წულუკიანი: კანონის ცვლილების შედეგად, საკონსტიტუციო სასამართლოზე გავლენა ენმ-ს ვეღარ ექნება
ფოტო: იუსტიციის სამინისტრო
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმის შედეგად ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მასზე გავლენა ვეღარ ექნება:
"საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია, რომელშიც ვარძელაშვილი და კოპალეიშვილი არიან, არის ის კოლეგია, რომელიც პრაქტიკულად ერთი პოლიტიკური და მეგობრული ოჯახია ბატონ ნიკა გვარამიასთან".
ჟურნალისტის შეკითხვას, გასცემს თუ არა წულუკიანი ნიკა გვარამიას ბრალდებებს პასუხს, იუსტიციის მინისტრმა უპასუხა:
"მე არ მიმაჩნია ის სერიოზულ პერსონაჟად, მაგრამ თუ ის ჩემი იუსტიციის მინისტრობით არის უბედური, გამიხარდება, ეს ჩემთვის ძალიან დიდი კომპლიმენტია, რადგან ჩვენ 4 წლის განმავლობაში შევძელით ის, რაც მისი გუნდის 9 წლიანი მმართველობის პერიოდში ვერ გახდა შესაძლებელი. ეს არის შენება და მშენებლობა, პროცესი, პროგრესი კანონის ძალით".
იუსტიციის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ კანონის შესაბამისად, მოსამართლეს, ამ შემთხვევაში ტურავას, მიეცა უფლება, რომ საქმე პლენუმმა განიხილოს, რომელიც უფრო მაღალი ლეგიტიმურობის ორგანოა და შესაბამისად, 2 და 3 მოსამართლის ხელში არ იქნება ქვეყნის ბედი:
"ა.გ. მიმაჩნია, რომ ყველა ის მნიშვნელოვანი ორგანული კანონი, რომელსაც პარლამენტი, ხალხის მიერ არჩეული ხალხი, იღებს, 2-მა და 3-მა მოსამართლემ არ უნდა ცნოს ანტიკონსტიტუციურად, ისინი უნდა ჩაითვალოს განსაკუთრებული მნიშვნელობის თემებად და კარგია თუ მათ პლენუმი განიხილავს".
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მერაბ ტურავამ რუსთავი 2-ის საქმის სარჩელების განხილვის მოთხოვნით პლენუმს, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 7 ივნისს, მიმართა:
"მივმართავ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ისა და შპს ტელეკომპანია საქართველოს ზოგიერთი სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიიდან პლენუმისთვის გადაცემის და პლენუმის მიერ განხილვის თაობაზე".
აღსანიშნავია, რომ გიგი უგულავას საქმის 7 ივნისს დანიშნული სასამართლოს სხდომაც სწორედ საქმის სარჩელის პლენუმისადმი გადაცემის მიზეზით გადაიდო.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საშუალება მოსამართლეებs მას შემდეგ მიეცათ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შევიდა ერთ-ერთი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ერთ მოსამართლეს შეუძლია კოლეგიაში საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე საქმე პლენუმს გადასცეს განსახილველად.
-
CERN-ში ჰიქსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიქსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა
გადახედვა
-
საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა
გადახედვა
-
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
გადახედვა
-
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
-
პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს
გადახედვა
-
რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას? რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო
გადახედვა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
-
ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ
-
ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა
გადახედვა
-
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს
გადახედვა
-
"პოლიტიკა ხან ასე იქნება, ხან ისე, ყოველთვის დავრჩებით მეზობლებად" — კობახიძე ამბობს, რუსოფობია ხალხს "ხელოვნურად მოახვიეს თავს" "პოლიტიკა ხან ასე იქნება, ხან ისე, ყოველთვის დავრჩებით მეზობლებად" — კობახიძე ამბობს, რუსოფობია ხალხს "ხელოვნურად მოახვიეს თავს"
გადახედვა
-
გაატარე მეტი ფასდაკლებით — ალდაგისა და ვისოლის სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო გაატარე მეტი ფასდაკლებით — ალდაგისა და ვისოლის სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო
კომენტარები