განახლებული ცნობები და ახალი დაზუსტებული დეტალები პრაღიდან
ფოტო: abc7ny.com
მოკლედ: შეიარაღებული პირი, რომელმაც პრაღის ცენტრში მდებარე კარლის უნივერსიტეტში ცეცხლი გახსნა, ფილოსოფიის ფაკულტეტის შენობაში მკვდარი იპოვეს.
- ინფორმაციას ჩეხეთის პოლიცია ავრცელებს.
დეტალები: თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 15-ზე მეტი, ხოლო დაშავდა სულ მცირე 24 ადამიანი.
ახლომდებარე შენობაში მდებარე რუდოლფინუმის გალერიის დირექტორი, პაველ ნედომა ამბობს, რომ ხედავდა კაცს, რომელიც უნივერსიტეტის აივანზე იდგა და იარაღს ისროდა.
- პოლიციის განცხადებით, ტერიტორიის ჩხრეკა ამ დრომდე მიმდინარეობს, მათ შორის — აივნის. სამართალდამცველებს სურთ გამორიცხონ შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობა.
- პრაღის მერის, ბოჰუსლავ სვობოდას თქმით, შენობიდან ყველა ადამიანი გაიყვანეს.
ვინ იყო თავდამსხმელი: მის ვინაობას პოლიცია არ ასახელებს, თუმცა ცნობილია, რომ 24 წლის კაცი ამავე ფაკულტეტის სტუდენტი იყო.
- ცოტა ხნით ადრე, გარდაცვლილი იპოვეს მისი მამაც.
- ჩეხეთის შს მინისტრის თქმით, მომხდარი არ უკავშირდება საერთაშორისო ტერორიზმს.
რა გამოხმაურებები მოჰყვა მომხდარს: ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ, ტრაგიკული მოვლენების გამო, ყველა ღონისძიება გააუქმა.
- ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი X-ზე წერს, რომ პრაღაში მომხდარით შოკირებულია და მსხვერპლთა ოჯახებს გულწფელ სამძიმარს უცხადებს.
- მან, ასევე, მადლობა გადაუხადა პრაღის მოსახლეობას, რომ უსაფრთხოების ძალების ინსტრუქციებს ითვალისწინებენ.
ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი: "შოკირებული ვარ იმით, რასაც დღეს პრაღაში რამდენიმე სიცოცხლე შეეწირა. ღრმა სამძიმარს ვუცხადებ მსხვერპლთა ოჯახებს და სრულიად ჩეხ ხალხს. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და თქვენთან ერთად ვგლოვობთ."
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი: "უზომოდ დამწუხრებული ვარ იმ ტრაგიკული მასობრივი სროლის შესახებ, რაც პრაღის ცენტრში მოხდა. ჩემი ფიქრები ახლა მსხვერპლებთან და მათი ოჯახის წევრებთანაა", — წერს X-ზე სალომე ზურაბიშვილი.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები