მოკლედ: თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა სარეკლამო ბანერი ბოძიდან მოგლიჯა.

  • როგორც On.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, თბილისის მასშტაბით მიიღეს რამდენიმე შეტყობინება ხეების წაქცევის შესახებ, ძლიერი ქარის გამო.
  • გარემოს ეროვნული სააგენტოს 27 დეკემბრის ინფორმაციით, დღეს, 28 დეკემბერს, საქართველოში ძლიერი ქარი იქნება.
  • მაღალმთიან რეგიონებში ზოგან მოსალოდნელია ძლიერი თოვაც, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.
  • ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.