თუ ვინმეს აინტერესებს, როგორ ფინანსდება არასამთავრობო ორგანიზაცია, ქვეყანაში არსებულ გრანტის კანონს მუხლი უნდა დაემატოს — იოსელიანი
ფოტო: სახალხო დამცველი
მოკლედ: საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ თუ ვინმეს აინტერესებს, როგორ ფინანსდება კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია, შესაძლებელია, ქვეყანაში არსებულ გრანტის კანონს მუხლი დაემატოს.
- "გვაქვს გრანტის კანონი, სადაც შესაძლებელია დაემატოს ერთი მუხლი, რომელიც უზრუნველყოფს ამ მიზნის მიღწევას", — თქვა იოსელიანმა გუშინ, 5 აპრილს, ტვ პირველის გადაცემა პოლიტიკურ ამბებში.
დეტალები: იოსელიანის აცხადებს, რომ თუ კანონი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების დამოკიდებულებებთან და ქვეყნის შემდგომ ნაბიჯებთან ევროინტეგრაციის გზაზე, "საკითხი უნდა გადაიხედოს".
- იოსელიანი აღნიშნავს, რომ 2023 წელს რუსული კანონი "იარლიყების მიმკერებელი" და ადამიანებისთვის შეურაცხმყოფელი იყო:
- "ზოგადად პრინციპია, ადამიანის ღირსებას არ უნდა შეურაცხყოფდეს არანაირი კანონი, არც თავისი სახელწოდებით, არც შინაარსით.
- ამავე დროს, მაინც ხაზს ვუსვამ, რომ გამჭვირვალობა არის ლეგიტიმური მიზანი და ამის განხორციელებაში მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, ოღონდ ეს მიზნები მიღწეული იქნას ასევე ისეთი ფორმით, რა ფორმაც მისაღებია ჩვენი პარტნიორებისთვის", — განაცხადა ლევან იოსელიანმა.
სახალხო დამცველმა თქვა, რომ თუ რუსული კანონი საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში იქნება, მას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს:
- "მე არ ვიცი საბოლოოდ რა ფორმით იქნება მიღებული, თუ მოვა საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომ ეს [გასაჩივრება] ჩვენ გავაკეთოთ".
კონტექსტი: 3 აპრილს, ქართული ოცნების აღმასრულებელმა თავმჯდომარემ და უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, განაცხადა, რომ ოცნება ისევ აპირებს, "უცხო აგენტად" გამოაცხადოს დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო "უცხოური ძალაა", ანუ საგრანტო პროექტებია.
- მდინარაძის თქმით, "კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო".
გასული, 2023 წლის მარტში ანალოგიური კანონპროექტის ინიციირებას საზოგადოება პარლამენტის წინ აპროტესტებდა, სამართალდამცავებმა კი ისინი რამდენჯერმე დაშალეს წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით.
- შემდეგ, მძლავრი საზოგადოებრივი წინააღმდეგობის ფაქტორის გამო, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი ჩააგდო.
რედაქციისგან: რატომ არის ქართული ოცნების კანონი რუსული — მოკლედ და მარტივად
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები