როგორ სწავლობენ უთავო არსებები, რომლებსაც ტვინიც არ აქვთ
მკვლევრებმა შეისწავლეს უთავო არსებები, რომლებიც გამოცდილებების ხარჯზე სწავლობენ. საუბარია ზღვის ვარსკვლავზე, რომელსაც ტვინიც არ გააჩნია, მაგრამ ეს მას ახლის სწავლაში ხელს არ უშლის.
მსგავსი უნარი ზღვის ვარსკვლავს წყალში სწრაფად გადაადგილების საშუალებას აძლევს, რის ხარჯზეც ის მტაცებლებს გაურბის. მეტიც, არსება ამ გზით თავადაც ეძებს საკვებს.
"ამ ცხოველის შემთხვევაში არ არსებობს გადამამუშავებელი ცენტრი", — თქვა წამყვანმა ავტორმა ჯულია ნოტარმა, რომელიც კვლევას ხელმძღვანელობდა.
დეცენტრალიზებული სისტემა უფროსის ნაცვლად
ტვინის ნაცვლად, წყლის ამ არსებებს ნერვული ქსელი აქვთ, რომელიც მათ მოძრავ მკლავებში მიედინება. საბოლოოდ ამ ხუთი მკლავიდან ქსელი პირი ღრუს უკავშირდება.
და აი ახლა, ახალი კვლევის თანახმად, ეს ქსელი არსებებს ასოციაციით სწავლის საშუალებას აძლევს.
"თითოეულ ნერვულ კავშირს დამოუკიდებლად მოქმედება შეუძლია. ეს ერთგვარი დეცენტრალიზებული სისტემაა, რომელსაც უფროსი არ ჰყავს", — ამბობენ მკვლევრები.
სწავლის ამ მეთოდს პირობითი რეფლექსია ეწოდება. ეს ფორმა პირველად რუსმა ფიზიოლოგმა ივან პავლოვმა მე-19 საუკუნის ბოლოს გამოავლინა.
წლების განმავლობაში, პირობითმა რეფლექსიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქცევის ფსიქოლოგიაში. ეს ფართოდ გამოიყენებოდა, როგორც ადამიანის, ისე ცხოველების ქცევის სხვადასხვა ასპექტების ასახსნელად. ის გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ შეიძლება ჩამოყალიბდეს ასოციაციები სტიმულსა და რეაქციებს შორის ურთიერთქმედებით.
კვლევებმა აჩვენა, რომ ზღვის ვარსკვლავების ქცევას სწორედ პირობითი რეფლექსია განსაზღვრავს. თუმცა, უშუალოდ ეს პროცესი შესწავლილი არ არის.
ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად, მკვლევრებმა 16 ზღვის ვარსკვლავი შეისწავლეს და მათ 10 თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ზღვის ვარსკვლავების ნახევარს საკვების მიწოდებამდე შუქს 30 წუთით ადრე უქრობდნენ. მაშინ, როდესაც მეორე ნახევარი განათებულ პირობებში იკვებებოდა.
სწავლაზე პასუხი
როდესაც ექსპერიმენტის დასაწყისში შუქი ჩააქრეს, ყველა ცხოველი იმალებოდა. თუმცა, დროთა განმავლობაში, ცხოველთა ნახევარმა, რომელიც გაწვრთნილი იყო სიბნელეში ჭამაზე სხვანაირად მოიქცა. მათ გაუჩნდათ კავშირი სინათლის ნაკლებობასა და საკვებს შორის. შესაბამისად, როდესაც შუქს აქრობდნენ ზღვის ვარსკვლავების ეს ჯგუფი სამალავს ტოვებდა.
როგორც ჩანს, არსებებმა საკვები სინათლის ჩაქრობასთან დააკავშირეს.
"ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ზღვის ვარსკვლავები გარემოდან სწავლობენ და ამის მიხედვით ქცევაც უყალიბდებათ", — ამბობენ მკვლევრები.
ახლა მკვლევრებს სურთ ზუსტად განსაზღვრონ თუ როგორ მუშაობს დასწავლის პროცესი ტვინის გარეშე.
კომენტარები