ვოლვო ქარ საქართველოს სრულიად ახალი კონცეპტუალური შოურუმი ოფიციალურად გაიხსნა
ფოტო: თეგეტა მოტორსი
- ვოვლო ქარ საქართველოს მომსახურების ცენტრი პირველი ლოკაციაა კავკასიის რეგიონში, რომელიც VRE კონცეფციით შეიქმნა და იმ შოურუმების ანალოგია, რომლებიც ბრენდის სამშობლოში, შვედეთშია წარმოდგენილი.
- უსაფრთხოებითა და ეკომეგობრული ბიზნესმოდელით გამორჩეული ბრენდი არჩეულ ხაზს სრულად მიჰყვება — თბილისში მდებარე შენობის ფასადსა და სახურავზე დამონტაჟებული მზის პანელებით, კომპანია განახლებადი ენერგიის მიღებას გეგმავს
- მასშტაბური პროექტისათვის 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
თბილისში უნივერსიტეტის ქუჩის 6 ნომერში ვოლვო ქარ საქართველოს სრულიად ახალი შოურუმი გაიხსნა. ვოლვოს სტანდარტების მიხედვით აშენებული სივრცე ზუსტად იმეორებს სკანდინავიურ სტილს და საავტომობილო სივრცეში მომსახურების ახალი, ინდივიდუალური მიდგომა შემოაქვს.
ფოტო: თეგეტა მოტორსი
ახალი შოურუმის გახსნის ღონისძიება, თიბისისა და საერთაშორისო ავტოგაქირავების კომპანია ევროპქარის მხარდაჭერით გაიმართა. გახსნის ოფიციალური ცერემონიისთვის თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდნენ ვოლვო ქარსის აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის, რეგიონული ოფისის წარმომადგენლები. ღონისძიებას დაესწრო შვედეთის ელჩი საქართველოში ანა ლიბერი. სტუმრებს შორის იყვნენ კომპანიის პარტნიორები და მედიის წარმომადგენლებიც. მასშტაბურ ღონისძიებას ჯამში 700 მდე სტუმარი დაესწრო.
ფოტო: თეგეტა მოტორს
გაგა კოხრეიძე, ვოლვო ქარ კავკასიის დირექტორი: "ვოლვო ქარ საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული დღეა, ჩვენი სრულიად ახალი კონცეპტუალური შოურუმი ოფიციალურად გახსნილია. სივრცე, სადაც დღეს ჩვენს სტუმრებს და მომხმარებელს ვმასპინძლობთ გამორჩეულია არა მხოლოდ თავისი მასშტაბურობით, არამედ იმ მიდგომებით, რომელსაც ვოლვო ქარსი წლებია ავტოინდუსტრიაში ექსკლუზიურად ნერგავს. ერთგულად მივყვებით შვედური ბრენდის მიერ არჩეულ ხაზს და მომხმარებელს ავტომობილის შეძენის და ფლობის სრულიად ახალ გამოცდილებას ვთავაზობთ. 2019 წლიდან ვოლვო ქარსის ოფიციალური წარმომადგენლები ვართ, დღეს კი რეგიონში ვოლვოს პირველი, ინოვაციური VRE შოურუმის გახსნით უპრეცედენტო პროექტი დავასრულეთ".
ფოტო: თეგეტა მოტორსი
საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული მომსახურების ცენტრი, იმ შოურუმების ანალოგია, რომლებიც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებშია წარმოდგენილი. ორ სართულიან შენობას გამორჩეულ ვიზუალს ანიჭებს ცხრამეტრიანი მინის თეთრი და ლურჯი ვიტრაჟები. შენობის სახურავზე 693 პანელია დამონტაჟებული, რომლებიც ელექტროენერგიის ნაკადს მზის შუქზე აწარმოებს.
სკანდინავიური მინიმალიზმით აშენებული შოურუმის გახსნის ცერემონიაც შესაბამისი კონცეფციით დაიგეგმა. მუზეუმის იდეით შთაგონებული ღონისძიება ვოლვოს ისტორიასა და ბრენდის თანამედროვეობაზე მოგვითხრობდა. წარსული, აწმყო და მომავალი, - შოურუმი და შენობის ეზო ხელოვნების სივრცეებად დაიყო. ინსტალაციები ქართველმა არტისტებმა ვოლვოს ღირებულებებით შექმნეს.
ვოლვოს ინჟინრების ექსკლუზიურ გამოგონებებს დაეთმო შენობის გარე სივრცე. მათ შორის იყო უსაფრთხოების სამწერტილოვანი ღვედი, რომელიც ვოლვოს ინჟინერმა 1959 შექმნა. ამავე ლოკაციაზე, წარმოადგინეს ვოლვოს კლასიკური და საკოლექციო მოდელებიც, მათ შორის ერთ-ერთი ლეგენდარული მოდელი Volvo Amazon, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებამდე იწარმოებოდა.
ფოტო: თეგეტა მოტორ
ბრენდის აწმყო და ყველაზე მოთხოვნადი, ვოლვოს Plug- In-Hybrid XC 90 განთავსდა ცალკე სივრცეში, რომელზეც ქართველმა არტისტმა გიორგი ზათიაშვილმა იმუშავა. დამუხტვადი ავტომობილი ხელოვანმა ექვსკუთხა პიედესტალიდან წარადგინა. ამ მოდელისათვის სადგამი ფიჭის მსგავსად პრიზმული უჯრებისაგან შეიქმნა, როგორც მდგარდობის სიმბოლო.
მომავლის კონცეპტუალურ ნაწილზე კი ნიკა მაჩაიძემ იმუშავა. დამშრალ ტბაზე გადაღებულ ვიდეო-ინსტალაციაში ვოლვოს სრულად ელექტრომობილი C40 ტოვებს კვალს. პროექტის ალეგორიული შინაარსი მომხმარებლის გადაწყვეტილებას გამოხატავს, — რა კვალს დატოვებს ის თავისი არჩევანით სამყაროში, სადაც მომავალი ელექტროა.
ფოტო: თეგეტა მოტორსი
გახსნის ცერემონიისათვის საგანგებოდ შექმნილი მუსიკის ავტორიც ქართველი არტისტი ნიკაკოია. ნიკა მაჩაიძემ ვოლვოს ახალ შოურუმში შეკრებილი სტუმრებისათვის კომპოზიცია ცოცხლად შეასრულა.
ვოლვო ქარ საქართველოს შოურუმის განახლებაზე სამშენებლო კომპანია გრავიტა მუშაობდა. ვოლვოს ბრენდის საერთაშორისო სტანდარტით განისაზღვრა მშენებლობის თითოეული დეტალი. პროცესს ვოლვო ქარსი მეთვალყურეობდა.
ვოლვო ქარ კავკასია, რომელიც საქართველოსთან ერთად, აზერბაიჯანს, სომხეთსა და უზბეკეთსაც ფარავს, ახალი შოურუმების გახსნას რეგიონის ქვეყნებშიც გეგმავს.
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
"ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე "ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე
გადახედვა
კომენტარები