ირაკლი კობახიძე

12 Feb. 2024, 11:24

დღეს იმართება მთავრობის პირველი სხდომა ახალი შემადგენლობით. მინდა, ყველას წარმატებები გისურვოთ.

წინა წლებში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, თითოეული თქვენგანის მონაწილეობით, და ამისთვის მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ.

ასევე, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, 3 წლის განმავლობაში მთავრობის მეთაურობისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ბევრი რამის გაკეთებისთვის.

რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მინდა გავაცნო საზოგადოებას.

უკვე ცნობილია, რომ პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება დაეკისრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს. მას წარმატებები მინდა ვუსურვო.

კულტურისა და სპორტის მინისტრს, თეა წულუკიანს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა.

აგრეთვე, თავდაცვის მინისტრს ირაკლი ჩიქოვანს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება.

გვაქვს ცვლილება ასევე მთავრობის ადმინისტრაციაში. მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი გახდება მიხეილ ფეიქრიშვილი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
  3. რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
  4. ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
  5. მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შსს აცხადებს, რომ 18 აგვისტოს ზემო ლარსიდან ქვეყანაში არა 20 000, არამედ 7880 მგზავრი შემოვიდა

შსს უარყოფს რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 18 აგვისტოს…