K-pop ვარსკვლავი ლისა მანობანი White Lotus-ის ახალ სეზონში გამოჩნდება
ფოტო: MAC Cosmetics / HBO
ცნობილი სამხრეთკორეული ჯგუფის Blackpink-ის წევრი ლალისა "ლისა" მანობანი The White Lotus-ის სამსახიობო გუნდს შეუერთდა. K-pop ვარსკვლავს მაყურებელი HBO-ის გახმაურებული სერიალის მესამე სეზონში იხილავს. ჯერჯერობით უცნობია, რა როლს შეასრულებს მომღერალი.
The White Lotus-ის ახალ სეზონზე კი ისედაც არ ვიცით მაინცდამაინც ბევრი რამ. გამოცემა Variety-ის ცნობით, მისი გადაღებები ტაილანდში დაიწყება თებერვლის თვეში. რა თქმა უნდა, ახალ სეზონში ახალ გმირებს — "თეთრი ლოტოსის" ახალ დამსვენებლებს — გავიცნობთ. თუმცა, სიუჟეტის შესახებ სხვა დეტალები მკაცრად გასაიდუმლოებულია.
The White Lotus, რომლის პირველი სეზონის პრემიერა 2021 წელს შედგა, HBO-ის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად იქცა. ამერიკელი რეჟისორისა და სცენარისტის, მაიკ უაითის, შექმნილი სერიალი შავი კომედია, სოციალური სატირაა. თითოეულ სეზონში მოქმედება ვითარდება "თეთრი ლოტოსის" ქსელის სხვადასხვა სასტუმროში (პირველ სეზონში ეს იყო ჰავაიზე, მეორეში — სიცილიაზე), სიუჟეტი კი განსხვავებული წარმომავლობის დამსვენებლების გარშემო ტრიალებს. სერიალის პირველი სეზონი Emmy-ის 20 ნომინაციაში იყო წარდგენილი, საიდანაც 10-ში გაიმარჯვა კიდეც, მეორე სეზონმა კი 23 ნომინაცია და 5 ჯილდო დაიმსახურა.
///
რაც შეეხება მანობანს, ტაილანდელი რეპერისა და მომღერლისთვის The White Lotus-ში მონაწილეობა სამსახიობო დებიუტი იქნება. ის Blackpink-ის მეორე წევრია, რომელიც HBO-ის სერიალში გამოჩნდება (ჯენიმ გასულ წელს The Idol-ში შეასრულა როლი).
Blackpink ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული სამხრეთკორეული ჯგუფია. ოთხი გოგოსგან შემდგარმა ჯგუფმა პირველი ჩანაწერი Square One 2016 წელს გამოუშვა. მას შემდეგ Blackpink-მა არაერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. რეკორდები პირადადაც აქვს დამყარებული მანობანს, რომელმაც 2021 წელს პირველი სოლო ალბომი (Lalisa) გამოუშვა და პირველივე კვირაში მისი 736 ათასზე მეტი ასლი გაყიდა სამხრეთ კორეაში.
-
გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დააწესა გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დააწესა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული
გადახედვა
-
ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა" ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა"
გადახედვა
-
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა
გადახედვა
-
დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს
გადახედვა
-
ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს
გადახედვა
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
-
"პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო "პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო
გადახედვა
-
წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია
-
როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე
გადახედვა
-
ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში? გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში?
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა
-
სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს? სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს?
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში
გადახედვა
-
UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ
გადახედვა
-
პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ? პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ?
გადახედვა
-
მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა
გადახედვა
კომენტარები