5 ფრაზა, რომელიც მელოტ ადამიანს არ უნდა უთხრა
ფოტო: Giphy
თმის ცვენა მსოფლიოში ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. როგორც ცნობილია, კაცების 85% და ქალების 33% ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე უჩივის თმის ცვენას, კაცებში კი, სიმელოტე, იგივე ანდროგენული ალოპეცია, თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული ფორმაა (შემთხვევების 95%).
ასეთი სტატისტიკის გათვალისწინებით, სულ არაა გასაკვირი, რომ თმის ცვენასა და სიმელოტეზე ჩვენს საზოგადოებაში ბევრი მითი არსებობს. ხან ქუდის მოხდას გვირჩევენ ხოლმე სიმელოტისგან დასაცავად და ხანაც — მზეზე ყოფნის თავიდან აცილებას. ამას ემატება გავრცელებული ფრაზები, რომელთა მოსმენაც, ალბათ ყველა იმ ადამიანს ამოუვიდა ყელში, ვისაც თმის ცვენასთან გამკლავება უხდება. ამ სტატიაში სწორედ ასეთ გავრცელებულ დამოკიდებულებს მოვუყარეთ თავი.
1. "სულ რომ ქუდს ატარებდი, მაგის ბრალია"
ფოტო: Giphy
არადა, ამ დროს ქუდი საერთოდ არაფერ შუაშია. არ არსებობს არცერთი სამეცნიერო კვლევა, რომელიც ქუდის თუნდაც ყოველდღიური ტარების სიმელოტესთან კავშირზე მიუთითებს. თუმცა, ქუდსაც გააჩნია — თუკი ის უსუფთაოა, შეიძლება სკალპის ინფექცია გამოიწვიოს, რომელიც თმის ცვენასაც დააჩქარებს.
2. "ბერდები?"
ფოტო: Giphy
გაუგებარია, თუნდაც ხუმრობით რატომ უნდა უთხრა ეს ფრაზა მელოტ ადამიანს, თუმცა, დარწმუნებით გეტყვით, რომ "სიბერე" თმის ცვენასთან არაფერ შუაშია. მეტიც, თმის ცვენა ყველაზე ხშირად 30 წლამდე იწყება. ამერიკული ასოციაციის ცნობით, კაცების 66%-ს 35 წლის ასაკისთვის სიმელოტის ნიშნები ემჩნევა, 85%-ს კი, 50 წლისთვის უკვე თვალშისაცემად აქვს თმა შეთხელებული.
საბედნიეროდ, სიმელოტესთან გამკლავება დღეს უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს. თმის გადანერგვა წლიდან წლამდე უფრო პოპულარული ხდება. მრავალპროფილური კლინიკა კანი თმის გადანერგვას თანამედროვე, უმტკივნეულო და უნაკერო მეთოდით ახორციელებს. პროცედურას ქართველ სპეციალისტებთან ერთად თურქეთიდან მოწვეული გამოცდილი ექიმი-ტრანსპლანტოლოგები ატარებენ უახლესი FUE sapphire და DHI ტექნოლოგიით.
3. "სიმელოტემ სექსუალური გაგხადა"
ფოტო: Giphy
მშვენიერი კომპლიმენტი იქნებოდა ნებისმიერი ადამიანისთვის, რომ არა მინიშნება, თითქოს აქამდე მიმზიდველი არ იყო. ისე კი, ამ ცნობილი ფრაზის უკანაც ერთგვარი მითი დგას: თითქოს სიმელოტეს ტესტოსტერონის სიჭარბე იწვევდეს. ამან, თავის მხრივ, კიდევ ერთი მითი დაბადა: ვითომ სექსუალურად აქტიური კაცები პირველები მელოტდებიან. თუმცა, რეალურად, თმის ცვენა უფრო მეტად უკავშირდება დიჰიდროტესტოსტერონს — რამდენად მგრძნობიარე არიან თმის ფოლიკულები ამ ჰორმონის მიმართ.
კლინიკა კანში თმის გადასანერგად სამოქმედო გეგმა კი სპეციალისტთან კონსულტაციითა და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით ისახება, ამდენად, ყველა გარემოებაც მხედველობაშია მიღებული.
4. "ბევრს ნერვიულობ და მაგის ბრალია"
ფოტო: Giphy
შფოთვა, სტრესი თუ ტრავმული გამოცდილება ზოგჯერ მართლაც იწვევს თმის ცვენას — თუმცა, მხოლოდ დროებით. თუ თმის დაკარგვა ბუნებრივად განპირობებული არ იყო, ის ისევ გაიზრდება. სიმელოტე კი დროებითი მდგომარეობა არაა და ამდენად არც ნერვიულობასთანაა კავშირში. მაგრამ, რასაკვირველია, ჯობს ნაკლები ინერვიულოთ, მათ შორის — თმის ცვენაზე, რადგან ამ მდგომარეობის შეცვლა, როგორც გითხარით, დღეს უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს.
სანერვიულო არც თმის გადანერგვის პროცედურაა — ყოველ შემთხვევაში, კლინიკა კანში. როგორც ვახსენეთ, პროცესი უმტკივნეულო და უნაკეროა. ამასთან, რეაბილიტაციის პერიოდიც ძალიან მოკლეა.
5. "ვიტამინები მიიღე და გაგეზრდება თმა"
ფოტო: Giphy
რადგან სიმელოტესთან გამკლავების გზებსაც შევეხეთ, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მცდარი რჩევა უნდა ვახსენოთ — "ვიტამინების მიღება თმას ზრდის". ჯანსაღი კვება ნამდვილად დიდ გავლენას ახდენს თმის მდგომარეობაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერანაირი რაოდენობის ვიტამინი, საკვები დანამატი ან მინერალი ვერ გაზრდის თმას თავიდან. მეტიც, E-ვიტამინის ჭარბად მიღებამ თმის ცვენის პროცესი შეიძლება დააჩქაროს კიდეც.
ბონუსი: "ჩემმა ახლობელმა ქვეყანა ფული გადაიხადა თმის გადანერგვაში, მაგრამ — უშედეგოდ"
ფოტო: Giphy
რეალურად, როგორც გითხარით, თმის გადანერგვა ყველაზე ეფექტური და გავრცელებული გზაა სიმელოტესთან გასამკლავებლად; თმის გადანერგვა კი ადამიანების ემოციურ მდგომარეობაზეც სასიკეთოდ აისახება — შედეგით 95%-ზე მეტი კმაყოფილია. თუმცა, რასაკვირველია, დიდი მნიშვნელობა აქვს, სად ინერგავთ თმას. კლინიკა კანში თმის გადანერგვის პროცედურისთვის უსაფრთხო და მაღალტექნოლოგიური, უახლესი გერმანული აპარატურით აღჭურვილი სივრცეა მოწყობილი. სერვისი კი ხელმისაწვდომია როგორც კაცებისთვის, ასევე ქალებისთვის.
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
-
გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა
გადახედვა
-
ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება
-
მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
გადახედვა
-
ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა
გადახედვა
-
10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით 10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით
-
ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე
-
ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს
გადახედვა
-
არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
-
ახლა ამხილა სასამართლო, რადგან მას შეეხო — სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე ახლა ამხილა სასამართლო, რადგან მას შეეხო — სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს? ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს?
-
საქართველოს მოქალაქეების ანტიანექსიური პლატფორმა შეიქმნა — მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაა. საქართველოს მოქალაქეების ანტიანექსიური პლატფორმა შეიქმნა — მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაა.
გადახედვა
კომენტარები