ისრაელმა ირანული რაკეტა დედამიწის ზედაპირიდან 100 კილომეტრის სიმაღლეზე გაანადგურა — როგორ
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელმა ირანის მიერ გაშვებული რაკეტა ეგზოატმოსფერული ინტერაქციით გაანადგურა.
ეგზოატმოსფერულ ჩარევაში დედამიწის ატმოსფეროს გარეთ რაკეტის განადგურება იგულისხმება. დედამიწის ატმოსფერო ზღვის დონიდან დაახლოებით 100 კილომეტრის სიმაღლეზე მთავრდება. ეს არის კარმანის ხაზი, სიმაღლე ზღვის დონიდან, რომელიც დედამიწის ატმოსფეროს საზღვრად ითვლება. ამ საზღვარს მიღმა ნებისმიერი ინტერაქცია ეგზოატმოსფერულია.
კომპლექსური პროცესი
ბალისტიკური რაკეტა გასროლის შემდეგ დედამიწის ატმოსფეროს ტოვებს და ისე მიემართება მიზნისკენ. ამ ფაზის განმავლობაში, თავდაცვის სისტემა რაკეტის განადგურებას ქობინის გამოშვებამდე ცდილობს.
ასეთ დროს რადარი რაკეტას ეძებს და როდესაც მას აფიქსირებს, ხდება დამჭერი რაკეტის გაშვება.
დამჭერი რაკეტა, რომელიც აღჭურვილია სენსორებით და ხელმძღვანელობს სახმელეთო რადარის მონაცემებით, სამიზნეს კოსმოსში ეჯახება. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, გასროლილ ტყვიას, მეორე ტყვია რომ გაარტყათ.
შედეგი
დამჭერი რაკეტა ბალისტიკურ რაკეტასთან მიახლოებისას ფეთქდება. ეს ზემოქმედება ანადგურებს დამჭერ რაკეტას და მასთან ერთად ბალისტიკურ რაკეტასაც.
შედეგად წარმოიქმნება ნამსხვრევები, რომელსაც ატმოსფერო საბოლოოდ ფანტავს. მაშინაც კი, თუ ქობინი სრულად არ არის განადგურებული, მისი აფეთქების ალბათობა მნიშვნელოვნად მცირდება.
იშვიათი ინტერაქცია
შესაძლოა, ეს კონფლიქტების ისტორიაში პირველი შემთხვევა იყოს. აქამდე მსგავსი "ჩაჭერა" მხოლოდ სიმულაციებსა და წვრთნებში ხდებოდა.
როდის არის ეგზოატმოსფერული ჩარევა უფრო მნიშვნელოვანი?
ეგზოატმოსფერული "ჩაჭერა" განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ქობინი ბირთვულია. ასეთ შემთხვევებში, დაჭერა უნდა მოხდეს დედამიწის ზედაპირიდან კიდევ უფრო მოშორებით. ამგვარად, რადიოაქტიური მასალები დედამიწის ატმოსფეროში კი არა, კოსმოსში იქნება მიმოფანტული.
თუმცა, ნამსხვრევები ორბიტაზე არსებული ობიექტებისთვის (თანამგზავრები) კვლავ საფრთხე იქნება. ეგზოატმოსფეროში ნამსხვრევების გავრცელებამ შეიძლება კოსმოსური ნაგავი გააჩინოს, რომელიც პოტენციური საფრთხის მატარებელია.
შეერთებულ შტატებსა და ისრაელს ეგზოატმოსფერული "ჩაჭერის" განხორციელება შეუძლიათ. სწორედ ამისთვის აქვს ისრაელს Arrow 3, რომელიც ანტიბალისტიკური რაკეტაა. იარაღი Israel Aerospace Industries-ისა და Boeing-ის მიერაა შექმნილი. როგორც ჩანს, სწორედ ეს გამოიყენა ისრაელმა ირანის რაკეტების მოსაგერიებლად.
კომენტარები