გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე GAU-ს უნივერსიტეტში სრული ან ნაწილობრივი სწავლის დაფინანსებით
ფოტო: საქართველოს ბანკი
ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამისათვის, ფინანსური ინსტიტუტი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, რომელთა ბენეფიციარების რაოდენობა 120 000-ს აჭარბებს. მათ შორის გამორჩეულ ადგილს სტიპენდიების პროგრამა იკავებს.
საქართველოს ბანკის სტიპენდიები შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, მოიპოვონ სწავლის 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება 13 პარტნიორ უნივერსიტეტში. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, ისინი რამდენიმე მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდნენ: სტუდენტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, აქტიური სტუდენტის სტატუსით და დასრულებული ჰქონდეს ბაკალავრის საფეხურზე სწავლების პირველი წელი.
საქართველოს ბანკის პარტნიორ უნივერსიტეტებს შორისაა ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტი (გაუ), სადაც სტიპენდიის მოპოვება ყველა ფაკულტეტის სტუდენტს შეუძლია. გამარჯვებული სტიპენდიატების გამოსავლენად კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება: პირველ ეტაპზე სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს აკადემიური მოსწრებისა და მისი დეკანის რეკომენდაცია. მეორე ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს კი ჩაუტარდებათ გასაუბრება GAU-ს და საქართველოს ბანკის წარმომადგენლებთან, რომლის შემდეგაც გამარჯვებულები გამოვლინდებიან.
"GAU-ის ხუთივე ფაკულტეტი თანაბრად იქნება ჩართული ამ პროექტში და კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ჩვენი ყველა სკოლის სტუდენტს ექნება. ჩვენთვის მთავარია თითოეული ინდივიდი, მისი პოტენციალის აღმოჩენა და რეალიზება, რადგან როგორც საქართველოს ბანკი იტყვის ხოლმე, შესაძლებლობები უსაზღვროა, მთავარია მას მიაგნო, მოირგო და განავითარო. ესაა ჩვენი მისია: თითოეულ სტუდენტს საკუთარი ნიჭის აღმოჩენასა და მის პროფესიად ქცევაში დავეხმაროთ, რათა სამომავლოდ, საკუთარ საქმესა და პროფესიაში ყველა საფეხურზე ეფექტური, სტრატეგიულ შედეგზე ორიენტირებული და რაციონალური გადაწყვეტილებები მიიღონ, რომლებიც მათ ცხოვრებასა და წარმატებას განსაზღვრავს", — აღნიშნავს GAU-ის განვითარების სამსახურის უფროსი, გია ჩქოფოია.
"საქართველოს ბანკის, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის მიზანია, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, გამოავლინონ და სრულად აითვისონ საკუთარი პოტენციალი. რადგან ჩვენ გვჯერა განათლების ძალის და იმის, რომ უკეთეს მომავალს სწორედ განათლებული ახალგაზრდები ქმნიან. ამიტომ, ჩვენ შევქმენით საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამა, რომელიც ყოველწლიურად, ათეულობით სტუდენტს 100%-ით ან ნაწილობრივ სწავლას დაუფინანსებს და მისცემს წვდომას ხარისხიან განათლებაზე. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალი ინიციატივების განხორციელებას", — აღნიშნავს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.
საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამის ფარგლებში, GAU აპლიკაციების მიღებას თებერვალში დაიწყებს. გამარჯვებულის ვინაობა კი მარტში გახდება ცნობილი. გამარჯვებულ სტიპენდიატს სწავლა ერთი წლით დაუფინანსდება და გამომდინარე იქიდან, რომ GAU-ში სწავლის საფასური პროგრამების მიხედვით განსხვავებულია, სტიპენდიის მოცულობა სწორედ ამ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული.
GAU-ში საქართველოს ბანკის სტიპენდიის მიღების შესახებ დამატებით ინფორმაციას მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტების პორტფოლიო მრავალ ინიციატივას ითვლის. მათ შორისაა Chevening-ის, Fulbright-ისა და Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამები, ასევე, იდეათეკა, STEM სკოლა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ოლიმპიადა და სხვა. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტებით ბანკმა განათლება უკვე 120 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის გახადა ხელმისაწვდომი. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. საქართველოს ბანკი განაგრძობს ახალი შესაძლებლობების შექმნას.
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები