სხვა სამყარო — მოულოდნელობებით სავსე მეტავერსი sCoolApp-ში
ფოტო: საქართველოს ბანკი
თუკი საქართველოს ბანკის sCoolApp-ის მომხმარებელი ხარ ან იცნობ მოსწავლეს, რომელსაც ეს აპლიკაცია აქვს, შენთვის საინტერესო სიახლეა — სულ მალე სხვა სამყაროში აღმოჩნდები.
სხვა სამყარო — სწორედ ასე ჰქვია sCoolApp-ის ახალ ფუნქციონალს, რომელმაც აპლიკაციის მომხმარებლები 12 ოქტომბრიდან დაუვიწყარ თავგადასავალში ჩართო.
როგორ იქმნებოდა სხვა სამყარო
გეიმიფიკაცია ანუ ვებარხებსა და აპლიკაციებში თამაშის მსგავსი ფუნქციონალის ჩაშენება რომ მომხმარებლის ჩართულობის გასაზრდელად შესანიშნავი საშუალებაა, ეს ცნობილი ამბავია. თუმცა, სხვა სამყაროს შექმნას სხვა მიზანიც ჰქონდა. როგორც sCoolApp-ის Product Owner-ი კობა მჭედლიშვილი ჰყვება, აპლიკაციაში დინამიკური და სახალისო გამოცდილების დამატება მომხმარებლისთვის მისი წარდგენის ეტაპიდანვე იყო დაგეგმილი.
"მოსწავლეებისთვის ფინანსურ განათლებასა და საბაზისო საბანკო პროდუქტებზე წვდომის გაჩენასთან ერთად აუცილებელ პირობად მოვიაზრებდით გეიმიფიკაციის შემუშავებას", — აღნიშნავს კობა, — "სხვა სამყაროში ბევრი კონცეფციის ანალიზის და კვლევის შემდეგ აღმოვჩნდით და ოქტომბერში sCoolApp-ის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გავხადეთ ყველა ამბიციური იდეა, რომელიც სამუშაო პროცესში გაჩნდა".
ამბიციური იდეა ერთია, მისი განხორციელება — სხვა საქმე. სწორედ ამიტომ, სხვა სამყაროს კონცეფციის შექმნაში კრეატიული სააგენტო Redberry-ც ჩაერთო. კობას თქმით, გეიმიფიკაცია ციფრული ინდუსტრიისთვის ბოლო წლების გამოწვევაა, რის გამოც გუნდს ბევრ ახალ და საინტერესო ამოცანაზე მუშაობა მოუწია. თუმცა ეს პროცესიც ისეთივე დინამიკური და სახალისო აღმოჩნდა, როგორც საბოლოო შედეგი.
რა დაგხვდება სხვა სამყაროში
რაც შეეხება საბოლოო შედეგს — სხვა სამყარო, როგორც კობა გვიხსნის, მოულოდნელობებით სავსე მეტავერსია. აქ მომხმარებელი სხვადასხვა პერსონაჟს შეხვდება, წარმატების მისაღწევად კი მათი დახმარება და სხვადასხვა მისიის შესრულება მოუწევს.
"ეს პერსონაჟები ჩვენს რეალურ სამყაროში სხვაგვარად არსებობენ, სხვა სამყაროში კი უფრო საინტერესო და სახასიათო ინდივიდები არიან", — ამატებს კობა.
ოქტომბრიდან სხვა სამყაროს პირველი სეზონი აიღებს სტარტს. მოსწავლეებს წინ ბევრი საინტერესო თავგადასავალი და მისია ელოდებათ. ყველაზე ყურადღებიანი და წარმატებული sCoolApp-ელებისთვის კი სეზონის განმავლობაში უამრავი სიურპრიზია მომზადებული.
მოლოდინები სხვა სამყაროსგან
"BOG sCoolApp-ში ყველა ფუნქციონალის შექმნისას ციფრული გამოცდილების ხარისხის მიმართ უკომპრომისო ვართ, ამიტომ გვინდოდა, საუკეთესო სხვა სამყარო შეგვექმნა, რომელიც საქართველოს ბანკის ბევრი გუნდის და კომპეტენციის მიერ გაწეული სამუშაოს შედეგია", — ჰყვება კობა.
ამის გათვალისწინებით, სხვა სამყაროს შემქმნელებს ერთი მოლოდინი აქვთ — ის ყველაზე სამახსოვრო ციფრულ ფუნქციონალად იქცეს და მოსწავლეებსაც ისევე შეუყვარდეთ, როგორც მასზე მომუშავე გუნდს.
"ყოველთვის ვუსმენთ ჩვენს მომხმარებელს, ეს ფუნქციონალი კი დიდ შესაძლებლობას აჩენს, ისეთ გამოცდილებას ვქმნიდეთ, რომელსაც ახალი თაობა გვკარნახობს", — ამატებს კობა, — "ჩემთვის, როგორც PO-სთვის ეს ყველაზე შთამბეჭდავი ფაქტია სხვა სამყაროს შესახებ".
სხვა სამყაროს თავგადასავალში ჩასართავად კი, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გეგულებოდეს sCoolApp სმარტფონში. ამისათვის საჭიროა, მოსწავლემ გადმოწეროს აპლიკაცია Android ან iOS მოწყობილობისთვის, გაიაროს მარტივი რეგისტრაცია თავისი და მშობლის მონაცემების მითითებით და ბოლოს მშობელმა დაადასტუროს sCoolApp-ის აქტივაცია თავისი მობილბანკიდან.
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
კომენტარები