Europcar Georgia-ს ავტოპარკს Geely Coolray დაემატა
ფოტო: თეგეტა
Europcar Georgia-ს მომხმარებელს Geely Coolray-ს მართვის შესაძლებლობა აქვს. Geely Sakartvelo-მ ავტომოყვარულების კომფორტისთვის შექმნილი თანამედროვე Geely Coolray Europcar Georgia-ს ავტოპარკში უკვე განათავსა.
ავტომობილების გაქირავების კომპანიამ პირველ ეტაპზე 11 Geely Coolray შეიძინა, რომლებიც პირველივე დღეს ორგანიზაციებმა გრძელვადიანად იქირავეს. სწორედ ეს პოზიტიური უკუკავშირი გახდა საფუძველი ორი კომპანიის სამომავლო პარტნიორობისა. Europcar Georgia-ს ავტოპარკში Geely Auto-ს ავტომობილების რაოდენობა მალე გაიზრდება.
სანდრო საყვარელიძე, Europcar Georgia-ს დირექტორი: "Geely Coolray Europcar-ის ავტოპარკს კომპანიის სტაბილურობის დასტურად და მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად დავამატეთ. ეს მოდელები იდეალურია მათთვის, ვისთვისაც პრიორიტეტი კომფორტი, უსაფრთხოება და ავტომობილის თანამედროვე დიზაინია. Jeely Collray კარგი არჩევანია კომპანიებისთვის, რადგან კომფორტი ბევრად აჭარბებს ავტომობილის ფასს. ავტოპარკში არსებული 11 Geely Coolray პირველივე დღიდან გრძელვადიანად გაქირავდა ორგანიზაციებზე. ეს მაღალი ინტერესი Geely Auto-ს ავტომობილების მიმართ თანამშრომლობის განვითარებისკენ გვიბიძგებს. ამიტომ გადავწყვიტეთ, Geely Coolray-ს რაოდენობა Europcar-ის ავტოპარკში გავზარდოთ. მალე ის ქართველი და უცხოელი ფიზიკური პირებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება, გაქირავების ფასი კი — ყველა მსურველისთვის მისაღები".
საავტომობილო ბრენდის Geely Auto-ს ცნობილი მოდელი — Geely Coolray ქართულ ბაზარს Tegeta Cars-მა ორი თვის წინ წარუდგინა. ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა, რომ ავტომობილი საქართველოშიც პოპულარული გამხდარიყო. ოფიციალური წარდგენიდან ზუსტად ერთ თვეში Geely Coolray-ს მარაგი განახევრდა. ახლა კი ავტომობილის მართვის შესაძლებლობა Europcars-ის მომხმარებელსაც ექნება.
გიორგი შაქარაშვილი, Geely Sakartvelo-ს კომერციული დირექტორი: "Europcars-ის ავტოპარკში ავტომობილის განთავსება ნიშნავს იმას, რომ მოდელი გამორჩეულია როგორც ვიზუალურად, ისე ტექნიკური მახასიათებლებით. ასევე დასტურია, რომ მაღალია მოთხოვნა და ინტერესი მომხმარებელთა მხრიდან. Geely Coolray გამორჩეულია კომფორტული ინტერიერითა და ინოვაციური მახასიათებლებით. ბრმა ზონის მართვის ფუნქცია, ადაპტიური კრუიზ კონტროლი, 360-გრადუსიანი კამერა, პარკირების ავტომატური სისტემა და უკონტაქტო დაქოქვა ავტომობილს განსაკუთრებულს ხდის. ამ უნიკალური მახასიათებლების მიუხედავად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ Geely Coolray-ს გაყიდვებმა მოლოდინსაც გადააჭარბა".
კომფორტულ ავტომობილად ტრანსფორმირებული Geely Coolray-ს შემდეგ მალე თბილისის ქუჩებში ორი ახალ მოდელი — Geely Monjaro და Geely Tugella — გამოჩნდება.
Tegeta Cars მომავალი წლის ბოლოდან საქართველოში Geely Auto-ს ახალი შოურუმის გახსნასაც გეგმავს. სერვისცენტრში სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
Geely Coolray, რომელიც ბრენდის პირველი ავტომობილია ქართულ ბაზარზე, მძღოლის დამხმარე სისტემებითა და უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. მას 1.5 მოცულობის, 172 ცხენის ძალის ოთხცილინდრიანი ძრავა და 190 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარე აქვს. ავტომობილი გამოირჩევა კომფორტული ინტერიერითა და ინოვაციური მახასიათებლებით: ბრმა ზონის მართვის ფუნქცია, ადაპტიური კრუიზ კონტროლი, პანორამული სახურავი, 360-გრადუსიანი კამერა, პარკირების ავტომატური სისტემა და სხვა.
Geely Holding მრავალეროვნული საავტომობილო ბრენდია, რომელიც ჩინეთში მეშვიდე ადგილს იკავებს უმსხვილეს ავტომწარმოებლებს შორის. ბრენდის ავტომობილები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით.
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
კომენტარები