რომელი იყო ყველაზე მარტივი და რთული კითხვები მობილბანკის თამაშის მეორე კვირაში
ფოტო: საქართველოს ბანკი
უკვე მესამე კვირაა, რაც საქართველოს ბანკის მობილბანკში ახალი მასშტაბური თამაში მიმდინარეობს. ამ დრომდე თამაშში უამრავი ადამიანია ჩართული, როგორც საქართველოდან, ასევე — ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მოთამაშეები, რომლებიც შეჯიბრში დამოუკიდებლად, ორ ან 3-მოთამაშიან გუნდებად იბრძვიან, ცდილობენ, ყოველკვირეულ მისიებს უშეცდომოდ გაართვან თავი და დამატებით მონეტებსაც გამოჰკრან ხელი.
სულ მალე თამაშის საჩუქრების მარკეტიც გაიხსნება, სადაც აქამდე დაგროვებული მონეტების სხვადასხვა პრიზზე გადაცვლას შეძლებ. თუმცა, არ დაგავიწყდეს, რომ მონეტები შეიძლება ფინალურ ტურში დაგჭირდეს. მანამდე კი ორ თვეზე მეტია, ასე რომ, თუ ამ კვირის დავალებები უკვე შეასრულე, მოეშვი და მეორე კვირის შესახებ მოგვაყოლე. ვნახოთ, რომელი დავალებების შესრულება ეადვილათ ან ერთულათ მოთამაშეებს გასულ კვირაში ყველაზე მეტად.
დამოუკიდებლად მოთამაშეების დამატებითმა მონეტებმა ჩაილურის წყალი დალიეს
ალბათ იცი — დამატებით მონეტას მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებ, თუკი ყოველკვირეულ შვიდივე დავალებას უშეცდომოდ შეასრულებ. ფინალში მოსახვედრად კი დამატებითი მონეტა, სულ ცოტა, ორჯერ უნდა მიიღო. თუმცა, დამოუკიდებლად მოთამაშეების დიდ ნაწილს ამ მისიის შესრულებაში ხელი, არც მეტი, არც ნაკლები, ჩაილურის წყალმა შეუშალა. ამ მდინარის გამოცნობა მისი წყლის დალევის ტოლფასი იქნება დამატებითი მონეტებისთვისო — ამ შეკითხვაზე ბევრმა ვერ გაიხსენა მდინარე ჩაილური, რომელსაც ძველქართული გამოთქმაც უკავშირდება. ჩაილურის წყლის დალევა ხომ დაკარგვას, უკვალოდ გაქრობას ნიშნავს.
გარდა ამისა, დამოუკიდებლად მოთამაშეებს ასევე გაუჭირდათ, დაეკავშირებინათ ვეფხისტყაოსნის გმირი შერმადინი და მისი მოსახელე ქართველი კალათბურთელი — გიორგი შერმადინი.
თუმცა, მარტოხელა მოთამაშეები მობილბანკის ყველაზე ერთგული მომხმარებლები ყოფილან. ამის დასტური ისაა, რომ სულ მარტივად მიხვდნენ, რა ოპერაციის შესრულება შეიძლება მობილბანკიდან ეგრევე — გადარიცხვა ნებისმიერ ბანკში 24/7-ზე.
გარდა ამისა, ვეჭვობთ, ჯეიმს კამერონის ტიტანიკი დამოუკიდებლად მოთამაშეების საყვარელი ფილმი უნდა იყოს; ხელოვნური ინტელექტის მიერ დახატულ ილუსტრაციაში მათ მარტივად ამოიცნეს როუზისა და ჯეკის სიყვარულის ისტორია.
ვარსკვლავები მშვილდოსნებს ორმოთამაშიან გუნდში ყოფნას ურჩევენ
ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით — ასტროლოგიაში დიდად ვერ ვერკვევით. სამაგიეროდ, ზუსტად შეგვიძლია გითხრათ, რომ ორმოთამაშიანმა გუნდებმა ქეთნის ევერდინისა და ლეგოლასის დანახვაზე უმალ გაიხსენეს ზოდიაქოს ნიშანი მშვილდოსანი.
ამასთან, ორთამაშიანი გუნდებისთვისაც სულ მარტივი აღმოჩნდა იმის მიხვედრა, რისი გაკეთება შეუძლიათ მობილბანკში ეგრევე.
თუმცა, კოსმოსური ვარსკვლავებისგან განსხვავებით, მუსიკალური სამყაროს ვარსკვლავები და პლანეტები დიდად არ უნდა უყვარდეთ ამ გუნდებს. ერთგვარი რებუსი, რომელშიც ჯორდანო ბრუნოსა და პლანეტა მარსის ფოტოებით პოპვარსკვლავ ბრუნო მარსის სახელი იყო დაშიფრული, ბევრმა ვერ ამოხსნა. ალბათ არც 1-ელ ოქტომბერს ყოფილან თბილისში გამართულ მის კონცერტზე…
ამას გარდა, ორმოთამაშიან გუნდებს ბერძნული მითოლოგიის საკუთარ თავზე შეყვარებული გმირის, ნარცისისა და მისი სეხნია მშვენიერი ყვავილის დაკავშირებაც გაუჭირდათ.
სამ-მოთამაშიან გუნდებში ელვისი ელვის სისწრაფით ვერ გამოიცნეს
აბრუნე არსებითი სახელი ელვა და აუცილებლად მიხვალ როკ-ენ-როლის მეფემდე. ეს რჩევა განსაკუთრებით გამოადგებოდა სამ-მოთამაშიან გუნდებს, რომლებმაც ელვის პრესლის საქვეყნოდ ცნობილი ილეთით ეს ბუნებრივი მოვლენა ვერ გამოიცნეს.
ამასთან, ამ გუნდებს თბილისის იმ უბნის გახსენებაც გაუჭირდათ, რომელიც მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს და რომლის სახელწოდებაც თურქულად ნავთის ადგილს ნიშნავს. ნათვთლუღი, რა თქმა უნდა, ნავთლუღი.
სამაგიეროდ, სამ-მოთამაშიან გუნდებს კომპიუტერული თამაშები ჰყვარებიათ, განსაკუთრებით კი — სუპერ მარიო. ამიტომ, ამ ცნობილი იტალიელის მტრებიც სულ მარტივად გაშიფრეს ფოტოზე.
გარდა ამისა, საფუძვლიანი ეჭვია, სამ-მოთამაშიან გუნდებში ყველაზე მარტივი აღმოჩნდა ისააკ ნიუტონის, სტივ ჯობსისა და ფიფქიას დაკავშირება და პასუხის გამოცნობა — ვაშლი.
აი, ასეთი სახალისო ამბები ტრიალებს მობილბანკის თამაშში ყოველ კვირას. ჰოდა, თუ ჯერ კიდევ არ დაგიწყია თამაში, რაღას უცდი?! არ გეგონოს, რომ გვიანია — ჯერ ისევ შეგიძლია, გადმოწერო მობილბანკი, გაიარო მარტივი რეგისტრაცია და ჩაერთო თამაშში დამოუკიდებლად, ორ ან სამ მეგობართან ერთად.
გაითვალისწინე, რომ თამაშში ჩასართავად აუცილებლად უნდა იყო საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე. დეტალური ინფორმაციის მიღებას, მათ შორის თამაშის წესებსა და პრიზებზე, ამ ბლოგში შეძლებ.
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
კომენტარები