გერმანია კანაფის ლეგალიზაციას გეგმავს
ფოტო: GETTY
რა ხდება: გერმანიის პარლამენტი კენჭს უყრის ახალ კანონს, რომლის მიხედვით, კანაფის რეკრეაციული გამოყენება ლეგალური იქნება.
დეტალები: დეპუტატების მიერ კანონის მხარდაჭერის შემთხვევაში:
- გერმანიაში 18 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეები მიიღებენ კანაფის გარკვეული ოდენობის ფლობის უფლებას, მაგრამ მკაცრი წესები იმოქმედებს ნარკოტიკის შეძენაზე.
- ბევრ საჯარო სივრცეში კანაფის მოწევა კანონიერი გახდება 1 აპრილიდან. სახლის გარეთ ნებადართული იქნება 25 გრამამდე კანაფის ფლობა, საკუთარ სახლებში კი მოქალაქეებისთვის ლიმიტი 50 გრამი იქნება.
გერმანიის ზოგიერთ ნაწილში, მაგალითად, ბერლინში, პოლიცია ხშირად ხუჭავს თვალს საჯარო სივრცეში მოწევაზე, თუმცა ნარკოტიკის რეკრეაციული გამოყენებისთვის ქონა უკანონოა და ასეთ ფაქტებზე, შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს.
ნარკოტიკების მოხმარების მაჩვენებელი, ახალგაზრდებში წლების განმავლობაში იზრდება, მიუხედავად არსებული კანონისა —ამბობს ჯანდაცვის მინისტრი კარლ ლაუტერბახი. მას სურს, შეასუსტოს შავი ბაზარი, დაიცვას მწეველები საფრთხისშემცველი კანაფისგან და შეუწყვიტოს შემოსავალი ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებს.
- თუმცა, ლეგალური კანაფის კაფეები ქვეყანაში ერთბაშად არ გაჩნდება. დებატები კანაფის დეკრიმინალიზაციის შესახებ გერმანიაში წლების განმავლობაში მიმდინარეობს, ექიმების ჯგუფები გამოხატავდნენ შეშფოთებას, რომ ლიბერალიზაცია ხელს შეუწყობს ნარკოტიკების მოხმარების გაზრდას.
კანაფის მოწევა, ზოგიერთ ადგილას, მაგალითად, სკოლებთან და სპორტულ მოედნებთან, კვლავ უკანონო იქნება. ბაზარი მკაცრად დარეგულირდება, ამიტომ მისი ყიდვა ადვილი არ იქნება.
თავდაპირველი გეგმა, რომლის მიხედვით, კანაფის გაყიდვის საშუალება ექნებოდათ ლიცენზირებულ მაღაზიებსა და აფთიაქებს, გაუქმდა ევროკავშირის შეშფოთების გამო, რომ ამას შეიძლება ნარკოტიკის ექსპორტის ზრდა გამოეწვია.
- ამის ნაცვლად, გაიზრდება არაკომერციული წევრების კლუბები, რომლებსაც „კანაფის სოციალური კლუბები“ ეწოდება. ეს კლუბები ნარკოტიკს შეზღუდული რაოდენობით გაავრცელებს.
- თითოეულ კლუბის ზედა ზღვარი 500 წევრი იქნება, ადგილზე კანაფის მოხმარება დაუშვებელი იქნება და წევრობა მხოლოდ გერმანიის მოქალაქეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
- ასევე, ნებადართული იქნება საკუთარი კანაფის მოშენება — თითო ოჯახს მარიხუანის სამამდე მცენარის გაზრდა შეეძლება.
რეგულარული მწეველებისთვის ახალი კანონი სარგებლის მომტანი იქნება, მაგრამ იშვიათად მომხმარებლებისთვის მარიხუანის შეძენა გართულდება, ტურისტებისთვის კი — შეუძლებელი იქნება მისი ყიდვა. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი შავ ბაზარს კიდევ უფრო გააძლიერებს.
- იმავდროულად, ოპოზიციაში მყოფი კონსერვატორები ამბობენ, რომ მომავალ წელს, მთავრობაში მოხვედრის შემთხვევაში, კანონს მთლიანად გააუქმებენ.
-
Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია
გადახედვა
-
რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს
გადახედვა
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა
გადახედვა
-
მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა
გადახედვა
-
ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გადახედვა
-
ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია
გადახედვა
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს" ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს"
გადახედვა
-
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა
გადახედვა
-
მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება
გადახედვა
-
ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
გადახედვა
-
ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო
გადახედვა
-
ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
გადახედვა
-
სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა
გადახედვა
-
ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა
გადახედვა
-
"სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე "სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე
გადახედვა
-
სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს
კომენტარები