როცა ცეცხლი არ წვავს: ალკოჰოლის წვის თავისებურებები — STEM მარტივად
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ზოგჯერ ცეცხლმა შესაძლოა, არც ხელი დაგვწვას და არც ქაღალდი დააზიანოს. მაინც რა შემთხვევაში ხდება ეს და რა პროცესების წყალობით იძენს ცეცხლი ასეთ თვისებას? ამის შესახებ ნატო გოჩალეიშვილი, ფიზიკის მასწავლებელი, გვესაუბრება.
ვიდეოში, რომელიც პროექტის "STEM მარტივად" ფარგლებშია მომზადებული, ის ალკოჰოლის წვის თავისებურებებზე მოგვიყვება. ასევე, ექსპერიმენტების მეშვეობით გვაჩვენებს, რომ ამგვარი ცეცხლი ხელსა და ქაღალდს ნამდვილად არ წვავს და არც პლასტმასის ბოთლს ადნობს. რა თქმა უნდა, ეს დროებითი ეფექტია, ამიტომ იგივე სახლში არასდროს უნდა გაიმეოროთ.
კომენტარები