რატომ არ ლპება ხორცი კუჭში: ცილის მონელების მეცნიერება — STEM მარტივად
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ყველამ კარგად ვიცით, რომ ხორცი აუცილებლად მაცივარში უნდა შევინახოთ, რადგან თბილ გარემოში რამდენიმე საათის გატარებისას ის ლპობას იწყებს. საინტერესოა, რომ მსგავს ცილოვან საკვებ ჩვენს კუჭში მოხვედრის შემდეგ იგივე სულაც არ ემართება მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზმში ტემპერატურა მაღალია. რატომ ხდება ასე?
ამ საკითხზე ნინო ციბაძე, ბიოლოგიის მასწავლებელი, გვესაუბრება. პროექტის "STEM მარტივად" ფარგლებში მომზადებულ ახალ ვიდეოში ის აგვიხსნის, რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენს კუჭში ცილოვანი საკვების მონელებისას. ასევე, თვალსაჩინოებისთვის ცდებსაც ჩაატარებს და გვეტყვის, რა განსხვავებაა კუჭში არსებულ და ჩვეულებრივ გარემოს შორის.
კომენტარები