Google Maps ჩვენი ადგილმდებარეობის მონაცემებს სხვაგვარად შეინახავს — რა იცვლება
Google Maps ჩვენი ადგილმდებარეობის მონაცემებს "ქლაუდზე" აღარ შეინახავს. ეს ინფორმაცია მალე მხოლოდ ჩვენივე მოწყობილობებზე დარჩება.
Google-ის წერილში ნათქვამია, რომ პირველ დეკემბრამდე გვაქვს დრო, მობილურზე მგზავრობის ისტორია შევინახოთ; ამის შემდეგ ძველი მონაცემების წაშლა დაიწყება. Timeline (ყოფილი Location History, ანუ ადგილმდებარეობის ისტორია) ფუნქციაა, რომელიც მობილურის ლოკაციაზე დაყრდნობით ჩვენი მგზავრობების ისტორიას იმახსოვრებს, შემდეგ კი საშუალებას გვაძლევს, ხელახლა ვესტუმროთ ადრე ნანახ ადგილებს.
ახლა უკვე, ნაცვლად Google-ის ანგარიშზე შენახვისა, კომპანია ამ ინფორმაციას თქვენ მიერ გამოყენებულ მოწყობილობებზე დატოვებს.
///
ახალი ცვლილება ნიშნავს, რომ რუკის ვებსაიტიდან Timeline-ზე წვდომას ვეღარ შეძლებთ. თუკი Timeline-ის პარამეტრებს დეკემბრამდე არ გაააქტიურებთ, Google ბოლო 90 დღის მგზავრობის ისტორიას იმ პირველივე მოწყობილობაზე გადაიტანს, რომლიდანაც გუგლის ანგარიშში შეხვალთ. კომპანია შემდეგ ამაზე ძველ ყველა მონაცემს წაშლის.
თუ გსურთ, რომ Timeline-ით სარგებლობა განაგრძოთ, მობილურზე Google Maps გახსენით, ეკრანის ზედა მარჯვენა ნაწილში საკუთარ პროფილის სურათს დააჭირეთ და Your Timeline აირჩიეთ.
აქედან შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, ადგილმდებარეობის მონაცემები თავადვე წაშალოთ, როცა მოისურვებთ, თუ ეს გუგლმა ავტომატურად გააკეთოს 3, 18 ან 36 თვის შემდეგ. Google შეინახავს იმ ინფორმაციას, რომლის დატოვებაც თავად გენდომებათ.
ცნობისთვის, წარსულში კომპანიამ ადგილმდებარეობის ისტორიიდან სენსიტიური ლოკაციების წაშლა დაიწყო, მათ შორის: აბორტის კლინიკების, ოჯახური ძალადობისათვის მსხვერპლთა თავშესაფრების, წონის კლების ცენტრებისა და სხვ. Google Maps იმგვარად განახლდა, რომ ხელისუფლებას ინფორმაციაზე წვდომა შეზღუდოდა.
გუგლმა ახალი ცვლილების შესახებ პირველად 2023 წლის დეკემბერში გვამცნო. ამ ინიციატივის მიზანი კონფიდენციალურობის გაუმჯობესებაა.
კომენტარები