენტრი დაიხურა
გადახედვა
-
კუთხის დივნები: როგორ შევარჩიოთ ზომა და სწორი განლაგება? კუთხის დივნები: როგორ შევარჩიოთ ზომა და სწორი განლაგება?
კომენტარები