"პუტინი 9 დღეა მძევლად ატარებს ჩემი ქმრის ცხედარს" — იულია ნავალნაია
ფოტო: CA
მოკლედ: რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის გარდაცვალებიდან მე-9 დღეს, მისი ცოლი იულია ნავალნაია ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც პუტინისგან მოითხოვს გადასცენ ქმრის ცხედარი, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.
- "შენ [პუტინმა] ის [ალექსეი ნავალნი] ცოცხლად აწამე და ახლა მკვდარზეც აგრძელებ. თქვენ დასცინით გარდაცვლილის ნეშტს. შეუძლებელია უფრო დიდი ეშმაკის წარმოდგენა, თქვენ არღვევთ ყველა კანონს: ადამიანურსაც და ღვთაებრივსაც", — ამბობს იულია ნავალნაია.
დეტალები: იულია ნავალნაიას თქმით, პუტინი ალექსეი ნავალნის ცხედარს "მძევლად ატარებს, დასცინის პოლიტიკოსის დედას" და აიძულებს, შვილის ფარულ დაკრძალვას დათანხმდეს.
- "რას უპირებთ მის ცხედარს? რამდენად დაბლა დაეცემით, თქვენ მიერ მოკლული კაცის თავზე დაცინვით? შანტაჟი, მუქარა, ულტიმატუმები. ეს სიძულვილიც კი არაა - ეს რაღაც სატანიზმი, წარმართობაა", — განაცხადა იულია ნავალნაიამ.
გაიგე მეტი: ვინ არის იულია ნავალნაია, პუტინის ახალი მტერი
კონტექსტი: გუშინ, 23 თებერვალს, ალექსეი ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიშმა X-ზე დაწერა, რომ რუსეთის სახელმწიფო გამომძიებლებმა ალექსეი ნავალნის დედას ულტიმატუმი წაუყენეს — თუ ლუდმილა ნავალნაია სამი საათის განმავლობაში არ დათანხმდებოდა შვილის საიდუმლოდ დაკრძალვას, პოლიტიკოსს იმ ციხეში დაკრძალავდნენ, სადაც გარდაიცვალა.
- პრესმდივნის თქმით, ლუდმილა ნავალნაიამ უარი თქვა საგამოძიებო კომიტეტის ამ ულტიმატუმის შესრულებაზე.
- ალექსეი ნავალნის დედა მოითხოვს, გათვალისწინებულ იქნას კანონით დადგენილი ნორმა, რომლის მიხედვით გარდაცვალების მიზეზის დადგენიდან 2 დღის ვადაში, ცხედარი ოჯახს უნდა გადაეცეს.
- კირა იარმიში წერს, რომ სამედიცინო დოკუმენტების თანახმად, ეს ორდღიანი ვადა დღეს, 24 თებერვალს იწურება.
ბოლო ხაზი: 2024 წლის 16 თებერვალს რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი სპეციალური რეჟიმის კოლონიაში გასეირნების შემდეგ გარდაიცვალა.
- 22 თებერვალს ალექსეი ნავალნის დედამ ლუდმილა ნავალნაიამ განაცხადა, რომ შვილის ცხედარი აჩვენეს, თუმცა დასაკრძალად არ გადასცეს.
- მისი თქმით, მოთხოვნაა, გარდაცვლილი პოლიტიკოსი ჩუმად დაიკრძალოს, რაზეც ოჯახი უარს ამბობს.
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
-
ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გადახედვა
-
მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს
გადახედვა
-
აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
-
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
-
საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო
გადახედვა
-
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
კომენტარები