მოკლედ: შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს, "თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და პოლიციელებზე თავდასხმებისგან".

უწყებამ განცხადება გაავრცელა.

დეტალები: მათი ინფორმაციით, დაშავდა შსს-ს ერთი თანამშრომელი.

  • "იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეები გააგრძელებენ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს", — ნათქვამია მათ განცხადებაში.

პარლამენტთან მობილიზებულია დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალა, ასევე, ჭავლის მანქანა.

ცოტა ხნის წინ გაუშვეს წიწაკის სპრეიც.