საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
ფოტო: მაიკო გაგუა / On.ge
რა ხდება: საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი რუსულ კანონთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და მოუწოდებს ხელისუფლებას, უკან გაიწვიოს კანონპროექტი.
დეტალები: მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს კანონი ძალიან ჰგავს 2012 წელს რუსეთში მიღებულ და 2022 წელს გაფართოებულ მჩაგვრელ კანონმდებლობას, რამაც განაპირობა საერთაშორისო გამჭვირვალობა — რუსეთის "არასასურველ ორგანიზაციად“ დასახელება, რასაც, საბოლოოდ, მისი დახურვა მოჰყვა.
- "ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად ძირს უთხრის დემოკრატიულ პრინციპებს და მიღწეულ პროგრესს ქვეყანაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერების მიმართულებით. ეს, ასევე, სერიოზული უკუსვლაა სამოქალაქო თავისუფლებებისთვის, მედიის თავისუფლებისთვის და სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებისთვის საქართველოში. ასევე, ეს არის ნაბიჯი, რომელმაც, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეაფერხოს ერის ევროინტეგრაციის პროცესი", — წერია განცხადებაში.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გამოითხოვოს ეს კანონპროექტი და შეაჩეროს თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე, მათ შორის, მათ ადგილობრივ წარმომადგენლობაზე — "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოზე".
- იგი, ასევე, მოუწოდებს მთავრობას, დაიწყოს კონსტრუქციული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უზრუნველყოს, რომ ნებისმიერმა ახალმა კანონმდებლობამ გააძლიეროს და არა ძირი გამოუთხაროს საქართველოს ერთგულებას გამჭვირვალობისა და დემოკრატიული მმართველობისადმი.
ორგანიზაცია წერს, რომ უცხოური დაფინანსების მიმღები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია სუბიექტების კატეგორიზაციას, როგორც "ორგანიზაციები, რომლებიც მხარს უჭერენ უცხოური ძალაუფლების წარმომადგენელთა ინტერესებს“, ახლავს მძიმე სტიგმა და მათი მნიშვნელოვანი საქმიანობის დისკრედიტაცია — "ასეთი ზომები არა მხოლოდ შემზღუდველია, არამედ საზიანოა დემოკრატიული დისკურსისა და ჩართულობისთვის".
- "საქართველოს მიერ ერთი და იმავე კანონის სხვა სახელწოდებით ხელახალი შემოღება არ ცვლის საფუძვლიან განზრახვას, ძირი გამოუთხაროს სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობას, ისაუბროს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადახედოს ამ რეგრესულ გზას და კიდევ ერთხელ დაადასტუროს თავისი ერთგულება ღია მმართველობისა და დემოკრატიული მთლიანობის პრინციპებისადმი. საქართველოს დემოკრატიის მომავალი და მისი ადგილი ევროპულ საზოგადოებაში დამოკიდებულია კრიტიკული ხმების დაცვაზე და არა დევნაზე“, — თქვა საერთაშორისო გამჭვირვალობის თავმჯდომარემ, ფრანსუა ვალერიანმა.
კონტექსტი: 83 ხმით 0-ის წინააღმდეგ, ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო გუშინ, 17 აპრილს. ამას მოჰყვა მასშტაბური სახალხო პროტესტი თბილისში, ჯერ საქართველოს პარლამენტის წინ, შემდეგ — მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან. ხალხი რუსული კანონის მიღებას აპროტესტებს საქართველოს დიდ ქალაქებშიც.
პროცედურულად: ზოგადად, კანონპროექტის მისაღებად საჭიროა დეპუტატების სამი მოსმენით მხარდაჭერა პლენარულ სხდომაზე.
- რუსული კანონის საბოლოო, მესამე მოსმენით მხარდაჭერის თარიღად 17 მაისია განსაზღვრული.
- კანონი, მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტს გადაეგზავნება.
- პრეზიდენტმა თქვა, რომ ის კანონს ვეტოს დაადებს.
- თუმცა, ამის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება, მას დასაძლევად საკმარისი მანდატი აქვს.
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
"ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე "ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე
გადახედვა
-
ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა? TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა?
გადახედვა
-
ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს
გადახედვა
-
გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
-
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
-
"სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს "სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს
გადახედვა
კომენტარები